contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება ოსლოში

ოსლო – უძველესი ქალაქი, რომელიც მდებარეობს ოსლოს ფიორდის სანაპიროზე. ქალაქი დაარსდა ვიკინგების მიერ მეთერთმეტე საუკუნეში. დღეისათვის ოსლო წარმოადგენს ნორვეგიის დედაქალაქს და ქვეყნის ყველაზე მეტად დასახლებულ ქალაქს.

ქალაქი ქვეყნის მთავარი ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ინდუსტრიული ღერძია. ის თამაშობს საზღვაო ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანეს როლს არა მარტო ნორვეგიისათვის, არამედ მთელი ევროპისათვის. აქ მდებარეობს ნობელის პრემიის შტაბი.
ქალაქი ხასიათდება ძალიან საინტერესო ადგილმდებარეობით, მას გარს არტყამს 343 ტბა და 40 კუნძული. ზოგი ქუჩა პირდაპირ ზღვაში, ტყეში არის შეჭრილი.

ოსლო უმშვენიერესი ქალაქი, დიდებული და დაუვიწყარია აქ სტუმრობა წელიწადის ნებისმიერ დროს. მდიდარია მწვანე პარკებით და სხვადსხვა სახის ღირსშესანიშნაობებით. მთავარი ქუჩა არის კარლ იუხანის სახელობის. ეს არის საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ზამთრის პერიოდში ყოველთვის ხდება საციგურაო მოედანი.
დიდი რაოდენობის ღირშესანიშნაობები, რომლებიც მიმზიდველს ხდიან ქალაქს: სამეფო სასახლე, პარლამენტი, ქალაქის კოშკი, სადაც იმართება ყოველწლიურად ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონია.
მანქანების გაქირავების კომპანია Naniko გთავაზობთ სერვისს: მანქანების დაქირავება ოსლოში.
ჩვენს ავტოპარკში თქვენ შეძლებთ თქვენი მოგზაურობისათვის შესაფერისი მანქანის არჩევას. სხვადსხვა კლასისა და წარმოების მანქანები თქვენს განკარგულებაშია.

მანქანის დაქირავება ჩვენი კომპანიისაგან ეს არის თქვენი საუკეთესო არჩევანი კომფორტული და დაზღვეული მოგზაურობისათვის.

თქვენ არ მოგიწევთ არანაირი დამატებითი გადასახადების გადახდა. მანქანების დაქირავების ფასში შესული იქნება დაზღვევა და დ.ღ.გ. და ასევე ყველა ადგილობრივი გადასახადი.
თქვენ გელით დაუვიწყარი თავგადასავალი ჩვენ კომპანიასთან ერთად.