contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება ტირანას აეროპორტში

ტირანას, დედა ტერეზას სახელობის, საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ უნებურად ჩნდება კითხა: ტრანსპორტის რომელი სახეობითაა შესაძლებელი  მოგზაურობის გაგრძელება?

არსებობს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ თუ გსურთ, რომ თქვენი გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებით იყოს უფრო კომფორტული და დამოუკიდებელი – მანქანის დაქირავება ტირანას აეროპორტში არის ამ საკითხის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება.

თუ თქვენ დაიქირავებთ ავტომანქანას Naniko-საგან, თქვენ გელოდებათ შემდეგი უპირატესობები:

  • თქვენ მოხსნილი გაქვთ პასუხისმგებლობა მანქანის მოპარვის შესახებ
  • მესამე პირის დაზღვევა
  • მანქანის დაზიანების პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება, თუ ეს ზარალი ავტომანქანას მიღებული აქვს შეჯახების შედეგად
  • ულიმიტო კილომეტრაჟი
  • ფასში შედის დღგ და უფასო პარკირება აეროპორტში

ასევე, Naniko-საგან ავტო დაქირავება ტირანას აეროპორტში ხელსაყრელია, რადგან:

  • ჩვენთან არ არის არავითარი დაფარული გადასახადი
  • ჩვენი კომპანია 24 საათიან რეჟიმში მოგემსახურებათ

ტირანას აეროპორტი, დედა ტერეზა

აეროპორტი განლაგებულია 25 კილომეტრის დაშორებით დედაქალაქიდან, სოფელ რინაში. ის არის ალბანეთის ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი.

აეროპორტი აშენებულია 50-იან წლებში, 2005 წელს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია და მთლიანად იქნა მოდერნიზებული. დღეისათვის, აეროპორტი მთლიანად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ის არის დედა ტერეზას სახელობის, რადგან ეს პიროვნება, სწორედ ალბანეთში დაიბადა.

აეროპორტში, გარდა ალბანეთის ავიაკომპანიებისა, მუშაობენ სხვა საერთაშორისო ავიაკომპანიებიც, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში აეროპორტი ემსახურება ყოველ წლიურად 2 მილიონ ადამიანს.

აეროპორტის სერვისები:

  • მას გააჩნია პარკირების ადგილი, რომელიც გათვალისწინებულია 500 ავტომობილისათვის
  • ფუნქციონირებს უფასო ინტერნეტი
  • აეროპორტში არის ბანკები და ვალუტის გადახურდავების პუნქტები
  •  ტერიტორია, სადაც შეიძლება მოწევა
  • სხვადასხვა სუვენირების მაღაზიები, Duty free
  • რესტორნები და ბარები
  • აეროპორტს შეუძლია მიიღოს და მოემსახუროს შეზღუდული შესაძლებლობების მგზავრებს

მანქანების გაქირავება Naniko-საგან ელოდება თქვენი რეისის დაშვებას ტირანას საერთაშორისო აეროპორტში