contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო აეროპორტი – პულკოვო, სიდიდით მესამე აეროპორტია რუსეთში. აეროპორტის ორი ტერმინალი ემსახურება რეისებს მრავალი ქვეყნიდან და ამავე დროს წარმატებით თანამშრომლობს ბევრ ავიაკომპანიასთან.
პულკოვოს აეროპორტს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, ის რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი საჰაერო სატრანსპორტო კვანძია, ამიტომაც მას ხშირად უწოდებენ:- „ჩრდილოეთ დედაქალაქის საჰაერო ჭიშკარს“.

მანქანების გაქირავება სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში

კომპანია „ნანიკო“ ძალიან მალე გახსნის ოფისს პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ შემოგთავაზებთ ყველაზე საუკეთესო ბიზნეს და ეკონომ კლასის მანქანებს, ხოლო მანქანის დაქირავების ფასები მისაღები იქნება როგორც ბიზნესმენებისათვის, ასევე სხვა მსურველებისთვისაც.
მანქანის დაქირავება პულკოვოს აეროპორტში შესაძლებელი იქნება წინასწარ ინტერნეტის ან ტელეფონის მეშვეობით, ოპერატორებისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ პასპორტის და მართვის მოწმობის ასლების გადაგზავნა.
ყველა ჩვენი მანქანები ტექნიკურად გამართული იქნება, რადგან ისინი გაივლიან სისტემატურ შემოწმებას.
კომფორტი, საკუთარი მანქანის შეგრძნება, კვალიფიცირებული თანამშრომლები, დამატებითი აქსესუარები იქნება გარანტირებული თუ თქვენ დაიქირავებთ მანქანას ნანიკოსაგან.