contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილის გაქირავება ფრანკფურტში კომპანია Naniko -საგან

ჩვენი ონლაინ სისტემა მუდმივად აკეთებს ფასების შედარებებს ინტერნეტ სივრცეში  მთელს მსოფლიოში და სთავაზობს ჩვენს კლიენტებს ყველაზე სწორ და კონკურენტუნარიან ფასებს.

მანქანების დაქირავება ფრანკფურტში – მისაღები ფასები თითოეული მსურველისათვის!

frankpurt

გააკეთეთ თქვენი ავტოს რეზერვაცია ფრანკფურტში მომენტალურად ჩვენი მოხერხებული ონლაინ სისტემის მეშვეობით, რომელიც შექმნილია მაქსიმალური ყურადღებით დეტალებისადმი. აქ თქვენ გაგიიოლდებათ არჩევის პროცესი და თვით დაქირავება და აგრეთვე დაზოგავთ დროს და ენერგიას. ჩვენი ფასები შეიცავს აგრეთვე გადასახადებს და დაზღვევას.

ჩვენი კლიენტების კომფორტულობისთვის ჩვენ შევიმუშავეთ მომსახურეობის სისტემა ყველანაირად მორგებული ჩვენი დამკვეთების მოთხოვნილებებზე, ზრუნვით და პატივისცემით. ისარგებლეთ შესაძლებლობით მიიღოთ თქვენი ავტომობილი ფრანკფურტის ნებისმიერ წერტილში ან კიდევ ჩამოფრენისთანავე აეროპორტში.

ფრანკფურტი მაინზე – ევროპული მეგაპოლისი

ფრანკფურტი მაინზე ან როგორც ხშირად მოიხსენიებენ უბრალოდ ფრანკფურტი, არის მეგაპოლისი შიგ შუა გულ ევროპაში. იგი სთავაზობს ვიზიტორებს არა მხოლოდ უამრავ საერთაშორისო გამოფენებს, გრანდიოზულ ცათამბჯენებს და უდიდეს აეროპორტს, არამედ ეს არის სტუმართმოყვარე ქალაქი, რომელიც შეგხვდებათ კეთილგანწყობილი მოსახლეობის მომღიმარე სახეებით.

აგრეთვე, ფრანკფურტი სთავაზობს თავის სტუმრებს  უამრავ საინტერესო ადგილს: მუზეუმებს, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, გრანდიოზულ კომერციულ ცენტრებს და რაღა თქმა უნდა 24-საათიან გასართობ ადგილებს.

ბოკენჰაიმის უბანში მდებარეობს იოჰან ვოლფგანგ გოეთეს  უნივერსიტეტი, სადაც სწავლობს 40.000 სტუდენტი. ამ ზონაში ნახავთ უამრავ ბარს, ბისტროს, პაბს და მოდურ მაღაზიას.

როგორც უმეტეს გერმანულ ქალაქებში, ასევე ფრანკფურტის ცენტრალური ნაწილი არის შეზღუდული მოძრაობის ზონა. მხოლოდ ავტომობილებს, სპეციალური ნებართვით საქარე მინაზე, აქვთ უფლება ცენტრში მოძრაობის.

2012 წლიდან მოქმედებს კანონი მწვანე ეკოლოგიური სანომრე ნიშნების შესახებ, რაც ვრცელდება აგრეთვე უცხოეთში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

ქალაქის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 19 დიდი ავტოსადგომი, რომლებიც რეგულირდება ცენტრალური ავტოსადგომების სისტემით და მიმართავს მძღოლებს თავისუფალი ადგილების მიმართულებით. ამის გარდა, ქალაქის ტერიტორიაზე არის მრავალი პატარა ავტო სადგომი, სადაც თქვენ თავისუფლად ნახავთ ადგილს.

აღმოაჩინეთ ფრანკფურტის ყოველი კუთხე კუნჭული Naniko -სთან ერთად და ისიამოვნეთ ქალაქის მჩქეფარე ცხოვრებით!