contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


აღმოაჩინეთ თქვენთვის მისაღები პირობები მანქანის დაქირავებისთვის სტოკჰოლმის არლანდას აეროპორტში და შეადარეთ სასურველი ფასები მანქანის დაქირავებისთვის კომპანიისგან ნანიკო

სტოკჰოლმი ღირსეულად იკავებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს მსოფლიოს ულამაზეს ქალაქებს შორის. სტოკჰოლმი გაშენებულია 14 კუნძულზე, რომელიც დანარჩენ 30 ათას კუნძულთან ერთად ქმნის არქიპელაგს ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. სტოკჰოლმში ყოფნისას თქვენს ყურადღებას მიიქცევს უამრავი პარკი, ქვაფენილით მოპირკეთებული ქუჩები, მიმზიდველი სასახლეები, ტაძრები და მუზეუმები. მათ შორის გამოირჩევა ცნობილი სამეფო სასახლე და ვასის მუზეუმი. (Vasa Museum) თითოეული სეზონი განსაკუთრებულია ამ ქალაქში, უნიკალური შარმით და მიმზიდველობით. ზაფხულის განმავლობაში თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა დატკბეთ კამკამა წყლის და ლურჯი ცის ბრწყინვალებით, ზამთარში კი აუცილებლად მოგხიბლავთ თოვლის და ყინულის ბრწყინვალება. სტოკჰოლმისათვის, როგორც თანამედროვე და განვითარებული ქალაქისათვის დამახასიათებელია ცხოვრების აქტიური რიტმი, დატვირთული და აქტიური დღის შემდეგ კი, ქალაქი საუკეთესო ადგილს წარმოადგენს დასვენებისა და გართობისთვის. სტოკჰოლმის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ძველი ქალაქი სახელწოდებით გამლა სტანი,( Gamla Stan) რომელიც ყურადღებას იქცევს მოკირწყლული ქუჩებით და ფერადი შენობებით. ეს ადგილი პოპულარულია ველოსიპედით სეირნობისთვის, რაც საუკეთესო საშუალებაა აღმოაჩინოთ და დატკბეთ უმშვენიერესი პატარა ტბებით და გარშემო არსებული ტყე პარკით. ასევე შესაძლებლობა გაქვთ რომ ესტუმროთ ეროვნულ მუზეუმს სრულიად უფასოდ.

საერთაშორისო ვებ გვერდის, Naniko.com-ის საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ მნიშვნელოვან შეთავაზებებს მანქანის დაქირავების პირობების შესახებ სტოკჰოლმის აეროპორტში, ასევე ჩვენი ვებ გვერდის გამოყენებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა წინასწარ დაჯავშნოთ მანქანა და სტოკჰოლმში ჩამოსვლისთანავე აეროპორტიდან ისარგებლოთ თქვენს მიერ შერჩეული მანქანით და დაიწყოთ თქვენი მოგზაურობა თავისუფლად, თქვენთვის სასურველი ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ჩვენი მომსახურება და მანქანების ფართო არჩევანი, როგორც ეკონომ კლასის მანქანები ასევე პრემიუმ კლასის და მდიდრული ავტომობილები. აღსანიშნავია რომ ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია შვედეთის ყველა ქალაქში.

აღმოაჩინეთ თქვენთვის მისაღები შეთავაზება მანქანის დაქირავებასთან დაკავშირებით სტოკჰოლმის აეროპორტში და ისარგებლეთ დაბალი ფასებით კომპანიისგან ნანიკო!

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი წინასწარ. ჯავშნის დასადასტურებლად კი რამდენიმე საათის განმავლობაში მიიღებთ ვაუჩერს, სადაც ასახული იქნება თქვენი შეკვეთის ყველა დეტალი, რაც აუცილებლად თან უნდა იქონოთ ავტომობილის მირების დროს.

ჩვენი კომპანიის ავტო პარკის ფართო არჩევანი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სასურველი ავტომობილი, თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეარჩიოთ ეკონომიური მანქანები საწვავის წვის გათვალისწინებით, ასევე სანდო და მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილები და ტევადი მინი ვენები.

ჩვენი მომსახურების ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შერჩეული ავტომობილი თქვენთვის სასურველ მისამართზე. მანქანის აეროპორტში მიღების შემთხვევაში კი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ფრენის დეტალები, ასევე ფრენის გადადება ან გაუქმება.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კომპანია ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლებზე, თქვენ არ მოგიწევთ რაიმე სახის ჯარიმის გადახდა იმ შემთხვევაში თუ გარკვეული მიზეზების გამო მოგიწევთ ჯავშნის გაუქმება ლიზინგის დაწყებიდან ორი დღით ადრე.

ჩვენი კომპანიის ავტომობილების საშუალებით, შესაძლებლობა გაქვთ იმოგზაუროთ ქვეყნის ფარგლებში კომფორტულად ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. გარდა ამისა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ქვეყნის საზღვრების გადაკვეთაც.

დაბალი ფასები და საუკეთესო მომსახურება, რომელსაც მიიღებთ ავტომობილის დაქირავებისთვის სტოკჰოლმის აეროპორტში კომპანიისგან ნანიკო!

არლანდას საერთაშორისო აეროპორტი( Arlanda International Airport) მდებარეობს 37 კილომეტრის მოშორებით სტოკჰოლმიდან ქალაქ სიგტუნაში(Sigtuna). აღნიშნული აეროპორტი წარმოადგენს შვედეთის მთავარ აეროპორტს და ქვეყნის საჰაერო გადაადგილების მთავარ კარიბჭეს. აღნიშნულ აეროპორტში მგზავრთა საშუალო წლიური გადაადგილება წარმოადგენს 19 მილიონს. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელია რკინიგზა, სადაც მატარებელი მოძრაობს ყოველ 15 წუთში. ასევე, ხელმისაწვდომია ავტობუსები სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებისთვის. აეროპორტი უზრუნველყოფს ყველა საჭირო მომსახურებას რაც საჭიროა მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »