contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება Naniko-საგან – საბერძნეთის სალონიკის აეროპორტში

ოდესმე ყოფილხართ სალონიკში? თუ ჯერ არა, გირჩევთ უახლოესი დღესასწაულები აქ გაატაროთ. ქალაქი იზიდავს ყველას თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურით. სალონიკი საბერძნეთის სიდიდით მეორე და ტურისტული თვალსაზრისით ქვეყნის ყველაზე მიმზიდველი ქალაქია. აქ შეხვდებით ქალაქის შარმისა და სილამაზის შესაგრძნობად ჩამოსულ ბევრ ტურისტს და დატკბებით ასევე ქალაქის სასიამოვნო ატმოსფეროთი, რომლის მეშვეობითაც თავს კომფორტულად იგრძნობთ მანქანით მოგზაურობისას.

თუ თქვენ ეძებთ ხელმისაწვდომ ფასად დასაქირავებელ მანქანას საბერძნეთის სალონიკის აეროპორტში Naniko.com-ის საძიებო სისტემა აბსოლუტურად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

  • გარანტირებული ფასი, რომელიც მოიცავს დაზღვევის ღირებულებას და ადგილობრივ გადასახადებს.
  • ჯავშნის შეცვლის ან გაუქმების შესაძლებლობა დაქირავებამდე 48 საათით ადრე ყოველგვარი ჯარიმის შიშის გარეშე.
  • ავტო -კასკო, რომელიც გიცავთ მანქანის დაზიანებისა და ქურდობისაგან
  • არავითარი გადასახადი თქვენს საკრედიტო ბარათზე
  • ყოველთვის ხელმისაწვდომი ონლაინ ოპერატორი
  • მომხმარებელთა ტექნიკური დახმარების სერვისი
  • გადახდის განხორციელება ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო გადარიცხვით

მანქანის დაქირავება Naniko-საგან სალონიკის აეროპორტში საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მიიღოთ მაქსიმუმი მოგზაურობისაგან.

სალონიკის საერთაშორისო აეროპორტი განთავსებულია სალონიკის პრეფექტურაში, ქალაქიდან 10 კილომეტრის მოშორებით. ის საბერძნეთის ერთერთი უდიდესი და ყველაზე დატვირთული აეროპორტია, რომლის წლიური სამგზავრო ბრუნვა არის ოთხი მილიონი მგზავრი.

აეროპორტს ორი ტერმინალი აქვს: სამგზავრო და სატვირთო. იგი მგზავრებს სთავაზობს ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ათენის, ასევე საბერძნეთისა და მთელი ევროპის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით.

აეროპორტი ფლობს მგზავთა მომსახურებისათვის საჭირო ყველა კეთილმოწყობას; აქ განთავსებულია ბანკები, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები, ავტოსადგომი და ავტო გაქირავების სერვისი. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ აქვე აიღოთ სასტუმრო და დაისვენოთ ნომერში ხანგრძლივი ფრენის შემდეგ. მაგრამ თუ თქვენ გსურთ დატკბეთ ქალაქისა და მისი შემოგარენის სილამაზით, მაშინ უნდა მიმართოთ ავტო გაქირავების სერვისს. არ გაუშვათ შანსი ეწვიოთ ისეთ ისტორიულ ძეგლებს, როგორიცაა თეთრი კოშკი, რომის ამფითეატრი, არისტოტელეს მოედანი და მრავალი სხვა.

აეროპორტის ტერიტორიაზე დამატებით განთავსებულია დიდი ავტოსადგომი 1460 პარკირების ადგილით, ასევე ტაქსის სერვისი, სამედიცინო პუნქტი, საინფორმაციო, დაკარგული ბარგის განყოფილება, ფოსტა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საჭირო დამატებითი მომსახურებები.