contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება სან-ფრანცისკოში ყველაზე დაბალ ფასად კომპანია Naniko-საგან

ალბათ გინახავთ ჰოლივუდური ბლოკბასტერები, წაგიკითხავთ ცნობილი ამერიკელი მწერლების ბესტსელერები, დრო გაგიყვანიათ სხვადასხვა მუსიკალური ან ვიდეო-თამაშებით. რის შესახებ მოგვითხრობენ ისინი? რა თქმა უნდა ქალაქ სან-ფრანცისკოს შესახებ!

თუ ბილეთები სან-ფრანცისკოს მიმართულებით უკვე დაჯავშნილი გაქვთ და თქვენი იქაური ვიზიტის დაგეგმვის პროცესში ხართ, არ გაუშვათ შანსი გამოიყენოთ შესაძლებლობა და გაემგზავროთ ცნობილ სან-ფრანცისკოს მთებში, სადაც მოხვედრის ყველაზე მარტივი გზა საკუთარი მანქანაა.

მანქანის დაქირავება სან-ფრანცისკოში – გზა დაუვიწყარი მოგზაურობისაკენ!

კომპანია Naniko-საგან შეძენილი –  მანქანების გაქირავება სან-ფრანცისკოში ყველაზე რეალური გარანტიაა იმისა, რომ საუკეთესო გზით ეწვიოთ სან-ფრანცისკოს ყველაზე ლამაზ ადგილებს!

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ ქალაქის სატრანსპორტო სისტემასთან ადაპტირებაში.

ავტომობილის დაქირავებისას სან-ფრანცისკოში მედლის ორივე მხარე უნდა იქონიოთ მხედველობაში.  რა თქმა უნდა თქვენი დანიშნულების ადგილზე ჩასვლის პირველი 12 საათი თქვენ ასე წარმოგიდგენიათ: დაჯდებით ნაქირავები ავტომობილის საჭესთან და მოივლით ქალაქის აღმართსა თუ დაღმართს, დატკბებით აქაური ზღვის ხედებით. რა თქმა უნდა ეს შესანიშნავი ვარიანტია, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ქალაქის გზების აბსოლუტური უმეტესობა ცალმხრივი მიმართულებისაა და საკმარისია მცირედ მოდუნდეთ და რაიმე გამოგრჩეთ, რომ ქალაქის მეორე ბოლოში აღმოჩნდებით.

ავტომანქანების დაქირავება სან-ფრანცისკოში ყველაზე დაბალ ფასად!

Naniko.com-ის სწრაფი ძებნის სისტემა გაძლევთ საშუალებას დაზოგოთ თქვენი დრო და ფინანსები და იპოვოთ თქვენთვის საჭირო მანქანა თქვენი გადაადგილებისათვის სან-ფრანცისკოში.

გაითვალისწინეთ, რომ ვალდებული ხართ თან იქონიოთ:

  • საერთაშორისო მართვის მოწმობა
  • დაქირავების მოწმობა
  • მანქანის დაზღვევა
  • მოქმედი პასპორტი

თუ მანქანის მართვას აპირებთ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ალკოჰოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ტოლერანტობა თქვენს მიმართ ნულის ტოლი იქნება.

ქალაქში საერთო ჯამში პარკირების საკმაოდ რთული საათობრივი ტრაფიკი მოქმედებს. ყველა შემთხვევაში ქალაქის ცენტრში პარკირება საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, ამიტომ მანქანის დასაყენებლად უმჯობესია აირჩიოთ გარაჟები ან ცენტრიდან მოშორებული ადგილები და გამოიყენოთ საკმაოდ ეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

სან-ფრანცისკო რა თქმა უნდა გამოირჩევა ღირსშესანიშნაობათა სიუხვით.

ქალაქის ქუჩები გთავაზობთ ვიქტორიანული არქიტექტურის მომხიბლავ ნიმუშებს, რომელიც ერწყმის ავანგარდულ კონსტრუქციებს ლამაზი პეიზაჟებით და სცენური გარემოთი.

ერთერთი ყველაზე შესანიშნავი და დასამახსოვრებელი ადგილია ჩინათაუნი თავისი უნიკალური ფოლკლორითა და არქიტექტურით, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ზონებს შორის. როცა აქაური დრაკონის კარის ზღურბლს გადააბიჯებთ ისეთი შეგრძნება გრჩებათ, თითქოს კინოში მოხვდით.

გოლდენ გეით ბრიჯის პანორამა თავისუფლების ძლიერ განცდას უქმნის მნახველს, განსაკუთრებით საღამოს, როცა ეს ფარნებით განათებული დაკიდული ხიდი მაგიურ ატმოსფეროს ქმნის.

ალბათ არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე ეს გოლდენ გეით ბრიჯის პარკია!  ეს არის შესანიშნავი დაცული ტერიტორია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა მემორიალური მუზეუმი, ისტორიული მუზეუმი, იაპონური ჩაის ბაღი ასევე სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობა ბუნებრივ სივრცეში.