contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




უკრაინა: ტირიფის და ძახველის მხარე

უკრაინა ეს არის ულამაზესი ბუნება, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და და ბევრი მშვენიერი ქალაქი თუ სოფელი, რომლებიც ქვეყნის ისტორიას და უკრაინელი ხალხის სულისკვეთებას წარმოგვიდგენენ .
თითქმის ყველა ქალაქში ბევრი ძეგლი თუ არქიტექტურული მომუმენტებია.
ყირიმიდან დაწყებული და კარპატებით დამთავრებული უამრავი ძველი ციხე-სიმაგრე, სასახლე, ეკლესია და მუზეუმი შეგხვდებათ და ქვეყნის უნიკალურ კოლორიტს გაგვაცნობენ.
უკრაინაში გელოდებათ როგორც მთები, ასევე ზღვა და სტეპები, მრავალრიცხოვანი ქალაქები და სტუმართმოყვარე ხალხი.
უკრაინის შავი ზღვის პირეთის მრავალრიცხოვანი კურორტები ელიან სტუმრებს: იალტა, ჰერსონი, ბახჩისარაი, კოქტებელი, ალუპკა და სხვა. მაგრამ განსაკუთრებული ქალაქი ოდესსა გახლავთ თავისი ცნობილი ოპერის თეატრით, არკადიის სანაპიროთი, პოტიომკინის კიბით.

უკრაინის დედაქალაქი კიევი ღია ცისქვეშ მუზეუმს წარმოადგენს. ანდრეევის დაღმართი და წმ. ანდრიას ეკლესია, წმ. სოფიოს ტაძარი და კიევის-პეჩორის ლავრის განსაკუთრებული ატმოსფერო და ცნობილი მღვიმეები.

დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტი დედამიწის თითქმის ნებისმიერ ქალაქში გამგზავრების საშუალებას იძლევა.

უკრაინა

კიევის რუსეთის მემკვიდრეობა- დედაქალაქის ოქროს ჭიშკარი, აღდგენილია ნანგრევებიდან. ჭიშკრის თავს ხარების ეკლესია ამშვენებს, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედია. ჭიშკარი გახლავთ კიევის სიმბოლო.

კიევის პეჩორის ლავრა ძველი სახელმწიფოს წმიდა ადგილია და მონაზვნების ანტონიას და ფეოდოსეს ადგილსამყოფელი. ჩვენამდე შემორჩენილია XII – XII ეკლესიები: წმინდა სამების ეკლესია (1107 წ.) – უკრაინის ბაროკოს ნიმუში – ყოვლად წმიდა ტაძარი (1698 წ.), ქვეყნის ყველაზე მაღალი რელიგიური დანიშნულების შენობა გახლავთ– ლავრის სამრეკლო (1745 წ.). ოქროს გუმბათიანი ტაძარი დედაქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია და კულტურულ საგანძურს წარმოადგენს. ლავრის მღვიმეებში დაკრძალულია ბევრი წმინდანი: წმინდა ფეოდოსე, ნესტორ მემატიანე და იგავების გმირი ილია მურომელი, ზღაპრები რომელზეც ასე უყვართ პატარებს.

წმინდა სოფიოს ტაძარი აშენებულია XI ს. მოზაიკის და ფრესკების იშვიათმა მაგალითებმა მოაღწიეს ჩვენამდე . ტაძრის გარშემო XVII საუკუნის ბევრი შენობაა, აღმართული უკრაინული ბაროკოს სტილში. წმინდა სოფიოს ტაძარი ბიზანტიური და ძველი რუსული არქიტექტურის სასწაულია . ტაძრის ცენტრში ღვთისმშობლის დიდი ფიგურაა. მოზაიკის სიმაღლე 6 მეტრს აღწევს. შედგება ქვის და შუშის სხვადასხვა ფერის ფირფიტებისაგან (გამოყენებულია დაახლოებით 177 ფერი). კედლის ფრესკებზე კიევის რუსეთის მმართველის დიდებული პრინცის იაროსლავ ბრძენის ოჯახის პორტრეტებია. ზუსტად იაროსლავ ბრძენმა ტაძრის მშენებლობა წამოიწყო.

უკრაინის ნაციონალურ მიზეუმში წარმოადგენილია ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეპოქები. ტრიპოლის კულტურის ნიმუშები (VI-III ათას. ჩვენს წ. ა.), ყივჩაღების სამხედრო სამოსი, სამჭოური და პოსტ-საბჭოური ეპოქის ექსპონატები.

