contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება ბარსელონაში

ბარსელონა არის კატალონიის დედაქალაქი, იგი სიდიდით მეორე ქალაქია ესპანეთში, ბარსელონა რომაელების დაარსებულია, მრავალი შემოსევის მიუხედავად, ბარსელონას მდიდარი კულტურა და ძეგლები შემორჩა, რაც ხელს უწყობს ტურისტების დიდი ნაკადის შედინებას ამ ულამაზეს ქალაქში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ანტონიო გაუდის არქიტექტურული ძეგლები. ტურისტების უმრავლესობა სწორედ ამ საოცარი აქრქიტექტურის ტყვე ხდება, ბარსელონის აეროპორტი წლის განმავლობაში 34 მილიონ ადამიანს იღებს, ხოლო სარკინიგზო გზა კომფორტულს ხდის გადაადგილებას, რადგან იგი ესპანეთს აკავშირებს საფრანგეთთან და ევროპის სხვა ქალაქებთან.
ბარსელონა მეოთხე ადგილზეა ყველაზე მონახულებად ქალაქთა შორის პარიზის, რომისა და ლონდონის შემდეგ, ხოლო ეკონომიური სტაბილურობის მხრივ იგი მეორე ადგილზეა.
კლიმატის მიხედვით ბარსელონა ხმელთაშუაზღვიურია, ზამთარი რბილი და ტენიანია, ზაფხული კი მშრალი. სახელმწიფო ენა არის ესპანური, ხალხი მეტყველებს კატალონურად, რაც განსხვავდება ესპანურისგან.
ბარსელონის ღირშესანიშნაობები
ბარსელონაში შენობების უმრავლესობა შუა საუკუნეებით თარიღდება, განვითარებულმა კატალონიურმა მოდერნიზმმა ბარსელონას დიდი მემკვიდრეობა შესძინა. ანტონიო გაუდი , მისი შედევრების ხილვა ტურისტს მთელ ქალაქში შეუძლია.

გირჩევთ გამოიყენოთ მანქანის ქირაობის სერვისი, იმისათვის, რომ კომფორტულად გადაადგილდეთ ქალაქში და არ გამოგრჩეთ ღირშესანიშნაოები. ბარსელონაში ბევრი კომპანიაა, მაგრამ დაბალი ფასის, მაღალი სერვისის, ახალი ავტომანქანების, თანამედროვე აქსესუარების კუთხით აღსანიშნავია მანქანის გაქირავების კომპანია Naniko, ისინი მუშაობენ დღე და ღამე, ქირაობის დროს გჩუქნიან ქალაქის რუქას, მოყავთ სუფთა მანქანა, სადაც თითოეული ტურისტისთვის არის ერთი ბოთლი წყალი. სწორედ აქ იწყება ქალაქის დათვალიერება.
საგრადა ფამილია ანტონიო გაუდის დაუმთავრებელი ეკლესია, რომელიც დღემდე მშენებლობის პროცესშია და სავარაუდოდ დასრულდება 2026 წელს. მონჯუიკის მთა, რომელიც საოცარ სანახაობას პირდება ტურისტს, განსაკუთრებით ლამაზია იგი ღამით. გუელის პარკი, რომელიც გაუდის დაპროექტებულია. ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკება, კატალონიის ულამაზესი მოედანი….. სანახაობის სიმრავლე და მრავალფეროვნება ქმნის განცდას , რომ ამ ქალაქის ამოწურვა შეუძლებელია.
ქუჩებში ცოცხალი მუსიკა, მოხეტიალე მუსიკოსები, მხატვრები, ფლამენკო, დიდი ტემპერამენტი, უგემრიელესი კერძები, ტურისტებს მუდმივად უკან დაბრუნების სურვილს აღუძრავს.
ბარსელონა არის ქალაქი, სადაც ცხოვრება მაღალ რიტმში მიდის და არასოდეს არავის არ ტოვებს გულგრილს ასაკის და მიუხედავად.