contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილის დაქირავება ტირანაში დაბალ ფასად კომპანია Naniko-საგან

ნება მოგვეცით შემოგთავაზოთ ტრანსპორტირების საუკეთესო საშუალება, რომლითაც შეძლებთ ალბანეთის დედაქალაქის დამოუკიდებლად დათვალიერებას. კომფორტული მანქანა და დაბალი ფასი, უფრო მეტი თავისუფალი დრო და მეტი შესაძლებლობები.

ავტომობილის დაქირავება ტირანაში – ქალაქის დათვალიერების საუკეთესო საშუალება!

Naniko-ს ავტომანქანების ფასების ჩამონათვალში, თქვენ აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ მანქანას დაქირავებისათვის:

  • ეკონომ კლასის მანქანები
  • სტანდარტული სედანი
  • მინივენი
  • მაღალი გამავლობის ავტომობილი, SUV
  • კაბრიოლეტი

წარსულიდან მომავალში კვალდაკვალ კომპანია Naniko-ს ავტო დაქირავებასთან ერთად!

ტირანა, ალბანეთის დედაქალაქი

ტირანა 1920 წლიდან საკმაოდ კომპაქტურად დასახლებული ქალაქია. ტურისტების უმრავლესობა ქალაქის დათვალიერებას იწყებს სკენდერბერგის მოედნიდან, რომელიც ქალაქის ცენტრშია. აღმოსავლეთით აღმართულია მთა ტაჯთი, რომლის სიმაღლეა 1613 მეტრი.

ის, რაც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს სტუმრებზე, არის მოსახლეობის შრომისუნარიანობა და შრომის უდიდესი სურვილი. სამსახურის პოვნის უფრო დიდი შანსი აქვთ ახალგაზრდებს, თუმცაღა ასაკოვანი ხალხისათვისაც მოიძებნება სამუშაო ადგილები.

ტირანაში ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქალაქის ყოფილი სიმბოლო -პირამიდები, რომლებიც დღეისათვის ბავშვებისა და უფროსებისათვის გასართობ ადგილს წარმოადგენს.

ტირანაში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში ზოგადად გარემო არ არის იდენტური: ქალაქის ერთ ნაწილში შეიძლება შეხვდეთ დანგრეულ გზებს და მეორე ნაწილში კი, სრულიად იდეალურ მდგომარეობაში მყოფ გზებს. ჩნდება უცნაური შეგრძნება: თითქოს თქვენ მოგზაურობთ წარსულში, რომელიც ერწყმის ჰარმონიულად აწმყოსა და მომავალს.

თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა:- რა არის მოსანახულებელი ტირანაში? თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები, ნაციონალური ისტორიული მუზეუმი, რომელიც მოიცავს 15 სართულს, ეს მუზეუმი არის გამორჩეული იმითაც, რომ არის ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა. შენობის ფასადი მოპირკეთებულია მოზაიკური ნაკეთობით.

ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს კულტურის სასახლე, სადაც განთავსებულია თეატრი, რესტორანი, რამდენიმე კაფე და ხელოვნების გალერეა. ეს მონუმენტური არქიტექტურის მქონე შენობა საბჭოთა ეპოქისაა.