contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


აღმოაჩინეთ საუკეთესო პირობები ავტომობილის დაქირავებისთვის შვეიცარიაში, მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი კომპანიისგან ნანიკო

შვეიცარია ცნობილია მომაჯადოვებელი სილამაზით და მომხიბვლელობით. მისი შეუდარებელი ალპური ლანდშაფტები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორებზე, და სამუდამოდ რჩება მათ მეხსიერებაში. შვეიცარია საშუალებას გაძლევთ დატკბეთ ზურმუხტისფერი ტბებით ალპურ მთებში, საბაგიროთი გადაადგილება კი საუკეთესო საშუალებაა დატკბეთ თვალწარმტაცი ხედებით. გარდა ბუნებრივი ლანდშაფტების სილამაზისა, შვეიცარიისთვის დამახასიათებელია კოსმოპოლიტური და ხმაურიანი ქალაქებიც, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ციურიხი, ბერნი და სხვ. ყოველივე ეს, იზიდავს უამრავ ტურისტს მსოფლიოს მასშტაბით, რომელებიც მოხიბლულნი რჩებიან შვეიცარიის ეკლექტიკური შარმით, უამრავი ღირსშესანიშნაობით და აქტიური ღამის ცხოვრებით.

იმისათვის რომ იმოგზაუროთ კომფორტულად, დაბრკოლებების გარეშე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იქირავოთ ავტომობილი შვეიცარიაში, მრავალფეროვანი შემოთავაზებებით კომპანიისგან ნანიკო. კომპანია ნანიკო გთავაზობთ დაბალ ფასებს, რაც უფრო მეტად სასიამოვნოს გახდის თქვენს მოგზაურობას შვეიცარიაში. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახის მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იქირავოთ ავტომობილი როგორც შვეიცარიის აეროპორტში, ასევე სხვადასხვა ქალაქებში. რაც საუკეთესო საშუალებაა იმოგზაუროთ თავისუფლად და აღმოაჩინოთ შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობები სხვადასხვა ქალაქებში.

თქვენი დაუვიწყარი და სასიამოვნო მოგზაურობა იწყება სწორი არჩევანით, რაც გულისხმობს მანქანის დაქირავებას შვეიცარიაში, საუკეთესო პირობებით კომპანიისგან ნანიკო!

მეგობრებთან ერთად მოგზაურობა საშუალებას გაძლევთ გაუზიაროთ მათ ავტომობილის მართვის შესაძლებლობა. ამისათვის, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ავტომობილის დაქირავებისას შესაბამის ხელშეკრულებაში აუცილებლად იქნება მითითებული დამატებითი მძღოლის არსებობა. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი მოგზაურობის მრავალფეროვნებას.

მანქანის დაქირავებისას უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული შეზღუდვების არსებობა. კერძოდ,   ასაკობრივი ზღვარი, რაც განსაზღვრავს დამქირავებლის მინიმალურ ასაკს. ავტომობილის ქირაობის პროცესში დამქირავებელი არ უნდა იყოს 21 წელზე ნაკლები ასაკის. ასევე, აუცილებელია ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი დოკუმენტაცია შესრულებულია ლათინურისგან განსხვავებულ ენაზე, საჭიროა საერთაშორისო სტანდარტის მქონე დოკუმენტები.

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილებები თქვენს ჯავშანში, ლიზინგის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე. იგივე პირობების გათვალისწინებით ასევე შესაძლებელია ჯავშნის გაუქმებაც.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფასები ფარავს ყველა გადასახადს მათ შორის ავტომობილის დაზღვევის ღირებულებას. ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შეუზღუდავი კილომეტრაჟით და საგზაო დახმარების მომსახურებით სრულიად უფასოდ.

უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახის დამატებით აქსესუარებს, როგორიცაა: ბავშვის სავარძელი, ნავიგატორი, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები და სხვ.

აღმოაჩინეთ ქვეყანა ნებისმიერი მიმართულებით, თქვენთვის სასურველი ავტომობილის დაქირავებით შვეიცარიაში, კომპანიისგან ნანიკო!

მიუხედავად იმისა რომ შვეიცარია არ არის ფართო მასშტაბის ქვეყანა, მისი სრული და საფუძვლიანი შესწავლა მოგზაურობის საშუალებით, დროის საინტერესოდ გატარების საუკეთესო შესაძლებლობაა. შვეიცარიის მიმზიდველი ბუნებრივი ლანდშაფტები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან და შუასაუკუნოვან სასახლეებთან ერთად ქმნის განსაკუთრებულად მიმზიდველ და საინტერესო ადგილს ვიზიტორებისთვის. შვეიცარიაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ ისეთ ქალაქებს როგორიცაა ბერნი (Bern), ბაზელი(Basel), ჟენევა (Geneva)როგორც შვეიცარიის კულტურის ცენტრი, ასევე ციურიხი( Zurich) და ლოზანა (Lausanne) მათი შთამბეჭდავი ტბებით და ალპური ზონებით.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »
  • შვედეთი