contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




დაუვიწყარი დღეები საქართველოში

საქართველო უნიკალური ქვეყანაა.

გაგაოცებთ ისტორია, გეოგრაფია, კულტურა, ფოლკლორი და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა.
თუ თქვენ გადაწყვეტთ იმოგზაუროთ საქართველოში, შეიგრძნოთ ამ ქვეყნის სილამაზე და ბუნება, გაიცნოთ სრულიად უცხო და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვადასხვა კუთხის კულტურა და ცხოვრების სტილი.

იმოგზაურეთ ქვეყანაში, რომელსაც გულგრილად ვერ უვლიდნენ გვერდს ისეთი ცნობილი მოგზაურები და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ მარკო პოლო, დიუმა, პუშკინი, გრიბოედოვი და სხვები, რომლებიც ყველაზე საუკეთესო სიტყვებს უძღვნიდნენ საქართველოს.
ადრე არ არსებობდა გადაადგილების იმდენი საშუალება, რაც დღეისთვის ასე მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი.
ამიტომ, თუ თქვენ გადაწყვეტთ, იმოგზაუროთ, თქვენ დაგჭირდებათ მანქანა კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობისთვის.
კომფორტული მგზავრობისთვის თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერი მარკის და მოდელის მანქანა საქართველოში და ისარგებლოთ ამ მანქანის მომსახურებით როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

მანქანა საქართველოში სულ უფრო აუცილებელი ხდება და შესაბამისად მანქანის გაქირავების ბიზნესიც თანდათან ვითარდება.
სულ უფრო მეტი კომპანია სთავაზობს კლიენტებს ისეთ მომსახურებას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, გათვლილია მომხმარებლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე.
მომხმარებელს საშუალება ეძლევა იქირაოს მანქანა თბილისში, ქუთაისში და ბათუმში არსებულ საუკეთესო კომპანიაში. პარალელურად, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი მომსახურება. თუ თქვენ პირველად ხართ საქართველოში, არ იცით გზები, თქვენ მანქანასთან ერთად იქირავებთ GPS, ისარგებლებთ მძღოლის და გიდის მომსახურებით.
თქვენ საქართველოში ჩამოუსვლელად შეძლებთ მანქანის დაჯავშნას საუკეთესო კომპანიაში. ინტერნეტით შეძლებთ მოიძიოთ საუკეთესო კომპანია საუკეთესოთა შორის და თქვენ გეცოდინებათ, რა მანქანით იმოგზაურებთ, რათა გახადოთ თქვენთვის დაუვიწყარი საქართველოში გატარებული დღეები.