contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავების კომპანია Naniko – ლარნაკის აეროპორტში

Naniko თავის სერვისს ევროპისა და აზიის მრავალ ქალაქში გთავაზობთ. ჩვენი წარმატება განაპირობა ჩვენმა მომსახურებათა კომპლექსმა და იმ ყურადღებამ, რომელსაც ყოველთვის ვიჩენთ მომხმარებელთა მიმართ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მომხმარებელთა კმაყოფილება არის ჩვენი სერვისის ძირითადი მიზანი და მადლობას ვუხდით ჩვენს ყველა მომხმარებელს იმ ნდობისათვის, რომელსაც ისინი იჩენენ ჩვენს მიმართ.

დაჯავშნეთ მანქანა წინასწარ და მიიღეთ სპეციალური შემოთავაზება – სპეციალური სეზონური ფასდაკლება შვიდკაციან მინივენზე, ცხრაკაციან მიკროავტობუსზე, ბიზნესკლასის მანქანებსა და ეკონომიურ ჰეჩბექებზე.

ჩვენი კომპანია თავისი ავანგარდული ტექნოლოგიებით ლიდერია მანქანების გაქირავების სეგმენტში.

კომპანია Naniko ლარნაკის აეროპორტში გთავაზობთ ხელმისაწვდომ ფასებს და ბევრ დამატებით მომსახურებას!

  • არავითარი ფარული გადასახადი
  • საუკეთესო ფასის გარანტია
  • წამყვანი მარკების ავტომობილები
  • ჯავშანის შეცვლის ან გაუქმების სწრაფი და მარტივი შესაძლებლობა
  • ტექნიკური დახმარება გზებზე

თქვენთვის ყველაზე იაფი და მოქნილი ვარიანტია იქირაოთ ავტომობილი Naniko-საგან ლარნაკის აეროპორტში, რომელიც არის იდეალური საშუალება თავისუფლად გადაადგილდეთ კუნძულზე!

ლარნაკის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს კვიპროსის საჰაერო კარიბჭეს. მას ერთი სამგზავრო ასაფრენი ზოლი აქვს და ლარნაკის სამხრეთით ოთხი მილის მოშორებით მდებარეობს. აქ ჩამოსვლა გაძლევთ საშუალებას გააგრძელოთ თქვენი მოგზაურობა კუნძულზე სხვადასხვა მიმართულებით.

ლარნაკის აეროპორტი ძირითადად ემსახურება მგზავრებს, რომლებიც გადაადგილდებიან ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. მას შემდეგ რაც კვიპროსი გახდა ერთერთი ძირითადი ტურისტული მიმართულება, საჰაერო მიმოსვლა დღითიდღე სტაბილურად იზრდება და აქ ჩამოფრენილი მგზავრების რიცხვმა 5 მილიონს მიაღწია, ეს კი აეროპორტის შესაძლებლობებს თითქმის ორჯერ აღემატება.

აეროპორტში მოხვედრა შესაძლოა მანქანით, ტაქსით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ლიმასოლიდან აქ მოგიყვანთ ავტობუსი № 14, ხოლო ნიქოზიიდან დღეში დაახლოებით 30 რეისი სრულდება. რათქმაუნდა გადაადგილების მარშრუტის თვალსაზრისით გაცილებით უფრო მოქნილია ტაქსი, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი საშუალებაა.