contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ხდკ

თუ გენებათ დამატებითი კითხვები ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციასთან გაცნობის შემდეგ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ contact@naniko.com ან გამოიყენოთ კომუნიკაციის სხვა ხელმისაწვდომი და თქვენთვის ხელსაყრელი საშუალება.

აუცილებელი დოკუმენტაცია:

რა საბუთების წარმოდგენაა აუცილებლი ავტომობილის ქირაობისას?

ავტომობილის ქირაობისთვის აუცილებელია წარმოადგინოთ მოქმედი მართვის მოწმობა და პირადობის დამასდტურებელი დოკუმენტი.

სავალდებულოა თუ არა საერთაშორისო მართვის მოწმობა?

საერთაშორისო მართვის მოწმობის ქონა არ არის სავალდებულო თუ თქვენი ადგილობრივი დოკუმენტაცია შეიცავს ლათინურენოვან თარგმანს.

შესაძლებელია თუ არა ავტომობილის ქირაობა მართვის მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის გარეშე?

მიუხედავად იმისა სად ქირაობთ ავტომობილს თქვენ ვალდებული ხართ წარმოადგინოთ მართვის მოწმობის და პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ორივე დოკუმენტის წარმოდგენა ყოველთვის სავალდებულოა.

შესაძლებელია თუ არა ავტომობილის ქირაობა იმ შემთხვევაში თუ ჩემს მართვის ან პირადობის დამადასტურებელ მოწმობას მალე გაუვა მოქმედების ვადა?

მთავარია თქვენი დოკუმენტაცია იყოს მოქმედი ავტომობილის ქირაობის პერიოდში.

არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვები?

დამქირავებელი უნდა იყოს მინიმუმ 23 წლის (მაქსიმუმ 65), ავტომობილის მართვის 3 წლიანი გამოცდილებით.

დამატებითი სერვისები

ხელმისაწვდომია თუ არა დამატებითი მძღოლის სერვისი?

ყველა დამატებით მძღოლი აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ხელშეკრულებაში. კონტრაქტში დამატებითი მძღოლის ჩართვის ღირებულება და პირობები განისაზღვრება კონკრეტული ოფისით.

სთავაზობს თუ არა Naniko დამატებით სერვისს და აქსესუარებს საკუთარ მომხმარებელს?

დამატებითი სერვისის/აქსესუარის არჩევა ყოველთვის არის შესაძლებელი ავტომობილის ქირაობისას. ხელმისაწვდომი აქსესუარების ჩამონათვალი შეგიძიათ იხილოთ ვებ-გვერდზე ან ოფისში არსებულ კატალოგში.

ნებადართული თუ არა ცხოველების გადაყვანა?

ცხოველების გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ სპეციალური სატრანსპორტო გალიების გამოყენებით, სერვისის გამოყენების დამატებითი პირობები განისაზღვრება კონკრეტული ოფისით, კონკრეტული იჯარის ადგილას.

შესაძლებელია თუ არა ავტომობილის ქირაობა მძღოლთან ერთად და რა პირობებით?

ავტომობილის მძღოლთან ერთად ქირაობის სერვისი ხელმისაწვდომია ყველა ქვეყანაში სადაც წარმოდგენილია Naniko-ს მომსახურება. სერვისის მიწოდების პირობები განისაზღვრება კონკრეტული ოფისის მიერ.

შემიძლია თუ არა ნაქირავები ავტომობილის წაყვანა აეროპორტიდან?

თუ თქვენს მიერ მოთხოვნილ ადგილას ხელმისაწვდომი არის აეროპორტი კომპანია ყოველთვის სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს ადგილზე მიყვანის სერვისს.

გაითვალისწინეთ, ხელმისაწვდომი სერვისების რაოდენობა შესაძლოა იცვლებოდეს ოფისის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

არის თუ არა შეზღუდული გარბენი?

შეუზღუდავი გარბენი წარმოადგენს კომპანიის უცვლელ კონცეფციას მიუხედავად დისლოკაციის. სერვისი უფასოდ არის ჩართული ყველა ხელშეკრულებაში.

