contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება პრაღაში

პრაღა ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია.

ბევრი სტუმრობს ამ ქალაქს იმისათვის, რომ დაათვალიეროს მისი ღირსშესანიშნავი ადგილები, ბევრიც ჩამოდის იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს საქმიან შეხვედრებში.

მისი საინტერესო ქუჩები ჩაძირულია იმდენად უნიკალური არქიტექტურის სტილში, რომ გულგრილს არც ერთ სტუმარს არ ტოვებს. უდიდესი და კოლოსალური წმინდა ვიტოს ტაძარი უამრავ ადამიანს იტევს და ქალაქს დაჰყურებს, როგორც გიგანტური კლდე.

თუ კი თქვენ გადაწყვიტეთ დასასვენებლად ლამაზ ადგილას წასვლა, პრაღა ამისათვის ნამდვილად მშვენიერი არჩევანია. ის ულამაზესი და შთამბეჭდავია, როგორც დღისით, ასევე ღამით.

მანქანის დაქირავება პრაღაში

ჩეხეთი ყველასათვის ცნობილია, როგორც საუკეთესო ლუდის მწარმოებელი ქვეყანა, ამიტომ მის დედაქალაქში მრავლადაა ისეთი ადგილები, სადაც უგემრიელესი ლუდის დაგემოვნება შეიძლება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ყოველი ლუდის ტავერნას საკუთარი ლუდსახარში გააჩნია და ყოველი მათგანი ლუდს საკუთარი არომატით ხარშავს.

იმისათვის, რომ მოგზაურობა, ასეთ შესანიშნავ ქალაქში გახდეს კომფორტული და მოსახერხებელი, შესაძლებელია მანქანის დაქირავება. პრაღაში მანქანების დაქირავება პოპულარულია. ქალაქში მრავლადაა მანქანების გაქირავების საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები. ჩვენი კომპანია „ნანიკო“ ახლო მომავალში აპირებს საკუთარი წარმომადგენლობის გახსნას ქალაქში და შესთავაზებს მომხმარებელს მანქანების დაქირავებას.

ნანიკო“ – ეს არის კომპანია, რომლისგანაც გარანტირებულია ყოველი კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა. ეს არის კომპანია რომელთანაც თქვენ არასოდეს არ შეგექმნებათ არანაირი პრობლემები, კომპანია რომლისგანაც დაიქირავებთ საუკეთესო მანქანას ყველაზე მისაღებ ფასად. მანქანის დაქირავების მსურველს საშუალება ექნება ამოირჩიოს კომპანიის ავტო პარკიდან ნებისმიერი კლასისა და წარმოების მანქანა.

მანქანის დაქირავების ღირებულებაში შევა ყველა ადგილობრივი გადასახადი, დღგ და მანქანის დაზღვევა.

მანქანის დაჯავშნისათვის თქვენ მოგიწევთ მხოლოდ მართვის მოწმობის და პასპორტის ასლის გადმოგზავნა ოპერატორისათვის.

ჩვენი ძირითადი უპირატესობა ეს არის მომსახურების მაღალი დონე. დადგა თქვენი ჯერი, აირჩიეთ ჩვენი კომპანია.