contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება ჰოლანდიაში

ბედნიერების ძიებაში…
თქვენ გელით ყველაზე დიდი თავგადასავლები მხიარულებისა და გართობის ქვეყანაში..
ჰოლანდია – გთავაზობთ ყველა სახის აქტივობებს, რომლის წარმოდგენაც ადამიანს შეუძლია, ყველა ასაკის ადამიანისთვის. უსაზღვრო შესაძლებლობების, თავისუფლებისა და განტვირთვის ქვეყანა, სადაც თქვენ უნდა იფიქროთ მხოლოდ, იმაზე, თუ სად გაატაროთ დრო.

Naniko Car Rental in Holand

მრავალი მოსანახულებელი ადგილი… სხვადასხვა სანახაობები… ჰოლანდია ცნობილი, როგორც ყვავილების-ტიტების ქვეყანა…
ძირითადი ტურისტული ობიექტებია: კინდერდეიკის ქარის წისქვილები, ჰეინეკენის ყოფილი ლუდის სახარში, ყველაზე ცნობილი – წითელი ფარნების კვარტალი, ეფტელინგი – გასართობი პარკი, მინიატურების პარკი – მადუროდამი, ყვავილების მინდვრები… ჩამონათვალი უსასრულოა.
ახალ ქვეყანაში მოგზაურობისას და მისი შესწავლისას, უმრავლესობა ჩვენთაგანი ფიქრობს გადაადგილების საუკეთესო საშუალებაზე. როგორც ტურისტი სჯობს თავიდან უნდა აირიდოთ ისეთი უსიამოვნებები, როგორიცაა: 3-ჯერ უფრო მაღალი ფასის მოთხოვნა ტაქსის მძღოლის მიერ, ან როდესაც მძღოლი გეუბნებათ რომ ხურდა არ აქვს, ან თუ თქვენ გიწევთ რამდენიმე ადგილის ერთდროულად დათვარიელება და მათი შესწავლა, დრო კი არ გყოფნით… ყველაფერ ამას, შეუძლია ცუდი შთაბეჭდილებები მოახდინოს თქვენზე.
ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს და ფულს, მიანდეთ თქვენი უსაფრთხოება ჩვენს გამოცდილ პერსონალს და მოგვეცით საშუალება ვიზრუნოთ თქვენს ტრანსპორტზე. მოინახულეთ ჩვენი ავტომობილით ყველა ღირსშესანიშნაობები, ან გამეგზავრეთ საქმიან შეხვედრებზე, უდარდელად.
ჩვენი მაღალი ხარისხის მომსახურების საშუალებით, ადგილები, რომლების ნახვასაც გეგმავთ მოგეჩვენებათ უფრო მიმზიდველი, ასევე, შეძლებთ უფრო მარტივად მიაგნოთ მათ, რადგან ნანიკო გთავაზობთ:
ყველა მოდელის და კლასის ავტომანქანებს,
ყველაზე მისაღებ ფასებს,
აქსესუარებს (როგორიცაა: ზედა საბარგული, ჯპს ნავიგაცია, ბავშვის სავარძლები…)
მარტივ და მოსახერხებელ ქირავნობას ტელეფონით ან ინტერნეტით,
კვალიფიციურ პერსონალს და მათ მხარდაჭერას მოგზაურობის ბოლომდე,
მანქანის ქირავნობა ნიდერლანდებში, კომპანია ნანიკო, თქვენს დასვენებას უფრო სასიამოვნოს გახდის, ხოლო მგზავრობას უფრო უსაფრთხოს.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »