contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება ათენში

ათენი ეს არის ქალაქი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ცივილიზაციის, დემოკრატიისა და ფილოსოფიის განვითარებაში მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
იგრძენით თავი ღმერთად, „ღმერთების ქალაქი“, იქირავეთ ავტომანქანა, მანქანების გაქირავების კომპანიაში Naniko და თქვენ გარანტირებული გაქვთ კონფორტული გადაადგილება.
შემეცნებითი ინფორმაცია.

Naniko Car Rental in Athens

ლეგენდის მიხედვით, ათენის სახელწოდება დაკავშირებულია ომისა და სიბრძნის ქალღმერთთან. პოსეიდონს – ზღვის მეფეს, გააჩნდა ამ ქალაქის მმართველობის ამბიცია. იგი ქალაქს თავაზობდა წყლის მუდმივ წყაროს, მაგრამ ეს წყალი ისევე, როგორც ზღვა აღმოჩნდა მარილიანი, და ხალხმა ამჯობინა აფინა, რომელმაც მათ შესთავაზა ზეთისხილის ხის თესლი. ამ ხემ ხალხს მისცა ზეთი, საკვები და გათბობა. აქედან გამომდინარე ათენის სიმბოლოდ ითვლება ბუ და ზეთისხილი, ბუ, რომელიც არის სიბრძნის სიმბოლო და ზეთისხილი, რომელიც არის სიმდიდრის სიმბოლო.
არ დაგავიწყდეთ ესტუმროთ ათენს.
აქ მდებარეობს აკროპოლისი – რომელიც მდებარეობს მაღალ გორაზე და საიდანაც იშლება დაუვიწყარი ხედი მთელ ათენზე. მთავარი ტაძარი პარფენონი, თავდაპირველად ტაძარი მიუძღვნეს ატენის ქალღმერთს, მისი დანიშნულება ხშირად იცვლებოდა, საბოლოოდ იგი გადაიქცა ტყვია-წამლის საწყობად. ასევე აღსანიშნავია არეხტეონის ტაძარი, რომელიც ყველა ღმერთს ეძღვნებოდა. აკროპოლისში არის ღმერთების უამრავი ქანდაკება, ძირითადად ორიგინალი ქანდაკებები თავმოყრილია სწორედ აქ.
დიონისეს თეატრი – ეს არის ერთერთი უძველესი თეატრი მსოფლიოს მაშტაბით, რომელიც ღია ცის ქვეშაა განთავსებული.დღემდეა შემორჩენილი ამ თეატრის ნანგრევები. ამ ანტიკურ თეატრში წარმოდგენილი იყო ტრაგედიები, კომედიები, იმართებოდა სხვადასხვა ფესტივალები. აგორა არის ათენის ძირითადი სავაჭრო ცენტრი.
ათენის არქეოლოგიური მუზეუმი არის ერთერთი უდიდესი მუზეუმი საბერძნეთში, სადაც ინახება ყველაზე მეტი კერამიკული ქანდაკება. ქარის წისქვილი – ძეგლი, რომელიც თავის დროზე მეტეოროლოგიური სადგურის როლს ასრულებდა. ადრიანის თაღი – ტრიუმფალური თაღი, რომელის აგებულ იქნა ადრიანის იმპერატორობის პერიოდში.
სწორედ ათენში ჩამოყალიბდნენ ფილოსოფოსებად პლატონი, სოკრატე, არისტოტელე….
გაემგზავრეთ ათენში ღმერთების ქალაქში, მოინახულეთ ეს საოცრებებით სავსე ქვეყანა, რომელიც არავის არ ტოვებს გულგრილს.