contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავების საუკეთესო შესაძლებლობა ზაგრების აეროპორტში. საუკეთესო ფასი მანქანის დაქირავებისთვის ნანიკოსთან ერთად

ზაგრები არის დიდებული ქალაქი რომელიც გვთავაზობს ღირსშესანიშნავ კულტურულ და არქიტექტურულ მონუმენტებს. დავიწყოთ ხორვატიის დედაქალაქის შესწავლა ცენტრიდან, ბენ ჯელასის-ის პარკიდან, თქვენ საშუალება გექნებათ გაეცნოთ ავსტრია-უნგრეთის არქიტექტურულ ნიმუშებს, დიდებულად შერწყმული არტ ნუვოს არქიტექტურასთან. იმისათვის რომ ნახოთ ზაგრების სილამაზე ზემოდან, ამისათვის უნდა ეწვიოთ ლოტრსაქის კოშკს. ზაგრებში შეგიძლიათ მოინახულოთ სხვადასხვა მუზეუმები და არტ გალერეები, ასევე ისიამოვნოთ საინტერესო სუვენირების დათვალიერებით მაღაზიებში.

ზაგრებიდან მოშორებით არის საერთაშორისო აეროპორტი, აღნიშნულ აეროპორტში ჩამოსვლისას თქვენ შეგეძლებათ მანქანის დაქირავება ზაგრების აეროპორტში, მიზანშეწონილია წინასწარ დაჯავშნა naniko.com-ის საშუალებით, მარტივი შემოწმებისთვის მომხიბვლელ გარემოში.

დატკბით ადგილობრივი ხედების მომხიბვლელობით, ზაგრების აეროპორტში მანქანის დაქირავების მოსახერხებელ პირობებთან ერთად ნანიკოსგან!

იმისათვის რომ განხორციელდეს მანქანის დაქირავება, თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი, საერთაშორისო სტანდარტის მქონე მართვის მოწმობა, თუ ხართ სხვა ქვეყნის მოქალაქ, საკრედიტო ბარათი დადებითი ანგარიშით და რეზერვაციის ვაუჩერი.

მანქანის მიღებისთანავე კომპანია ასევე ითხოვს დეპოზიტს, რომელიც იქნება გარანტია შემთხვევით დაზიანებული საბურავის ან საწვავის ხარჯების ასანაზღაურებლად. დეპოზიტი მთლიანად დაუბრუნდება მომხმარებელს ლიზინგის ხელშეკრულების დასრულებისთანავე, თუ შეთანხმების ყველა პირობა იქნება დაცული და მანქანა დაბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობაში.

დამატებით, გარდა მცირე ზომის მანქანების, სედანების და მაღალი გამავლობის ავტომობილების   ფართო არჩევანისა, ჩვენ ასევე გთავაზობთ 7 და 9 ადგილიან მინი ვენებს და მიკროავტობუსებს, რომლებიც ყველაზე მოსახერხებელია ოჯახთან ერთად მოგზაურობისას.

სხვადასხვა სახის პაკეტები, გათვალისწინებული მომხმარებელთა ადგილმდებარეობით, დამოკიდებულია ტურის მიზანზე. მათ შორის აღსანიშნავია მანქანის გრძელვადიანი დაქირავების შესაძლებლობა, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია მათთვის ვინც გეგმავს დიდი ხნით მოგზაურობას, ეს არის მანქანის შეძენის დიდებული ალტერნატივა.

საუკეთესო შემოთავაზებები დაბალ ფასად მანქანის დაქირავებისთვის ნანიკოსგან ზაგრების აეროპორტში!

ზაგრების საერთაშორისო აეროპორტი ასევე ცნობილია როგორც ზაგრებ-პლესო, რომელიც მდებარეობს 15 კილომეტრის მოშორებით ,,ველიკა გორიცა’’-დან. ბოლო წლების განმავლობაში, აეროპორტმა შეიცვალა პირვანდელი იერსახე დიდი ხნის წინ დაგეგმილი რეკონსტრუქციის შედეგად. ახალი აეროპორტის მენეჯმენტი გეგმავს სტრუქტურულ გაფართოებას და რეორგანიზაციას მაღალგანვითარებულ სისტემად ტრანსფორმაციისა და ხორვატიის მარშუტების პირვანდელი კერის დაბრუნებისთვის. აღნიშნული აეროპორტი ასევე წარმოადგენს სატრანზიტო პუნქტს ბალკანეთისათვის.

აეროპორტში წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო ავიახაზები, რომლებიც უზრუნველყოფს კავშირს დანარჩენ ევროპასთან. ასევე მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.