contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


რამდენად მომგებიანია ვიქირაოთ ავტომანქანა გიუმრის აეროპორტში – სადაც მანქანების გაქირავების კომპანია „ნანიკოს“ სუპერ ფასებია.

გიუმრი სიდიდით მეორე ქალაქია სომხეთში, რომელიც თავისი არსებობის მრავალი საუკუნის მანძილზე ატარებდა სხვადასხვა სახელს. უძველესი ისტორიული პერიოდიდან მას ერქვა კუმაირი, შემდგომ მეფის რუსეთის დროს მაშინდელი იმპერატორის მეუღლის პატივსაცემად ეწოდა  ალექსანდროპოლი, ხოლო საბჭოთა ეპოქაში მას უწოდეს ლენინაკანი და დღესდღეობით კი მიიღო ახალი სახელწოდება გიუმრი. წარსულში გადატანილი რთული ეტაპებისა და მრავალი ტრაგიკული მოვლენების მოწმე ქალაქი ასევე მომსწრეა 1915 წ სომეხთა გენოციდის და 1988 წ დიდი მიწისძვრის, რომლის დროსაც დაიღუპა 25 ათასზე მეტი ადამიანი. გასული საუკუნის 80-იანი წლების მოსახლეობის აღწერით ქალაქში დარეგისტრირებული იყო 222 ათასი ადამიანი, ხოლო ბოლო წლების მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 120 ათასი მოსახლე, რაც მკაფიოდ განსაზღვრავს მოსახლეობის თითქმის ორჯერ შემცირებას, რისი ძირითადი მიზეზია მოსახლეობის ბოლო ათწლეულების  საზღვარ გარეთ ემიგრაცია.

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ქალაქი მთელი თავისი არსებით მიისწრაფვის შეუქმნას ხელსაყრელი ნიადაგი მზარდ ტურიზმს. ამას ხელს უწყობს ჯერ კიდევ 1961 წ დაარსებული, იგივე დღევანდელი საერთაშორისო აეროპორტი შირაქ-გიუმრი. საერთაშორისო კოდირების სისტემით (IATA) ის აღინიშნება როგორც LWN. ჩამოხვალთ რა აქ, გიუმრის აეროპორტის მანქანების გაქირავების დახმარებით თქვენ შესძლებთ შეუფერხებლად ეწვიოთ ქალაქ გიუმრის და მთელ სომხეთს –  ავტონომიურად შეიმუშაოთ საკუთარი მარშრუტები. მთელ სომხეთსა და რა თქმა უნდა აქაც არსებული მანქანების გაქირავების კომპანია „ნანიკო“ თქვენ გაძლევთ იდეალურ შესაძლებლობებს – შეუკვეთოთ ავტომანქანა რეზერვაციის მოხერხებული სისტემით – სადაც წარმოდგენილ ჩამონათვალში თქვენ შესძლებთ აირჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი ვარიანტები.

მოიწყვეთ  გიუმრის   აეროპორტში   თქვენთვის ხელსაყრელად  მანქანის  ქირაობა  და  მიიღეთ ამომწურავი  ინფორმაცია „ნანიკოსაგან“!

ჩვენს საიტზე ხელმისაწვდომია საუკეთესო შემოთავაზებები, რომელთა შორის თქვენ თავისუფლად შესძლებთ მოძებნოთ თქვენთვის ხელსაყრელი პარამეტრები და მხოლოდ რამდენიმე საფეხურის გავლით ისე მარტივად აითვისოთ ჯავშნის წესები რომ ჩასვლისას აეროპორტში  გელოდებოდეთ სასურველი ავტომობილი. ამისათვის თქვენ უნდა მიუთითოთ რომ აეროპორტიდანვე გჭირდებათ ავტომანქანა და ასევე ზუსტად უნდა მიუთითოთ თქვენი ფრენების გრაფიკი. ერთი სიტყვით რეისის შეფერხების შემთხვევაში ჩვენი წარმომადგენელი  ინფორმირებული იქნება და ახალი გრაფიკის მიხედვით  მოგაწვდით ავტომობილს.

როგორც წესი, მანქანების გაქირავებაში არსებობს ასაკის შემზღუდველი წესწბი და დამქირავებელი ვალდებულია დაიცვას ის. დამქირავებელი უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის და უნდა ჰქონდეს ავტომობილის ტარების მინიმუმ 2 წლიანი სტაჟი.

არის ასევე მოთხოვნები რომელიც ეხება დამქირავებლის პირად საბუთებს, რომლიც ზუსტად უნდა ეთანხმებოდეს მოთხოვნილ ნორმებს. ყველა საერთაშორისო მართვის მოწმობა არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ პირობებს და ამიტომ საბოლაო, გადამწყვეტი ინფორმაცია გაიცემა ყველა კონკრეტული სიტუაციაში ჩვენი სპეციალისტების მიერ.

სხვადასხვა დამატებით მომსახურეობათა შორის არის დამატებითი მძღოლის პარამეტრები, რაც ძალიან ხელსაყრელია თუ თქვენ მოგზაურობთ თანამგზავრებთან ერთად. დამატებითი მძღოლის საბუთები ძირითადი მძღოლის საბუთების ანალოგიურია.

თავდაპირველად თქვენ მიიღებთ მომსახურეობის იმ ტარიფებს, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია ხარჯებში, აუცილებელ დაზღვევაში და დღგ-ს, ასევე თქვენ მიიღებთ უფასო საგზაო ტექნიკურ დახმარებას. გადახდები შესაძლებელია როგორც საბანკო გადარიცხვებით, ასევე ადგილზე, ოფისში ელექტრონული ბარათებით თუ ნაღდი ანგარიშ სწორებით შესაბამისი ვალუტით.

გაიმარტივეთ მოგზაურობა და უზრუნველყავით თქვენი კომფორტი გიუმრის აეროპორტის მანქანების გაქირავების კომპანია „ნანიკოს“ დახმარებით!

დაქირავების მთლიან დღედ მიღებულია ჩაითვალოს 24 საათი და მთლიანი პერიოდი დაფიქსირებული იქნება ხელშეკრულებაში, მაგრამ თუ თქვენ გაგიხდებათ ვადების გაგრძელების საჭიროება, მაშინ რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდით ჩვენ ჯავშნის ცენტრს, სადაც ჩვენი სპეციალისტები დადგენენ ვადების გაგრძელების და მანქანის შესაბამისობის ყველა პირობას.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისათვის თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ  ელ.ფოსტით ან ტელეფონით.