contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება კომპანია Naniko-საგან საუკეთესო ფასად – პრაღის ვაცლავ ჰაველის აეროპორტში

სხვადასხვა საიტებზე შემოთავაზებულ საძიებო სისტემებში შეგიძლიათ მოიძიოთ და ერთმანეთს შეადაროთ მანქანების გაქირავების კომპანიების ფასები, რომლებიც თავიანთ სერვისს გთავაზობენ პრაღის აეროპორტში, ანდა პირდაპირ ენდოთ ჩვენს სისტემას, რომელიც აგაცილებთ ძიების ამ მოსაბეზრებელ პროცესს და გთავაზობთ სერვისს საუკეთესო ფასად.

ავტო დაქირავების მაქსიმალური კომფორტულობისათვის პრაღის აეროპორტში, Naniko გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

  • მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეთ ავტოგასამართი სადგურის მდებარეობა იმ ადგილის მახლობლად, სადაც აპირებთ მანქანის ჩაბარებას დაქირავების ვადის ბოლოს.
  • სანამ პარკინგის ადგილს დატოვებთ გაეცანით მანქანის კონტროლის სისტემას.
  • მანქანის მიღებისას კარგად დაათვალიერეთ ის შიგნიდან და გარედან და თუ რაიმე დაზიანებას აღმოაჩენთ, აცნობეთ ჩვენს წარმომადგენელს.
  • ჩვენი კომპანია უსასყიდლოდ მოგაწვდით საგზაო რუკას
  • უმჯობესია, რომ ავტომობილი ყოველთვის დატოვოთ დაცულ ავტოსადგომზე

დატკბით Naniko-საგან დაქირავებული ავტომანქანით მოგზაურობით პრაღის ულამაზეს ქუჩებში!

პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტი გაიხსნა 1937 წელს. ქალაქთან სიახლოვის თვალსაზრისით აეროპორტს ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა აქვს. მგზავრთა მზარდი მოთხოვნისა და სამგზავრო მიმოსვლის ზრდის გამო აეროპორტს შესაძლოა დასჭირდეს გაფართოება, რაც ადვილი შესაძლებელი იქნება იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მას გარს აკრავს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. აეროპორტი წარმოადგენს ტრანსევროპული აეროპორტების ცენტრს.

აეროპორტს სულ 3 ტერმინალი აქვს: 1 და 2 საერთაშორისო და შიდა ფრენებისათვის და 3 ტერმინალი კი ძირითადი საავიაციო და კომერციული ფრენებისათვის. ტერმინალების ურთიერთკავშირი ხორციელდება მიკროავტობუსების ან ტაქსის სერვისით. შენგენის ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასულ ფრენებს მეორე ტერმინალი იღებს, მაშინ როცა ყველა სხვა ქვეყნის თვითმფრინავები აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით პირველ ტერმინალზე ჯდება, რომელიც 2006 წელს გაიხსნა.

ზამთრის თვეებში ზოგჯერ შეიძლება თოვლმა გამოიწვიოს ტერმინალების დახურვა და შესაბამისად ფრენების შეფერხება. თუმცა დიდთოვლობის გამო აქაურობა შეიძლება მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში დაიხუროს.

ევროპის მიმართულებით ფრენებზე აქ გამგზავრებამდე ორი საათით ადრე უნდა დარეგისტრირდეთ.

პრაღის აეროპორტიდან მგზავრობისას შესაძლებელია სარგებლობა ბარგის შეფუთვის სერვისით. პოლიეთილენში შეფუთვა დაიცავს თქვენს ბარგს გახსნის ან დაზიანებისაგან ტრანსპორტირების დროს.