დაზღვევა

როგორია დაზღვევის პირობები?

სტანდარტული და დამატებითი დაზღვევის პირობები განისაზღვრება კონკრეტული სახელმწიფოს კანონმდებლობით. ყველა დაზღვევის პირობა ხელმისაწვდომია ლოკალურ ოფისში თქვენი იჯარის ადგილიდან გამომდინარე.

შესაძლებელია თუ არა 100% დაზღვევის შეძენა?

კომპანია ყოველთვის სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს სრული დაზღვევის სერვისს. სერვისი ფასი და პირობები დამოკიდებულია კონკრეტულ ოფისზე თქვენი იჯარის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

გადახდის მეთოდები

როგორია გადახდის მეთოდები?

კომპანია Naniko ყოველთვის სთავაზობს მომხმარებელს ძირითადი გადახდის მეთოდებს, რომლებიც ხელმისაწვდომია კონკრეტული იჯარის ადგილას. მათი მრავალფეროვნება შესაძლოა შეიცვალოს გამომდინარე კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკიდან.

შემიძლია თუ არა მესამე პირის ავტომობილის ქირის საფასურის გადახდა?

დიახ, თუ გადახდა ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით. თანხის ბარათით გადახდის შემთხვევაში აუცილებელია თვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენაც. გადახდის სხვა მეთოდების გამოყენების შემთხვევები განიხილება ლოკალური ოფისების მიერ.

რა ვალუტაში ხდება ქირის და დეპოზიტის გადახდა?

გადახდა ხორციელდება ნაციონალურ ვალუტაში. ფასის კონვერტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხორციელდება კონკრეტული ქვეყნის ნაციონალური ბანკის მიერ წარმოდგენელი გაცვლითი კურსის თანახმად, როგორც ქირის ასევე დეპოზიტის შემთხვევაში.

საიჯარო ხელშეკრულების დარღვევის პირობები

რა მოხდება თუ ავტომობილს დავაბრუნებ საწვავის ნაკლებობით?

საიჯარო ხელშეკრულებში მითითებული საწვავის რაოდენობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში მოგიწევთ შეუსაბამობის კომპენსირება კონტრაქტში მითითებული ტარიფის შესაბამისად.

რა მოხდება ავტომობილის დაგვინებით დაბრუნების შემთხვევაში?

ავტომობილის დაგვიანებით დაბრუნების შემთხვევა განიხილება კონკრეტული ოფისის მიერ კონკრეტულ ქვეყანაში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად. Naniko იძლევა 30 წუთიანი დაგვიანების უფლებას, მაგრამ ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ დამატებითი გადასახადი შეადგენს ავტომობილის დღიური ღირებულების საფასურს.

რა მოხდება თუ დავჯარიმდები ავტომობილის ქირაობის პერიოდში?

ავტომობილის ქირაობის პერიოდში მიღებული ჯარიმები წარმოადგენენ თქვენს პასუხისმგებლობას და მათი საფასური გადახდა თქვენვე მოგიწევთ. ჯარიმის მიღების შესახებ თქვენ გაცნობებთ პოლიცია ან თვითონ კომპანია Naniko.

ავტომობილის ონლაინ დაჯავშნა

როგორ გავიგო რომ ჩემი რეზერვაცია დადასტურდა?

ჯავშნის დადასტურების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ინვოისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სხვა აუცილებელ დეტალებთან ერთად.

შემიძლია თუ არა დადასტურებულ რეზერვაციაში ცვლილებების შეტანა?

დიახ, ცვლილებების შესატანად უნდა დაუკავშირდეთ რეზერვაციების დეპარტამენტის. რეზერვაციაში ცვლილებების შეტანის პირობები განისაზღვრება კონკრეტული ოფისის მეირ, კონკრეტულ სახელწიფოში.

შესაძლებელია თუ არა ქირის ხანგრძლივობის შეცვლა?

ქირის პერიოდთან დაკავშირებული ყველა საკითხი წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული რეზერვაციების დეპარტამენტთან. ქირის ხანგრძლივობაში ცვლილებების შეტანისას არსებული ფინანსური პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონტრაქტის პირობებით.

შემიძლია თუ არა ავტომობილის ღირებულების შემოწმება ვებ-გვერდზე, მისი რეზერვაციის გარეშე?

დიახ, საკმარისია მიუთითოთ სასურველი ავტომობილი, ქირის ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა და სისტემა ავტომატურად გიჩვენებთ ყველა ტარიფებს.

არის თუ არა შესაძლებელი იჯარის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება კომპანიის ვერ-გვერდზე?

იმისათვის რათა მომხმარებელს დარჩეს რაც შეიძლება ნაკლები შეკითხვა Naniko ყოველთვის წარმოადგენს მოკლე ინფომრაციას იჯარის ადგილთან დაკავშირებით კომპანიის ვებ-გვერდზე. ლოკაციის შესახებ მოკლე აღწერის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ „ადგილმდებარეობები“-ს განყოფილებას ჩვენს ვებ-გვერდზე.

რომელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არის აუცილებელი ადგილზე ავტომობილის აყვანისას, ონლაინ განხორციელებული რეზერვაციის დროს?

ადგილზე უნდა წარმოადგინოთ თქვენი მართვის, პირადობის მოწმობა და ასევე იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

შემიძლია თუ არა ავტომობილის დაჯავშნა სხვა სახელმწიფოში თუ ვიმყოფები კომპანიის ლოკალურ ვერ-გვერდზე?

დიახ, ჩვენი ვებ-გვერდები აბსოლუტურად უნივერსალურია და გაძლევთ წვდომას კომპანიის ყველა არსებულ ოფისებთან.

არის თუ არა რაიმე სახის გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომლებიც არ არის მითითებული ავტომობილის თავდაპირველ ფასში?

არა, წარმოდგენილი ფასები ყოველთვის საბოლოოა და მათში ცვლილების შეტანა ხორციელდება მხოლოდ მომხმარებელთან შეთანხმებით (თუ შეიცვლება იჯარის ხანგრძლივობა, დაემატება/მოაკლდება სერვისები/აქსესუარები და ა.შ.).

ზოგადი შეკითხვები

რა გარანტიებს იძლევა კომპანია კონკრეტული ავტომობილის მიღებაზე?

მიუხედავად ქვეყნისა Naniko ყოველთვის გაძლევთ გარანტიას შემდეგ პუნქტებზე:

  • ავტომობილის კლასი;
  • გადაცემათა კოლოფის ტიპი;
საერთოა თუ არა კონტრაქტის პირობები სხვადასხვა სახელმწიფოებში?

არა, რადგანაც სხვადასხვა სახელმწიფოებში მოქმედებს სხვადასხვა კანონმდებლობა და ავტომობილების ქირაობის სპეციფიკა, რომელთა გათვალისწინებისკენაც არის მოწოდებული კონტრაქტი. ხელშეკრულების მთავარი მიზანია დაიცვას თქვენი და კომპანიის ინტერესები.

როგორ მოვიქცე თუ ავტომობილი გამოვიდა მწყობრიდან?

თუ ავტომობილი გამოვიდა მწყობრიდან ტექნიკური გაუმართაობის გამო, მისი ჩანაცვლება მოხდება უფასოდ. თუ ავტომობილის დაზიანების მიზეზი თქვენი მოქმედება გახდება, მაშინ ფინანსური კომპენსაციის პირობების განისაზღვრება კონტრაქტის კონკრეტული პუნქტების შესაბამისად.

როგორ მოვიქცე თუ ავტომობილის გასაღებს დავკარგავ?

უნდა დაუკავშირდეთ კომპანიის წარმომადგენლობას და ახალ გასაღებს ადგილზე მოგაწვდიან.

გაითვალისწინეთ, ავტომობილის გასაღები არ არის გათვალისწინებული დაზღვევის პირობებით და მისი საფასური კომპენსაცია თქვენი ვალდებულების ნაწილია.

