contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილის გაქირავება ირლანდიაში ნანიკოსგან

ირლანდია არის კუნძული ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ირლანდია შემოფარგლულია სან დიეგოს არხით, აღმოსავლეთიდან – ირლანდიის ზღვით, ხოლო ჩრდილოეთ- აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთის არხით.

dulin rent a car naniko

კუნძული გაყოფილია ორად, რომლის ერთი ნაწილი მიეკუთვნება – ირლანდიის რესპუბლიკას, დედაქალაქი დუბლინი, ხოლო მეორე – დიდ ბრიტანეთს, დედაქალაქი ბელფასტი. ისტორიულად ქვეყანა იყო დაყოფილი 32 სამთავროდ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ირლანდიამ მიიგო სუვერენიტეტი 26 სამთავროზე და დანარჩენი 6 სამთავრო ოლსტერის პროვინციაში, გადავიდა გაერთიანებული სამეფოს მფლობელობაში.
კუნძულს ფართობია 84 000 კმ² და ხასიათდება საშუალო სიმაღლის მთის ჯაჭვით, რომელიც გარს ერტყმის მის სანაპიროს მოგრძო რგოლის სახით, რომელშიც მოქცეულია ცენტრალური და ბარის რაიონები. უმაღლესი მწვერვალია კარანტუოჰილი, მისი სიმაღლე 1041 მეტრს აღწევს. ასევე ცნობილია მთები ერიგალი, ვიკლოუ და წმინდა პატრიკეს მთა.
კუნძულს შუაზე ყოფს მდინარე შანონი, რომლის სიგრძეა 320 კილომეტრი და მოისაზრება არა მარტო ირლანდიის, არამედ მთელი ბრიტანეთის არქიპელაგის ყველაზე დიდ მდინარედ. კუნძული გამოირჩევა მდინარეების სიმრავლით.
ირლანდიის სანაპირო ხაზი ხასიათდება ძალზედ ფართო ოქროს ქვიშიანი პლაჟებით და კლდოვანი ნაპირებით, რაც აქტიურად გამოიყენება სერფინგისათვის. ყველაზე ცნობილი, მათ შორის, არის მოხერის კლდეები. უმდიდრესი ფლორის დომინანტი ფერი არის მწვანე. ქვეყნის სიმბოლური ფერია, ასევე მწვანე. უხვი ბუნებრივი მწვანე საფარის გამო, ირლანდიას ზურმუხტოვან კუნძულად მოიხსენიებენ.

ირლანდიას, მისი მდიდარი ფლორის მოსანახულებლად უამრავი ადამიანი სტუმრობს!

მოგზაურობის პერიოდში, კომფორტული გადაადგილებისათვის ტურისტები აქტიურად იყენებენ მანქანების დაქირავების სერვისს.
კუნძულზე 5 დაცული ტერიტორიაა, პარკი და მრავალი ბუნებრივი ნაკრძალია. აღმოსავლეთით მდებარეობს მრავალი პატარა კუნძული და მათ შორის ყველაზე დიდია კუნძული აჩილი, რომელიც დაკავშირებულია ხიდით მთავარ კუნძულთან.
ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქია დუბლინი.
ირლანდიური ფოლკლორული მუსიკა ცნობილია მისი განსაკუთრებული ნაციონალური ელფერით და მრავალფეროვნებით მთელს მსოფლიოში.

ავტომობილის გაქირავება ირლანდიაში

თქვენი ერთგული თანამგზავრი და კომფორტის შემქმნელი ამ მოგზაურობაში იქნება მანქანების გაქირავების კომპანია Naniko. მომსახურეობის ფართო სპექტრი და კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული კომპანიის სამუშაო ჯგუფი შეგიმსუბუქებთ რეზერვაციის განხორციელების პროცესს.
კომპანიის ავტოპარკი მდიდარია მრავალი მარკის და ტიპის ავტომანქანებით:
კაბრიოლეტები, სედანები, 4X4 და მრავალი სხვა. მარტივი დაჯავშნის სისტემა და დაბალი ფასები, რომლებიც შეიცავს აგრეთვე დაზღვევას და გადასახადებს. კომპანიის წარმომადგენელი მოგიყვანთ მანქანას ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ ადგილას და ტრანსპორტის დაბრუნებაც შეგეძლებათ იმ პუნქტში, სადაც თქვენ ასრულებთ თქვენს მოგზაურობას.
შეიგრძენით ზურმუხტოვანი კუნძულის ენით აღუწერელი სილამაზე, კომფორტული ავტომობილის მეშვეობით, რომელსაც გთავაზობთ ავტომობილების გაქირავების კომპანია Naniko.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »