contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილების გაქირავება შონეფელდის აეროპორტში, ბერლინში

მოგზაურობის მოყვარულთ კარგად მოეხსენებათ მანქანის ქირაობის უპირატესობა და დადებითი მხარეები. თქვენ ამ კომფორტზე უარის თქმა არც შონეფელდის აეროპორტში მოგიწევთ. Naniko ცდილობს იყოს ყველგან, სადაც თქვენ მანქანის დაქირავება გჭირდებათ.

schonefeld - rent a car naniko

ავტომობილის დაქირავება – შეუზღუდავი კილომეტრაჟი და მოქნილი პირობები

კომპანია Naniko-ში მანქანის ქირაობით თქვენ გეძლევათ თქვენი გეგმების და იდეების შეუზღუდავად განხორციელების საშუალება. გარანტირებულია ჩვენს მიერ შემოთავაზებული ულიმიტო კილომეტრაჟი.
კომპანიის გამოცდილი და პროფესიონალი პერსონალი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში თქვენს განკარგულებაშია და გთავაზობთ ავტომობილების ფართო არჩევანს. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რაც გამოარჩევს კომპანიას სხვა კომპანიებისაგან. მოქნილი და კლიენტის საჭიროებებზე მორგებული პირობები, დაბალი ფასები და ხარისხზე ორიენტირებულობა განაპირობებს ჩვენს წარმატებას მსოფლიოს არაერთ ბაზარზე.

ბერლინი. სატრანსპორტო საშუალებები ბერლინში.

ბერლინი გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრია. ამავდროულად იგი გამოირჩევა ისტორიული ღირებულებითა და სანახაობათა სიმრავლით. თუ გადაწყვიტეთ რომ ესტუმროთ გერმანიის დედაქალაქს, ნამდვილად ბევრი გექნებათ სანახავი, რა თქმა უნდა თუ დრო ამის საშუალებას მოგცემთ და სურვილიც გექნებათ.
ბერლინს სატრანსპორტო საშუალებების სიმცირე არ ახასიათებს, პირიქით, აქ ჭარბობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ უფრო კომფორტული გადაადგილებისათვის შეგიძლიათ დაიქირავოთ ავტომობილი. ნუ შეშინდებით თუ ქალაქს კარგად არ იცნობთ და ნურც გზების შესწავლას დაუთმობთ დიდ დროს, ადგილობრივებიც კი, ქალაქში GPS ნავიგატორის დახმარებით გადაადგილდებიან.
იქირავეთ ავტომობილი და აღმოაჩინეთ ბერლინი Naniko-სთან ერთად.