contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობიილების დაქირავება Naniko-საგან ყველაზე მისაღებ ფასად- ათენის აეროპორტში

სანატრელ მოგზაურობაში გაფრენამდე, ყველანი წინასწარ ვამოწმებთ გავითვალისწინეთ და მოვამზადეთ თუ არა ყველაფერი კარგი დასვენებისათვის. არ გამოგრჩეთ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი – გადაადგილება მოგზაურობის დროს.

დღეს ტრანსპორტირების ფართო არჩევანი გვაქვს, თუმცა მანქანა ბევრი კრიტერიუმით საუკეთესო ვარიანტია. ავტომობილების დაქირავება ნანიკოსაგან ყველაზე მისაღებ ფასად დაგეხმარებათ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვაში.

ვებ-გვერდზე Naniko.com თქვენ გეძლევათ საშუალება აირჩიოთ გასაქირავებელი ავტომობილი, რომელიც ხელმისაწვდომია ათენის აეროპორტში და რომელიც ყველაზე კარგად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

ავტომობილების დაქირავებაისარგებლეთ ჩვენი ყოვლისმომცველი სერვისით თქვენი ბიუჯტისათვის და თქვენ აღარ მოგიწევთ ზედმეტი თანხების გადახდა.

ათენის აეროპორტი, ელეფტერიოს ვენიზელოსი

2004 წელს ათენში ჩატარებულმა ოლიმპიურმა თამაშებმა უზრულველყო ვენიზელოს აეროპორტის განახლება, რომელმაც უკვე 2001 წელს ჩაანაცვლა ელინიკონის აეროპორტი, რადგან მას უფრო თანამედროვედ მიიჩნევდნენ.

აეროპორტი მდებარეობს 30 კილომეტრის დაშორებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ათენთან და შესანიშნავი სატრანსპორტო კონტაქტი აქვს დედაქალაქთან. მისი სტრატეგიული მდებარეობა ბალკანეთსა და უახლოეს აღმოსავლეთს შორის, განაპირობებს ტურისტების უხვ რაოდენობას ევროპიდან.

საჰაერო გადაადგილება განპირობებულია ორი ტერმინალით, რომლებისგანაც შედგება აეროპორტი. აქ ოპერირებს როგორც  ორი ადგილობრივი კომპანია Olympic Airways და Aegean Airlines, ასევე უცხოური კომპანიები. ეს ორი ტერმინალი დაკავშრებულია მიწისქვეშა გვირაბით.

ქალაქის ცენტრში შეიძლება მეტროთი მისვლა, რომელიც ყოველ 30 წუთში დადის. ჩამოსვლის ადგილიდან შეგიძლიათ ავტობუსის საშუალებით მიხვიდეთ ცენტრამდე. რა თქმა უნდა, ტაქსი და მანქანის ქირაობაც ხელმისაწვდომია, თუმცა ძვირი ფასების გამო, მანქანის ქირაობა უფრო ხელსაყრელია.

აეროპორტის ტერიტორიაზე არის ბევრი სპეციალური მომსახურება მოგზაურებისათვის. ტურისტების დასახმარებლად ვნახავთ საინფორმაციო ოფისებს. ასევე არის ბიზნეს ცენტრი, 12 საერთო კომიუტერითა და წვდომით ინტერნეტთან.

გარეთ გამოსვლისას შეგვიძლია ვნახოთ მანქანის გასაჩერებელი ადგილები P1 და P2 მოკლეხნიანი გაჩერებისათვის, ხოლო P3 შედარებით ხანგრძლივი გაჩერებისათვის. პირველი 20 წუთი ყველა გასაჩერებელ ადგილას უფასოა.