contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ფრანშიზა – Naniko rent a car

FAQ -ხშირად დასმული კითხვები

* რა არის ფრანშიზა?

ფრანშიზის ხელშეკრულება გაძლევთ უფლებას კომპანიის ბრენდის სახელით ლეგალურად აწარმოოთ ბიზნესი, გამოიყენოთ კომპანიის ლოგოტიპი და ბრენდის მოდელი და რაც მთავარია ისარგებლოთკომპანიის ბიზნეს მოდელით და ყველა იმ პროგრამებით, ახალ ტექნოლოგიებით, რომელსაც ფლობს ნანიკო თავისი ფრანჩაიზერებისთვის.

* აფინანსებს თუ არა ნანიკო მანქანების ავტოპარკს?

არა, ნანიკო არ აფინანსებს მანქანების ავტოპარკის დაკომპლექტებას.

* რა უპირატესობა აქვს ნანიკოს ფრანშიზას პირობებს?

ფრანშიზის შემთხვევაში თქვენ იღებთ კომპანიის მოდელს და რჩევებს ბიზნესის განვითარებაზე. თქვენ წვდომა გექნებათ ნანიკოს გლობალურ საიტიდან ჯავშნების სისტემაზე და შიდა ჯავშნების მართვის პროგრამაზე, რომელიც ინტეგრირებულია საიტის ჯავშნის პროგრამასთან და მთელი პროცესი არის მართვადი. ასევე ამ პროგრამის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა მოთხოვნების და პარამეტრების ამორჩევით განახორციელოთ თქვენი ჯავშნების სტატისტიკა. ასევე ავტომატურად მოგეწოდებათ ყველა დიზაინერული მაკეტები, ფლაერები, ბუკლეტები და პრომო მასალები.

* რითი განსხვავდება ფინანსური კუთხით ნანიკოს ფრანჩაიზინგი სხვა ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებისგან?

მთავარი სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ფრანჩიზის მფლობელი განთავისუფლებულია პირველადი შესატანისგან პირველი ერთი წლის განმავლობაში. იგი იხდის მხოლოდ სალიცენზიო გადასახადს (royalty fee), რომელიც ყველაზე დაბალია ჩვენს კომპანიაში. მანქანების გაქირავების სხვა კომპანიებთან შედარებით. ფრანშიზის და სალიცენზიო გადასაზადის ღირებულება დგინდება კონკრეტული ქვეყნის, კომპანიის ავტოპარკის და სხვა მონაცემების საფუძველზე. ამ მონაცემებს განიხილავს ფრანჩაიზინგის მენეჯერი.

* რა მოთხოვნები გაქვთ მანქანების შეძენის დროს?

ჩვენი კომპანიის მოთხოვნაა მინიმუმ 5 წლის მანქანები შეიძინოთ და გარბენი ჰქონდეს არა უმეტეს 50 000 კმ.

* როგორ უნდა გავხდე ნანიკოს ფრანჩაიზის მფლობელი?

თქვენი მინიმალური საბრუნავი კაპიტალი (worth requirements) უნდა შეადგენდეს USD 150 000 და თავისუფალი ლიკვიდური საშუალებები (liquid assets) უნდა შეადგენდნენ USD 80 000. ამის გარდა უნდა გქონდეთ სუფთა საკრედიტო ისტორია ან უნდა მოიპოვოთ ავტოპარკის შეძენის ფინანსური წყაროები. ჩვენი კომპანიის განხილვის შენდეგ მტკიცდება ფრანჩაიზის გაცემის უფლება ამა თუ იმ პიროვნებაზე ან იურიდიულ პირზე.

* რა დრო და პროცედურები საჭიროა გავიაროთ ფრანშიზის მოპოვებისთვის?

როგორც წესი ეს პროცედურა მოიცავს 30-90 დღეს. ფრანჩაიზის ფლობის დამტკიცების უფლებისთვის უნდა წარადგინოთ ყველა იურიდიული დოკუმენტი, რომელიც იქნება მოთხოვნილი ნანიკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ და ყველა ის ფინანსური დოკუმენტაცია, რომელსაც მოითხოვს ჩვენი ფინანსური დეპარტამენტი.

პირველ რიგში უნდა შეავსოთ ჩვენს საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ ნანიკოს ფრანჩაიზის დეპარტამენტში, რომელსაც გადაეცემა განსახილველად ჩვენს ფინანსურ დეპარტამენტს. შემდეგ მოგიწევთ ჩამოსვლა რომელიმე ჩვენს ოფისში, რომელსაც მიუთითებს ფრანჩაიზის ოფიცერი , სადაც მოხვდება თქვენი გაცნობა და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ. ასევე ფრანჩაიზის ოფიცრებს ექნებათ საშუალება დაგისვათ კითხვები. ამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს ფრანშიზის შეძენის თაობაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში ფოსტით გამოგიგზავნით ხელშეკრულებას, რომელიც დამოწმდება თქვენი ხელმოწერით.