contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების დაქირავება საკრამენტოში და საუკეთესო წინადადებები Naniko-საგან

კალიფორნიის დედაქალაქს ამერიკელები Old Sac-ს უწოდებენ. საკრამენტოს ატმოსფერო შორეულ დასავლეთს მოგაგონებთ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ქუჩები ვიქტორიანული არქიტექტურის სტილშია წარმოდგენილი. ქალაქისათვის დამახასიათებელია მედიტერანეული კლიმატი, ასევე ცხოვრების მაღალი დონე. აქ ყოველწლიურად მრავალი კულტურული ღონისძიება ტარდება, მათ შორის არის ასევე ფრანგული კინოს ფესტივალი, რომელიც მრავალ ვიზიტორს იზიდავს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ავტომანქანების დაქირავება საკრამენტოში – თქვენთვის სასურველი ტრანსპორტი!

ავტომობილების დაქირავება საკრამენტოში – ეწვიეთ ქალაქ საკრამენტოს კომპანია Naniko-საგან დაქირავებული მანქანით და უზრუნველვყავით თქვენი ქალაქში გადაადგილების დამოუკიდებლობა.

  • ონლაინ-რეზერვაციის მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი სისტემა
  • საუკეთესო ფასები, რომლებიც მოიცავს ყველა ხარჯს, მათ შორის დაზღვევას
  • მრავალფეროვანი ავტოპარკი
  • საჭირო დამატებითი აქსესუარების ფართო სპექტრი
  • მობილური ოპერატორების 24-საათიანი სერვისი
  • მეგობრული თანამშრომლები და ეფექტური ტექნიკური ჯგუფი

მანქანების გაქირავება საკრამენტოში – საუკეთესო სერვისი თქვენთვის!

საკრამენტოში ფუნქციონირებს მეტროს ორი ხაზი, რომლებსაც ტურისტები ხშირად ამჯობინებენ მანქანის დაქირავებას.

ტურისტების ინტერესს ქალაქისადმი იწვევს მისი მდიდარი ისტორიული წარსული. აქ არის რამდენიმე მუზეუმი, რომლებშიც შეგიძლიათ თვალნათლივ გაეცნოთ ქალაქის და რეგიონის ისტორიას. ესენია კალიფორნიის ისტორიული მუზეუმი და ეროვნული რკინიგზისა და მრეწველობის მუზეუმი.

კომპანია Naniko-ს ავტოგაქირავების სერვისით სარგებლობა საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას გააკეთოთ ექსკურსიები მთელი რეგიონის მასშტაბით.

ქალაქი 1848 წელს დაარსდა ჯონ სატერ უმცროსის მიერ, ცნობილი ოქროსმაძიებლების ეპოქაში. დღესდღეობით ის წარმოადგენს ერთერთ მნიშვნელოვან ცენტრს  ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის, ასევე  სარკინიგზო, სამდინარო და ტრანსკონტინენტური ტრანსპორტის მიმოსვლის თვალსაზრისით.

მისი ფართობი დაახლოებით 249 კმ ²-ს მოიცავს და მდებარეობს მდინარე საკრამენტოს და ამერიკული მდინარის შესართავთან, სადაც განთავსებულია დიდი პორტი, რომელიც სიასანის არხს უკავშირდება.

მრავალი წლების განმავლობაში ქალაქი დასახლებული იყო ინდო ამერიკული ტომებით, როგორებიც არიან  მივოკი, მაიდუ და Shonommey, თუმცა მათი შთამომავლების რაოდენობა დღეისათვის ქალაქში ძალიან მცირეა.

ყველაზე მომხიბლავი მაინც ძველი საკრამენტოა, რომელიც მდინარესა და ქალაქის თანამედროვე ნაწილს შორის მდებარეობს. აქ უამრავი ისტორიული შენობა, მაღაზია, რესტორანი და  მუზეუმია.

საინტერესო იქნება ეწვიოთ ძველი სკოლის შენობას, რომელიც მხოლოდ ერთი ოთახისაგან შედგება და მე-19 საუკუნის კალიფორნიული სკოლის ტიპიურ ნიმუშს წარმოადგენს. ასევე მოსანახულებლად ღირს Eagle-ს თეატრი, Pony Express-ის ძეგლი, რომელის თავის კვალს ტოვებს ფოსტის ისტორიაში ქალაქიდან 3163-კმ-ის მოშორებით ვიდრე სან ხოსემდე. მოინახულეთ ასევე ტრანსკონტინენტური რკინიგზის ინჟინერის – თეოდორ იუდას მემორიალური ქანდაკება.

მანქანების დაქირავება საკრამენტოში  – რა თქმა უნდა  ეწვიოთ ასევე კალიფორნიის შტატის კაპიტოლიუმს, რომელიც  განთავსებულია უზარმაზარ პარკში და წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ლამაზ შენობას მთელს კალიფორნიაში.