მუზეუმშია არქეოლოგიური, ეტნოგრაფიული, ნუმიზმატური და სხვა კოლექციები. აქ ინახება უძველესი ბეჭდითი წიგნები, მხატვრული ტილოები და ქანდაკებები. თქვენს ყურადღებას 15 ექსპოზიცია მოიპყრობს. დიდი პოპულარობით სარგებლობს ცნობილი მოცეკვავე და

ბალეტმეისტერის სერჟ ლიფარის ექსპოზიცია -რომელსაც დიდ ნეჟინსკის ადარებდნენ და ცეკვის ჰვთაებას უწოდებდნენ.

კათოლიკური ეკლესია ერთერთი ულამაზესი შენობაა ქალაქში. ტაძარი გოტიკური სტილის ნიმუშს წარმოადგენს და უხვად არის გაფორმებული დეკორატიული ელემენტებით. ფასადს ამშვენებს ორი კოშკი – სამრეკლო 64 მ. ფასადები რიგის ხელოსნების მიერ დამზადებული ვოტრაჟებითაა მორთული. უნიკალური აკუსტიკის გამო სპეციალური დაკვეთით ჩეხმა ხელოსნებმა ააწყეს ორღანი, რომელსაც 55 რეგისტრი აქვს, ორღანი დამზადებულია ძვირფასი ხის მასალისგან (შავი და წითელი). ჩვენ დროს აქ ტარდება წირვები და საორღანო კონცერტები.

დასავლეთი უკრაინის დედაქალაქი გახლავთ ლვოვი, სადაც იგრძნობა დასავლური არქიტექტურის ზეგავლენა: ლიტვას, ავსტრიის და პოლონეთის. ქალაქის ცენტრში ბევრი ტაძარი, ეკლესია და სამლოცველოა. ყავის კაფეების სიმრავლე მეტყველევს ადგილობრივი მოსახლეობოის სიყვარულზე ამ სასმელის მიმართ.

კარპატების ცენტრია –იარემჩე. აქ ზამთრის სპორტის სახეობების მოყვარულები იყრიან თავს. უამრავი სათხილამურო ტრასა, განსხვავებული ნაციონალური კერძები და ადგილობრივი მოსახლეობის ლეგენდები კარპატის უღრანი ტყეების ბინადრებზე განსაკუთრებულ ელფერს ჰმატებს იარემჩეს. ჩანჩქერი პრობი ექსტრემალური სპორტის მოყვარულთა ადგილია: ჯომარდობა და სხვა.

დოვბუშის კლდეები 80 მეტრამდე აღწევს. დასახელება სახალხო მცველებისგან იღებს სათავეს და მათი მეთაურის ოლექსე დოვბუშის გვარიდან. კლდეები პოლიანიცკის ლანდშაფტურ პარკს მიეკუთვნება.

კლდეები აღმოცენდა 70 მილიონი წლის წინ ზღვის ფსკერზე, ეხლა კი წიწვოვანი ტყით არის გარშემორტყმული. კლდეების ბუნებრივი ცვეთის გამო ისინი მითურ გმირებს წააგავენ.

აქ ბევრი მღვიმეებია, რომლებიც ბოლომდე არ არის შესწავლილი. დოვბუში ალპინისტების სამყაროა, სადაც სხვადასხვა სირთულის მარშრუტია და ტარდება შეჯიბრი.

ჩერნიგოვი მხოლოდ ლუდის სამშობლო როდია, ეს მყუდრო ქალაქი გახლავთ, მდინარე დესნას პირას განლაგებული, სადაც უამრავი ეკლესიაა. პილგრიმების მთავარი დანიშნულების პუნქტია-ანტონიის მღვიმეები.

მოჩვენებების ხეობა უკრაინის უჩვეულო ადგილია. დემერჯის მთიან რეგიონშია განლაგებული და ქვის სვეტებს წარმოადგენს, რომლებიც კირქვის ბუნებრივ ცვეთის გამო შეიქმნა ათასი წლების მანძილზე. ღირშესანიშნაობები იზიდავს როგორც ტურისტებს, ასევე პროფესიონალ მეცნიერებს: სტაროკონსტანტინოვის კოშკი, კამენეც-პოდოლსკის ციხე-სიმაგრე , სევასტოპოლის ქერსონეს-ტავრიჩესკის აკროპოლი.

მდიდარი უკრაინუი სამზარეულო რომ დააგემოვნოთ წონის მომატება არ აგცდებათ! კიევის კოტლეტი, მრავალფეროვანი კულეშები, იუშკები და ვარენიკები დაგამახსოვრდებათ!

უკრაინა გელით! დაიქირავეთ ავტომანქანა, რათა მოასწროთ ყველა კუთხის დათვალიერება!