contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება პალერმოში

დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა თბილ და მზიან პალერმოში, გაილამაზეთ დასვენება ეგზოტიკურ ატრაქციონებსა და მზიანი სანაპიროებზე.
პალერმოს აეროპორტი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 32 კილომეტრში, იგი არის ყველაზე გადატვირთული ქვეყნის მაშტაბით, სხვადასხვა ავიაკომპანიები დღის განმავლობაში ასრულებენ რამოდენიმე რეისს, ფრენის გრაფიკი თითქმის არ ირღვევა, იმდენად მოწესრიგებულია სისტემა.

Naniko Car Rental in Palermo

მგზავრების კომფორტული გადაადგილებისა და დროის ეკონომიის მიზნით აეროპორტში არის პატარა მატარებლები. თბილი და მყუდრო გარემო მგზავრების განწყობაზე ძალიან დადებითად მოქმედებს. შეიგრძენით იტალიის სული, აქ ყველა პოზიტიურ განწყობაზეა, შეუერთდით მათ, დატკბით პალერმოს ეგზოტიკური, ყვითელ ქვიშიანი სანაპიროებით. აქვე შეგიძლიათ ისადილოთ და დააგემოვნოთ ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები, რომელიც მზადდება ტრადიციული იტალიური რეცეპტებით.
თუ თქვენ გიყვართ ღამის ცხოვრება და ხმაურიანი კლუბები, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს თქვენი ქალაქია, აქ ბევრი თანამედროვე კაფეა, ხმაურიანი კლუბები ღია ცის ქვეშ ასევე მრავლადაა.
ბოლო წლების განმავლობაში შესამჩნევლად ამაღლდა პალერმოს ეკონომიკური დონე, რაც ხელს უწყობს ახალი საწარმოებისა და დარგების განვითარებას. ქალაქი გადაიქცა ერთერთ ყველაზე მონახულებად კუთხედ მთელს ევროპაში.
ჩახვედით რა პალერმოში გირჩევთ არ იწვალოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და იქირაოთ მანქანა ავტოგაქირავების კომპანიაში Naniko, თქვენი არჩევანი იქნება გამართლებული, რადგან ეს კომპანია მთლიანად იზრუნებს, რომ თქვენ კიდევ უფრო გაილამაზოთ თქვენი მოგზაურობა. ჩვენი კაბრიოლეტები კიდევ უფრო გაამძაფრებენ დადებით ემოციებს, დაბალი ფასები, მაღალი კლასის მოდელები, 24 საათიანი უმაღლესი დონის სერვისი, თანამშრომლების მუდმივი მხარდაჭერა ნებისმიერ სიტუაციაში შეგიქმნით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
კომპანია Naniko მოგიყვანთ მანქანას თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას, შეგიძლიათ არ იფიქროთ დამატებით ხარჯებზე, ყველა მოსაკრებელი და დაზღვევა შესულია ავტომანქანის ღირებულებაში.
გაემგზავრეთ პალერმოში და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები.