contact@naniko.com

: +995 (032) 214-11-33
+995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება საქართველოში

საქართველო – თბილი ქვეყანა, რომელიც განთქმულია სიყვარულით და სილამაზით.
ქვეყანა, სადაც ისტორია ხვდება თანამედროვეობას, სადაც "აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა", სადაც ისმის ყოველი ქვის და მიწის ყოველი გოჯის გულიაცემა. ისაა საოცნებო ადგილი ყველასთვის, ვინც აქ ჩამოდის.

აქ თქვენ შეგხვდებიან თბილი გულით, ნათელი ღიმილით და უხვი მაგიდით.

საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დამპყრობლები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ თავისი ძალაუფლების ქვეშ მოექციათ ქვეყანა. სპარსელები, სელჩუკები, თურქები და სხვა ქვეყნის დამპყრობელი მუდმივად ცვლიდა აქ ერთმანეთს.
როგორ გაუძლო ამ მცირერიცხოვანმა ხალხმა ამდენი მტრის შემოტევას, მტრებისა, რომლებიც მოდიოდნენ აზიისა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან. ვერავინ იტყვის ამს დაზუსტებით, მაგრამ როგორც მიიჩნევენ და სჯერათ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და იგი იცავს მას ყოველ გასაჭირში.
საქართველოს დედაქალაქია თბილისი და ყველა ახალი გზა და მოვლენა აქედან იწყება.
ქალაქს თბილისი დაერქვა თბილი წყაროების გამო. სახელი ყველაფრის მთქმელია. თბილისი მდებარეობს მდინარე მტკვარზე, რომელიც საქართველოში ყველაზე გრძელი მდინარეა.
ქალაქის ყველაზე მიმზიდველი ნაწილია "ძველი თბილისი", სადაც ერთმანეთის გვერდით მდებარეობს ქართული მართლმადიდებლური და სომხური ეკლესიები, მეჩეთი, სინაგოგა, ციხე-სიმაგრე და მათ ახლოს განლაგებულია თანამედროვე შენობები.
საქართველო არის უძველესი ტრადიციების ქვეყანაა, ტრადიციების, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა სათუთად და რუდუნებით. აქ ყველას ერთმანეთი უყვარს და ყველა მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს ყველას, ვინც ამას საჭიროებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი გეოგრაფია მრავალფეროვანია.
ტერიტორია დაახლოებით 70000 მ 2-ია, მაგრამ აქ ნახავთ მთებს, დაბლობებს, ხეობებს და ზღვის სანაპიროსაც.
რამდენიმე დღეში მოივლით მთელს ქვეყანას, ქვეყნის უმაღლეს მწვერვალ შხარას (5200 მ) და ფოთსა და ყულევს შორის მდებარე ყველაზე დაბალ წერტილს.
კლიმატი სუბტროპიკულია, ზამთარი და ზაფხული ზომიერად რბილი.
საქართველო მდიდარია ისეთი მინერალური რესურსებით, როგორიცაა მანგანუმი, რკინის და სპილენძის მადანი, ქვანახშირი და ა.შ. ბევრი ინვენსტორი ინტერესდება ამ ქვეყანაში ფულის დაბანდებით, რომ აქ განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

საქართველო არის უძველესი კულტურის ქვეყანა.

განსაკუთრებით მიმზიდველი და სულისშემძვრელია ქართული ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა.
ქართული სიმღერა შესულია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო სიმღერა "ჩაკრულო" გაგზავნილია კოსმოსში.
განთქმულია ქართული ღვინო და სამზარეულო. ბევრი არქიტექტურული ძეგლი შესულია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში, რომელთაგან გამორჩეულია სვეტიცხოველი, ჯვრის, გელათის და ბაგრატის მონასტრები, ასევე უშგული, რომელიც ევროპის უმაღლეს დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს.
უძველესი დროიდან საქართველო წარმოადგენდა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინს; ბევრი მოგზაური სტუმრობდა საქართველოს და იხიბლებოდა მისი სილამაზით; ბევრი აღფრთოვანდა ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობოთ და ბევრს შეუყვარდა ეს ქვეყანა.

საქართველოში გახსნილია სამი აეროპორტი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.

საქართველო სულ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება არა მარტო ბიზნესმენებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც.
ბევრი ადამიანი ჩამოდის აქ მივლინებაში ან სამოგზაუროდ.
მათ რა თქმა უნდა შეუძლიათ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ უფრო მოსახერხებელია მანქანის დაქირავება საქართველოში, რადგან ისინი გაცილებით თავისუფლები და დამოუკიდებლები არიან და ფასიც უფრო იაფია.
ბევრი კომპანია თავაზობს სატრანსპორტო მომსახურებას საქართველოში, მაგრამ ერთ-ერთი კომპანია, რომელიც თავაზობს მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასებს არის "მანქანების გაქირავება საქართველოში", რომელიც შეიქმნა, რომ კვალიფიციური და იაფი მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, როგორებიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და შესაძლოა ამ ქალაქების რიცხვი კიდევ გაიზარდოს. კომპანიას აქვს მანქანის ინტერნეტ დაჯავშნის მოქნილი სისტემა, რითაც კლიენტი დარწმუნებული იქნება, რომ საქართველოში ჩამოფრენისთანავე მას დახვდება მისთვის საჭირო მანქანა.

კომპანია ნანიკო მანქანების გაქირავება საქართველოში ყველგან და ყოველთვის იდგება თქვენს სამსახურში.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »