contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების დაქირავება მაიამიში, ფლორიდა Naniko-საგან

მაიამი გთავაზობთ გართობის უამრავ საშუალებას. დღის განმავლობაში თქვენ გეძლევათ საშუალება მიიღოთ მზის აბაზანები ულამაზეს მაიამი ბიჩის პლიაჟებზე, საღამოს კი გაისეირნოთ არტ დეკოს  ულამაზეს რაიონში, სადაც მხიარული დროსტარება არასოდეს მთავრდება. თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ლათინურ და კუბურ მუსიკალურ რიტმებს, ჰაუსს ან ტექნოს, მაიამის გასართობ ცენტრებში, თქვენ იპოვით ყველაფერს!

შეუკვეთეთ ავტომობილების დაქირავება დაბალ ფასად მაიამიში Naniko-საგან და გახდით მაიამის სამყაროს წევრი.

სერვისი ფასი – ავტომანქანის დაქირავება მაიამიში – მოიცავს შემდეგს: შეუზღუდავი კილომეტრაჟი, დაზღვევა, ადგილობრივი გადასახადები, ტექნიკური დახმარება მანქანის დაზიანების შემთხვევაში.

  • ერთი დღის ქირავნობის პერიოდი – 24 საათი
  • მანქანის დაბრუნება არ არის აუცილებელი იმ ადგილზე საიდანაც აიყვანეთ, შესაძლებელია დაბრუნება სხვა ნებისმიერ ადგილზე
  • თუ შეიქმნა იმის საჭიროება, რომ გააგრძელოთ კონტრაქტი, თქვენ უნდა მიბრძანდეთ აუცილებლად ოფისში. დამატებული დღეების ღირებულება იქნება იგივე ტარიფით, რაც გქონდათ მანამდე.
  • თუ თქვენ გადაწყვიტეთ წინასწარ ავტომანქანის დაბრუნება, გამოუყენებელი დღეების ღირებულება არ ანაზღაურდება
  • თქვენი ჯავშნის დასტური მოგივათ ვაუჩერის სახით ელექტრონულ ფოსტაზე
  • ჩვენი ავტოპარკის განახლება ხშირად ხდება, იმისათვის რომ კლიენტებს შევთავაზოთ უფრო ფართე არჩევანი
  • ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ მომხმარებელი სასურველი კლასის, მოდელის და ფერის ავტომანქანით
  • მანქანის დაზიანების შემთხვევაში, პირველ რიგში თქვენ უნდა შეატყობინოთ მენეჯერს, მიმართეთ იმ ნომერზე, რომელიც აღნიშნულია კონტრაქტზე. მენეჯერი უზრუნველყოფს თქვენთვის ავტომანქანის მოწოდებას, რომელიც იქნება იგივე კლასის ან უფრო მაღალი კლასის მანქანა.

არ მოგერიდოთ და დაუკავშირდით ნებისმიერი პრობლემის დროს კომპანია Naniko-ს მაიამიში!

უზარმაზარი პლიაჟები, ღამის კლუბები, მუზეუმები, პარკები და ზოოპარკები ეს ყველაფერი შეგიძლიათ მაიამიში, ფლორიდას ყველაზე განთქმულ ქალაქში.

აქ იქნა გადაღებული კინოსამყაროს ცნობილი ფილმები: „Scar face”  და სხვა მრავალი. ამ კინოს პოპულარულობის შედეგი იყო ის, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ეკრანებზე, მაიამის უმრავი ტურისტი მოაწყდა. ერთის მხრივ სახიფათო და მეორეს მხრივ საინტერესო გახდა იმ ქალაქში სტუმრობა, სადაც კორუფცია და დანაშაული იდგამდა ფეხს.

რა თქმა უნდა, მაიამი იმაზე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ფილმებშია ნაჩვენები. პლიაჟები და ღამის ცხოვრება მისი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არა ყველაფერი. მაგალითად არის South Beach Art Deco District , როგორც ერთ-ერთი ყველაზე გლამურული უბანი მთელს მსოფლიოში. იცით თუ არა, რომ მაიამიში არის დიდი რაოდენობის პარკები და ზოოპარკები? ევერგლეიდსის ნაციონალური პარკი, მაიამის ზოოპარკი, მაიამის ოკეანერიუმი, სადაც შესაძლებელია დელფინებთან ერთად ცურვა.