contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




Naniko – გამოხმაურება

დენისი, რუსეთი, მოსკოვი
ბრწყინვალე კომპანიაა! მიუხედავად იმისა, რომ არ მჩვევია კომპანიების ქება-დიდება, Naniko ამას ნამდვილად იმსახურებს. მე მივლინებით ვიმყოფებოდი სომხეთში და განწირული ვიყავი მომაბეზრებელი და დამღლელი მოგზაურობებისთვის, არა მარტო სომხეთში არამედ საქართველოშიც კი, რაც ძალიან შემიმსუბუქა Naniko-მ. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც აქვს ოფისი, როგორც სომხეთში ასავე საქართველოში, არ ითხოვს თანხას საზღვრის ყოველ გადაკვეთაზე და არ ბერავს მომსახურების ფასებს. ძალიან დიდი მადლობა ჩემი 1 თვიანი მივლინების შემსუბუქებისათვის.

ანდრია სამოხინი, კიევი უკრაინა

დიდი ჯგუფით ვისვენებდით საქართველოში. ვიქირავეთ ჯიპი Land Rover Discovery 2. მოვიარეთ საქართველოს მთიანი რეგიონი-სვანეთი. ყველას ვურჩევ ამ კუთხეში მოგზაურობას. მესტიის და უშგულის მთიანი თვალწარმტაცი ხედები მოგეწონებათ. მაგრამ სიფრთხილე გმართებთ! საიმედო ტრანსპორტი დაგჭირდებათ, რადგან ასფალტირებული გზები აქეთ არ არსებობს და გზა სერპანტინულად ადის ზევით. ითანამშრომლეთ მანქანების გაქირავების კომპანია ნანიკოსთან. ესეთი ექსტრემალური თავგადასავლისთვის ხარისხი და სანდო მანქანა მთავარი პირობაა.

მარინა, სატაროვი, რუსეთი

მაისში დაქალებთან ვიყავით საქართველოში. გადავწყვიტეთ მანქანით მოგვევლო იქაურობა. ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა გვირჩიეს გაქირავების კომპანია ნანიკო. მართლაც, კომპანია საკმაოდ სოლიდური აღმოჩნდა. ნახევარი საათის განმავლობაში გაგვიფორმეს კონტრაქტი, უფასოდ მოგვცეს ნავიგატორი და დავიწყეთ ჩვენი მოგზაურობა: დავათვალიერეთ კახეთი, დავით გარეჯის უდაბნოშიც ვიყავით- ყველას ვურჩევთ ამ გამოქვაბულების სამონასტრო კომპლექსის ნახვას, ძალიან შთამბეჭდავია. სხვა ღირშესანიშნაობებიც დავათვალიერეთ: ანანური, ყაზბეგი. უამრავი მოგონებები დაგვრჩა. საქართველო მაგარი ადგილია! აქ ბევრი მყუდრო სასტუმროა და გესტჰაუზი!

ვაცლავი, კრაკოვი, პოლონეთი

მე და ჩემს მეუღლეს დიდი ხანი გვინდოდა კახეთის დათვალიერება, სიყვარულის ქალაქში-სიღნაღში გასეირნება, წმინდა ნინოს ადგილების მონახულება, ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგია შეგვესწავლა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა კახეთის სხვადასხავა ქალაქში თუ სოფელში-ღვინის სამყაროს ქვეყანაში! ავტომობილი კომპანია Naniko-სგან ავიყვანეთ. შესანიშნავი მოგზაურობა გამოგვივიდა. კომპანიას ავტომანქანების ფართო არჩევანი აქვს, ყველას ვურჩევ ჯიპის ქირაობას, თუ კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ნახვა გსურთ. ევროპული დონის მომსახურება და მაღალი ხარისხი.

ნურიელი სორენდსონი, ბერშევა, იზრაელი

უმაგრესი ქვეყანა, მაგარი ღამის კლუბები და დისკოტეკები. განსაკუთრებით ყველას ვურჩევ გართობას შარდენის ქუჩაზე თბილისში და ბათუმის კლუბებში „პაპილა“ და „არენა“! მოვიხიბლეთ! მანქანას კომპანია ნანიკო შეგირჩევთ. ჩვენ აეროპორტშივე გველოდებოდა მანქანა! გაისად ისევ ვაპირებთ აქ ჩამოსვლას. მე და ჩემს მეგობრებს მოგვეწონათ. პროვინციაში ცუდი გზებია, მაგრამ მთლიანობაში დადებითი ემოციები დაგვრჩა.

იანა, ლენა, სვეტა, ეკატერინგურგი, რუსეთი

ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა მანქანის აყვანა ნანიკოსგან. ზაფხულის სეზონში მანქანის მაცივარიც არ იქნება ურიგო, რადგან ძალზედ ცხელა. ჩემი რჩევა: არ დაგავიწყდეთ კონდიციონერიანი მანქანა აირჩიოთ, ეს მნიშვნელოვანია. მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულად ლაპარაკობს. მანქანის ქირავნობა ძალიან მომგებიანია- შეგიძლიათ თითქმის მთელი ქვეყნის დათვალიერება, საექსკურსიო ტურები ბევრად უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ჩვენ კი მანქანა დღეში 59 $ დაგვიჯდა, პლიუს სასწვავი, არ მახსოვს რა ღირდა, ნანიკოს კომპანიამ ქვეყნის რუკები გადმოგვცა, და აგრეთვე გვირჩია ყველააზე საინტერესო ადგილები. გზაში ძალიან გულისხმიერი ხალხი

შეგვხდა, გვიხსნიდნენ გზა რომ შეგვეშალა. მოკლედ შვებულებამ კარგად ჩაიარა. ითანამშრომლეთ ნანიკოსთან!

კრასისლავი, ტრშინეცი, ჩეხეთი

არდადეგებზე საქართველოს ვეწვიეთ. მანქანა ინტერნეტით წინასწარ დავჯავშნეთ ქირავნობის კომპანია ნანიკოს საიტზე, შევაფასეთ ხარისხი-ფასი და ტურისტების გამოხმაურება ქირავნობის პირობებზე. მანქანების ფასები იწყება დაახლოებით 45 ევროდან დღეში. პატარა გაუგებრობა მოგვივიდა ნავიგატორთან მიმართებაში, მაგრამ კომპანიამ შუა მოგზაურობაში გამოგვიცვალა ის ახლით ნანიკოს სხვა ოფისში. ამ კომპანიის ნდობა შეიძლება!