contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


Аренда автомобиля от Naniko – Аэропорт Осло

ხელმისაწვდომი ფასებისა და მთელი რიგი დამატებითი მომსახურების გარდა Naniko გთავაზობთ სასიამოვნო მოგზაურობას ზედმეტი პრობლემების გარეშე: გარანტირებული და უსაფრთხო მგზავრობა, მაქსიმალური ინფორმირებულობა ნებისმიერ საკითხზე თქვენი ონლაინ ოპერატორისაგან და მანქანის მიღების შესაძლებლობა თქვენთვის სასურველ ადგილზე.

შემიძლია თუ არა ვიყო დარწმუნებული, რომ ჩემს მიერ Naniko-ს ავტო პარკიდან შერჩეულ კონკრეტულ ავტომანქანას მივიღებ ოსლოს აეროპორტში?

თუ თქვენ შერჩეული გაქვთ მანქანის კონკრეტული მოდელი და თქვენი ჯავშანი დადასტურდა, სისტემა ავტომატურად მიუწვდომელს ხდის ამ სპეციფიურ მოდელს სხვა რეზერვაციისათვის. ასე რომ, თქვენ მიიღებთ ზუსტად იმ მანქანის მოდელს, რომლის ჯავშანიც დაგიდასტურდათ. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე შეიცვლება, ამის შესახებ რა თქმა უნდა წინასწარ იქნებით ინფორმირებული.

  • რა უნდა გადაიხადოთ დამატებითი მძღოლის დასარეგისტრირებელად?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და რა სეზონზე მოგზაურობთ. რიგ შემთხვევებში ამისათვის შეიძლება მოგიწიოთ დამატებითი გადასახადის გადახდა – რაც დღეში რამდენიმე დოლარია. ონლაინ დაჯავშნისას ამ ოპციის მონიშვნის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ზუსტ ინფორმაციას დაქირავების ვადის დაწყებამდე ამ სერვისის შესაბამისი მოთხოვნების შესახებ.

  • რა უნდა გადაიხადოთ ზამთრის საბურავების, თხილამურების დასამაგრებლის და უსაფრთხოების ჯაჭვების საჭიროების შემთხვევაში?

ზამთრის საბურავები, თხილამურების დასამაგრებელი და უსაფრთხოების ჯაჭვები წარმოადგენს დამატებით სერვისს და შესაბამისად მათი საფასური დაქირავების ღირებულებაში არ შედის. ეს განისაზღვრება თქვენი ხელშეკრულებით და ამ სერვისისათვის გადახდა მოხდება მანქანის მიღების მომენტში.

გააკეთეთ სწორი არჩევანი თქვენთვის და თქვენი ახლობლებისათვის – დაიქირავეთ მანქანა Naniko-საგან ოსლოს აეროპორტში!

ოსლოს გარდერმოენის აეროპორტი ნორვეგიის ხალხმრავალ დედაქალაქში მდებარეობს. იგი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი საერთაშორისო აეროპორტია, რომლითაც უთვალავი მგზავრი, წელიწადში დაახლოებით 22 მილიონი ადამიანი სარგებლობს. გარდერმოენი 100-ზე მეტ საერთაშორისო და 28 შიდა ფრენას ემსახურება. იგი მოიცავს გამგზავრებისა და ჩამოფრენის ტერმინალებს, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ფრენებისათვის.

  • აეროპორტის მომსახურებები

როგორც ევროპის ერთერთი ყველაზე დიდი და დატვირთული აეროპორტი, გარდერმოენი სატრანზიტო მგზავრებს მაღალი ხარისხის მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს. ბუტიკები და თავისუფალი ვაჭრობის ზონის მაღაზიები, სწრაფი კვების ობიექტები, რესტორნები და კაფეები შიდა და საერთაშორისო ჩამოფრენის ზონებს შორის არის განლაგებული.