contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება თელ ავივის საერთაშორისო აეროპორტში

თუ თქვენ გჭირდებათ მანქანა ბენ გურიონის სახელობის თელ ავივის აეროპორტში, დაუკავშირდით კომპანია Naniko-ს. ჩვენ განვახორციელებთ ყველა თქვენს მოთხოვნას, რომელიც დაკავშირებულია კომფორტული და მოსახერხებელი ავტომობილის დაქირავებასთან.

დაჯავშნეთ მანქანა ინტერნეტის ან ტელეფონის მეშვეობით, ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ პასპორტის და მართვის მოწმობის ასლები.

ავტომობილის გაქირავება ბენ გურიონის აეროპორტში – გასაოცრად დაბალი ფასები და მაღალი დონის მომსახურება.

მანქანის დაქირავების ფასში შედის დაზღვევა. ჯავშნის პროცესში შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი დამატებითი აქსესუარი: ნავიგატორი, საბავშვო სავარძელი, საბარგული, ველოსიპედის საჭერი, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. აქსესუარის შერჩევა შეგიძლიათ ასევე ჩამოფრენის შემდეგ.

თელ ავივის აეროპორტი ცნობილია, როგორც ბენ გურიონის აეროპორტი, ის დაფუძნებულია 1936 წელს ბრიტანელების მიერ. დღეისათვის აეროპორტის ინფრასტრუქტურა მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ის ახორციელებს შიდა, საერთაშორისო და სატვირთო გადაზიდვების რეისებს. მას გააჩნია 4 ტერმინალი. დატვირთვა საკმაოდ დიდი აქვს, რადგან ის მდებარეობს ქვეყანაში, რომელიც ცნობილია, როგორც წმინდა მიწა და მას უამრავი ტურისტი სტუმრობს მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენი კომპანიის არჩევით, თქვენ ირჩევთ: ხარისხს, გარანტიას, მისაღებ ფასებს, 24 საათიან მომსახურებას, მანქანების ფართო არჩევანს.

აირჩიეთ ავტომობილი: სედანი, კაბრიოლეტი, სპორტული, ეკონომ და ბიზნეს კლასის მანქანა, მინივენი, ჯიპი.

შესაძლებელია ავტომობილის დაქირავება მძღოლთან ერთად, რაც გაგიადვილებთ გადაადგილებას, საქმიანი შეხვედრების დროს.

აეროპორტში დაგხვდებათ ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი.

დაიწყეთ მოგზაურობა ისრაელში, ჩვენი კომპანიის დახმარებით და განახორციელეთ დაუვიწყარი მოგზაურობა წმინდა მიწაზე.