contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


დაბალი ფასები- მანქანების გაქირავების სერვისი Naniko – ანდორა ლა ველაში

მას შემდეგ, რაც თქვენ შეუკვეთავთ მანქანას ჩვენს საიტზე, თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ  ელ-ფოსტას ქირაობის პირობების ყველა დეტალით. მანქანის მიღებისა და ჩაბარების დრო და ადგილი შეირჩევა თქვენი სურვილისამებრ, ისევე როგორც დამატებითი აქსესუარების, როგორიცაა ბავშვის სავარძელი, ტვირთის კალათა, ნავიგატორი და სხვა. ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში, თქვენ კარგად გაგაცნობენ ყველა ნიუანსს.

მანქანების გაქირავება ანდორა ლა ველაში – დაუვიწყარი დღეები ჩვენთან ერთად!

რატომ არის მომგებიანი მანქანის ქირაობა Naniko საგან ანდორა ლა ველაში?

  • მთლიანი დაზღვევის პაკეტი, რომელშიც შედის ანაზღაურება მანქანის ქურდობის, გატაცების და საგზაო შემთხვევის დროს.
  • ულიმიტო კილომეტრაჟი
  • 24 საათიანი დახმარების სერვისი
  • არანაირი დამატებითი გადასახადი, ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით.

მიიღეთ სიამოვნება პატარა დედაქალაქში საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე კომფორტული ავტომობილით ნანიკოსაგან.

ანდორა ლა ველა- ევროპის ყველაზე მაღალი დედაქალაქი

ანდორა ლა ველა წარმოადგენს როგორც დედაქალაქს, ასევე ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ოლქს შვიდიდან, რომლებიც ახდენენ სამთავრობოების ფორმირებას. ასევე ცნობიილია, როგორც პირინეის დედაქალაქად, მდებარეობს 1123 მეტრზე ზღვის დონიდან, რის გამოც დაერქვა ევროპის ყველაზე მაღალი დედაქალაქი. ანდორა ლა ველა შექმნეს სხვადასხვა ნაციონალობის ხალხმა, როგორიცაა ანდორელები, ესპანელები, ფრანგელი და პორტუგალიელები. ამ თანამედროვე ქალაქში დღეს 25000 ადამიანი ცხოვრობს.

როცა ქალაქს უახლოვდები, პირველი რაც გაგაოცებთ, ეს არის მთებზე განლაგებული ქალაქი, რომელიც თავის ბუნებრივ სიმდიდრეში იძირება. სწორედ მისი ასეთი მდებარეობის გამო, ქალაქის ცენტრიდან დაწყებული ვხვდებით ბილიკებს და გზებს, სადაც არის მითითებები, რომელიც გვეხმარება გარშემო ბუნების უკეთ გაცნობაში.

ხელოვნების ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება არის რომანული ხელოვნება, რომელიც იქ ძვირფას ექპონატებს წარმოადგენენ. მარგინედის ხიდი, უდიდესი შუა საუკუნეების ხიდი ანდორაში, სანტა-კოლომას ეკლესია, თავისი უნიკალური მრგვალი კოშკით, ან წმინდა ესტევის ტაძარი.

ქალაქის ნახვისას, არ  შეიძლება გამოვტოვოთ დასასვენებელი ადგილებიც. ლეს ესკალესის კომერციულ რაიონში განლლაგებულია გასართობი ცენტრი თერმული წყლებით. თერმული წყლები ჰალდეი, რომლებიც 70° ტემპერატურით მოედინება, განსაკუთრებული არს თვისებებით, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმისათვის, ეხმარება ცხოვრებისეული ძალის აღდგენაში და ა.შ.

ეს ადგილი შედგება დიდი ტბისაგან და ასევე პატარა ჯაკუზებისაგან, სპა სალონისაგან, მასაჟის სერვისით, ინდო-რომაული აბანოების, ჰამამისა და გამაჯანსაღებელი ცენტრისგან .