როგორ მოვიქცე თუ ავტომობილს მოიპარავენ?

ავტომობილის ქურდობის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ პოლიციას, სადაზღვეო კომპანიას და ჩვენს წარმომადგენლობას. შემდგომში წარმოადგინოთ კომპანიის უახლოეს ოფისში ავტომობილის გასაღები, ავტომობილის ტექ-პასპორტი და პოლიციის დასკვნა.

როგორ მოვიქცე თუ მოვხვდები ავტო-საგზაო შემთხვევაში?

პირველ რიგში უნდა გამოიძახოთ პოლიცია, დაუკავშირდეთ სადაზღვეო კომპანიას და ჩვენს ოფისს. პოლიციის დასკვნის და კონტრაქტის პირობების საფუძველზე განისაზღვრება თქვენი ფინანსური პასუხისმგებლობა.

გაითვალისწინეთ, ავტომობილი არ უნდა დაძრათ შემთხვევის ადგილიდან პოლიციის განკარგულების გაცემამდე. წინააღმდეგ შეთხვევაში დაზღვევა ანულირდება.

როდის უნდა დავაბრუნო ავტომობილი?

ავტომობილის დაბრუნება ხორციელდება კონტრაქტში გათვალისწინებული თარიღების შესაბამისად. ავტომობილი ითვლება ჩაბარებულად, როდესაც კომპანიის წარმომადგენელი ჩაიბარებს ავტომობილს და მის გასაღებს.

როგორ ხორციელდება კონტრაქტის ხელმოწერა?

კონტრაქტის ხელმოწერა ხორციელდება ავტომობილის აყვანის ადგილზე მიუხედავად ადგილმდებარეობისა.

რას ითვალისწინებს სტანდარტული საიჯარო ხელშეკრულება?

სტანდარტული საიჯარო ხელშეკრულება მოიცავს ყველა სავალდებულო გადასახადებს, რომლებიც შეესაბამებიან თქვენი ქირის კრიტერიუმებს. ასეთებია:

  • დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) ან სხვა ადგილობრივი გადასახადი;
  • შეუზღუდავი გარბენი;
  • სტანდარტული დაზღვევა – სტანდარტული დაზღვევის პირობები განისაზღვრება კონკრეტული ოფისით და ადგილობრივი კანონმდებლობით. მათთან წინასწარი გაცნობა შესაძლებელია ადგილობრივ ოფისში.
შესაძლებელია თუ არა ავტომობილის საათობრივი ქირაობა?

არა, ავტომობილის იჯარის მინამალური პერიოდი შეადგენს 24 საათს, ხოლო ყოველი არასრული დღე ითვლება, როგორც სრული.

შემიძლია თუ არა სხვა სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა ნაქირავები ავტომობილით?

სერვისი ხელმისაწვდომობა უნდა შემოწმდეს კონკრეტულ ოფისში თქვენი იჯარის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

როგორ გავიგო რომელ საწვავს იყენებს ავტომობილი?

ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები მოგეწოდებათ ავტომობილის ქირაობისას ასევე მოცემული იქნება ავტომობილის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

როგორ ხდება ჩემი მონაცემების დაცვა ონლაინ ჯავშნის დროს?

კომპანია იყენებს SSL დაშიფრვას მონაცემების მიღებისას, ხოლო მათი გაშიფვრა ხდება მათი კომპანიის სერვერებზე მოთავსების შემდეგ. მონაცემების უსაფრთხოება სერვერზე გარანტირებულია.

როგორ შევამოწმო კომპანიის სერვისი ხელმისაწვდომობა კონკრეტულ ადგილას?

ამისათვის საჭიროა ესტუმროთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდს www.naniko.com და მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ადგილი. ასეთის არსებობის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად გადაგამისამართებთ.

როგორ შემიძლია თქვენთან დაკავშირება?

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია წარმოდგენილია კომპანიის ვებ-გვერდზე და შეგიძლიათ აირჩიოთ შესაძლო ვარიანტებიდან ნებისმიერი.