contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება ლისაბონში

ლისაბონი არის მომაჯადოვებელი სილამაზის და დიდი ისტორიის მქონე ქალაქი, რომელიც თითქმის 20 საუკუნეა არსებობს. ეს არის პორტუგალიის უდიდესი ქალაქი და ამავე დროს მისი დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ ევროპის უკიდურეს წერტილში.
ლისაბონის მოსახლეობა, თითქმის, 600 ათას ადამიანს შეადგენს, ხოლო, თუ მეტროპოლიტენის ხაზს ჩავთვლით რაოდენობა 3 მილიონსაც აღწევს. ლისაბონის მცხოვრებნი არიან იმ ძირძველი მეზღვაურების შთამომავალნი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე პორტუგალიის ზღვებში მოგზაურობდნენ.

lisbon rent a car Company Naniko

ქალაქი აღმართულია შვიდ მთა-გორაკზე და თვალწარმტაცი სილამაზით ხიბლავს ტურისტებს. აქ სათავეს იღებს მდინარე თაგო, ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ორი დიდი ხიდით. ერთი არის 25 აპრილის სახელობის და აგებულია 1966 წელს, და მეორე – ვასკო და გამას სახელობის აგებულია 1998 წელს.
ქალაქს აქვს საკუთარი გერბი, რომელზეც გამოსახულია ოქროს ფარი, ზედ ამოტვიფრული შავი გემით, რომელიც ტივტივებს ზღვის შვიდ ტალღაზე.
ლისაბონში მრავალი საზოგადო და კერძო უნივერსიტეტია, მრავალი ბიბლიოთეკა და მუზეუმი, რომელთა შორის ცნობია ანტიკური ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი და ოკენარიუმი. დიდ ყურადღებას იმსახურებს, აგრეთვე პლანეტარიუმი, რომელიც საზღვაო მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარეობს, სულ რამდენიმე ათეულ ნაბიჯში, ჟერო ნიმუშის მონასტრიდან ბელემის რაიონში.
ლისაბონი არის სამშობლო ვოკალური სოლო სიმღერის, რომელსაც ეწოდება ფადო. ეს არის მელანქოლიური სტილის სოლო ჟანრი, მიმზიდველს ხდის ქალაქს.
ქალაქის არქიტექტურაში ჭარბობს მანუელინოს და ბაროკოს სტილი, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს ფრანგებმა და არაბებმა. ულამაზესი პეიზაჟები და მდიდრული არქიტექტურა იზიდავს უამრავ ტურისტს ევროპიდან და მთელ მსოფლიოდან. უმჯობესია, ერთხელ საკუთარი თვალით ნახოთ ამ ქალაქის მშვენიერება, ვიდრე მრავალჯერ ისმინოთ.

მანქანების გაქირავების კომპანია Naniko

მაქსიმალური თავისუფლებისთვის და მოხერხებულობისთვის, მთაგორიან ლისაბონში, რომ დაზოგოთ დრო და ენერგია გირჩევთ ავტომობილის დაქირავებას კომპანია Naniko-ში, რომელიც გთავაზობთ ნებისმიერი გემოვნების და კლასის მანქანებს და მომსახურეობის ფართო სპექტრს.
მანქანების დაქირავება ლისაბონში ხელსაყრელ ფასად.
დაჯავშნის მოხერხებული და სწრაფი სისტემა Naniko-ში, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასები, სადაც ჩართულია ყველა გადასახადი და დაზღვევა, დამკვეთის კმაყოფილებაზე ორიენტირებული სამუშაო ჯგუფი;- ამ ყველაფერს გთავაზობთ ჩვენი კომპანია.