contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილის დაქირავება ვენა, ავსტრია: მანქანების გაქირავება ვენაში – კომპანია ნანიკო

ვენა – ისეთი ლამაზია, როგორც დიდებული იმპერატორის სასახლე. ვიოლინოს დაუვიწყარი მელოდიები, ბრწყინვალე ცეკვები, ყავის უგემრიელესი არომატი, აი ეს ყველაფერი იზიდავს ტურისტებს ამ ქალაქში.

Naniko Car Rental in Vienna

საუკუნეების მანძილზე, ვენა ევროპის კულტურის ცენტრი იყო, მან დაბადა და გაზარდა უდიდესი მუსიკოსები, მხატვრები, ფილოსოფოსები. სწორედ ისეთი გვარები, როგორებიცაა: ბეთჰოვენი და მოცარტი ასოცირდება ამ ქალაქთან. ქალაქი გაშენებულია მდინარე დუნაის გასწვრივ და თავის დროზე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. ვენა რომის იმპერიის და ავსტრია-უნგრეთის მონარქიის ცენტრს წარმოადგენდა.
ცნობილი ვენის ვალსი… ოფიციალური წვეულებები კი, აქ დღესაც უმნიშვნელოვანეს ტრადიციას წარმოადგენს.
მცირედი ღირსშესანიშნაობების შესახებ:
• წმინდა სტეფანეს ტაძარი, განლაგებულია ქალაქის ცენტრში. მისი მშენებლობა დაიწყო მე-14 საუკუნეში და დასრულდა ორი წლის შემდეგ. 1805 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა თავისი ბრძანება დაკიდა სწორედ ამ ტაძრის კარებზე.
• ჭირის კოლონა, ის იქნა აშენებული ქალაქში ავადმყოფობის დასრულების შემდეგ.
• წმინდა ავგუსტინეს ეკლესია – ადგილი, სადაც იწერდნენ ჯვარს იმპერატორები. ავსტრიის საიმპერატორო გვარის, ჰაბსბურგების იმპერატორების უმრავლესობა აქ განისვენებს.
• ამ-ხოფის მოედანი – აქ შესაძლებელია სუვენირებისა და ბევრი საინტერესო ნივთის შეძენა.
ყველა ეს ღირსშესანიშნავი ადგილი და სხვა მრავალი შეგიძლიათ მოიაროთ და დაათვალიეროთ ჩვენი მანქანით. ავტომანქანის დაქირავება შესაძლებელია მანქანების გაქირავების კომპანიისაგან – ნანიკო.