contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება მადრიდში

მადრიდი ესპანეთის დედაქალაქია, ქალაქის მოსახლეობა სამმილიონნახევარს შეადრენს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დედაქალაქი პირველ ადგილზეა. სახელმწიფო ენა არის ესპანური, მოსახლეობა კატალონურსაც იყენებს. მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეა.ინდუსტრიული ცენტრის ქალაქგარეთ გადატანამ, მაინც ვერ შეუშალა ხელი ეკონომიურ ზრდას, მადრიდი მეორე ადგილზეა ბარსელონას შემდეგ. დიდია ეკონომიკის განვითარებაში აეროპორტების როლიც.მადრიდი ულამაზესი და ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ქალაქია, თავისი კულტურული ძეგლების სიმრავლით, მდიდარი ტრადიციებით, ტემპერამენტით.

rent a car madrid

მადრიდში ძალიან მოსახერხებელია ავტომანქანით გადაადგილება, ქალაქი დიდია, ღირშესანიშნავი ადგილები კი უამრავი. ამიტომ უმჯობესია მანქანის ქირაობა, ამაში კი დაგეხმარებათ ავტოგაქირავების კომპანია Naniko, რომელიც გამოირჩევა მაღალკვალიფიციური კადრებით, 24 საათიანი მაღალხარისხიანი მომსახურებით, მანქანის მოდელების სიმრავლით, აქსესუარების დიდი არჩევანით da მარტივი დაჯავშნის სისტემით, რომლის დროსაც მხოლოდ მართვის მოწმობა და პასპორტია საჭირო. მანქანის ფასში შედის ყველანაირი მოსაკრებელი და დაზღვევა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიაში ხარისხი ფასზე გაცილებით მაღალია. ავტოპარკში ყავთ: კაბრიოლეტები, სპორტული მანქანები, სედანები, ჯიპები, მინი ვენები…. მუდამ მომღიმარი სტაფი, რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას მოგიყვანოთ მანქანა. მადრიდს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ქალაქი მუზეუმი. ამ ქალაქში თავმოყრილია უამრავი კულტურული ძეგლი. სწორედ მადრიდში მდებარეობს პრადოს მუზეუმი, ხელოვნების გალერეა, სადაც გამოფენილია XIV- XVI საუკუნის შედევრები, სკულპტურები…. მადრიდში ტარდება კორიდა, რომელიც ტურისტს დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობს, იგი უკავშირდება პირენეეს ნახევარკუნძულზე მცხოვრებ იბერიელებს, რომლბც ხარებს წმინდა ცხოველებად აღიქვამდნენ, ამ სპორტში მონაწილეობას იღებენ 4-6 წლამდე ასაკის ხარები. ასევე ბევრგან შეხვდებით ბარებს, სადაც ტარდება ფლამენკოს საღამოები. ეს ესპანური მუსიკა და ცეკვა წარმოიშვა ანდალუსიაში. იგი ესპანურ-ბოშური ცეკვაა, რომელიც გიტარის, ტაშის და შეძახილების თანხლებით მიდის.გაემგზავრეთ მადრიდში, იქირავეთ ავტომანქანა, შემოიარეთ ქალაქი, დააგემოვნეთ ნაციონალური კერძები, დაესწარით ფლამენკოს და გპირდებით ეს მოგზაურობა არასოდეს დაგავიწყდებათ.