contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


Naniko – ავტომობილების გაქირავება ნიქოზიაში საუკეთესო ფასად!

დღეს დღეობით, როდესაც ავიაბილეთების ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია და მატარებლები უსწრაფესი, სულ უფრო მეტი ადამიანი არჩევს იმოგზაუროს საზღვარგარეთ და აღმოაჩინოს თავისთვის უდიდესი პლანეტის ახალ-ახალი ადგილები. მაგრამ დასვენებისას, განსაკუთრებით სასურველია კომფორტი და, რაღა თქმა უნდა, ერთ-ერთი ამის საწინდარია მანქანა, რომელიც გვაძლევს გადაადგილების თავისუფლებას.

nicosia rent a car company Naniko

მანქანის დაქირავება ნიქოზიაში ძალიან პოპულარულია!

შესაძლებელია ავტომობილის ქირაობა ნებისმიერი სიტუაციის და ბიუჯეტის შესაბამისად.

საუკეთესო არჩევანს ამ შემთხვევისთვის გაძლევთ ავტო გაქირავების კომპანია Naniko ნიქოზიაში!

შემოთავაზებული სერვისის სპექტრი:

  • მძღოლის მომსახურება. დაქირავებულ მანქანასთან ერთად თქვენ, ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ მძღოლის სერვისი, განსაზღვრული ან მთელი მოგზაურობის პერიოდზე, ან რამდენიმე დღეზე.
  • ჩვენი გაქირავების ფასები შეიცავს საგზაო დახმარებას და აგრეთვე მანქანის შეცვლას შესაბამისი მოდიფიკაციის ავტოზე. ეს მომსახურება ხელმისაწვდომია 24-საათიან რეჟიმში.
  • აქსესუარები:

ა) უმნიშვნელოვანესი თემაა – მანქანის ქირაობისას უსაფრთხოება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ამიტომ, ყოველთვის მზადყოფნაში გვაქვს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
ბ) ოჯახური მოგზაურობისას, ოჯახის უმცროსი წევრებისათვის ჩვენ შემოგთავაზებთ სპეციალურ კომფორტს პატარა მგზავრებისთვის; საბავშვო სავარძლებს ასაკის და წონის მიხედვით.
გ)GPS – ნავიგატორი, მიმართულების და სხვა და სხვა ობიექტების სწრაფი და მოხერხებული იდენტიფიკაციისათვის.
დ) საზაფხულო მოგზაურობისათვის შემოგთავაზებთ ველოსიპედის სამაგრებს და ავტომობილის სალონში მეტი თავისუფალი სივრცისათვის კი, ჭერზე დასამაგრებელ სატვირთო საბარგულს.

Naniko შემოგთავაზებთ მანქანების და დამატებითი აქსესუარების ისეთ არჩევანს, რომელიც უდავოდ შეესაბამება ნებისმიერი ტიპის დასვენებას.

თქვენთვის შესაფერისი ავტო ელის თქვენს არჩევანს !

არ გადადოთ თქვენი ჯავშნის განხორციელება ახლავე!

აი Naniko -ს ავტოპარკის უპირატესობების სია ნიქოზიაში:

  • უახლესი მოდიფიკაციის ავტომობილები
  • მიზანშეწონილობა და დაჯავშნის განხორციელების სიმარტივე პირდაპირ თქვენი პერსონალური კომპიუტერიდან.
  • არჩეული სატრანსპორტო საშუალების საიმედოობა, შემოწმებული და დადასტურებული ჩვენი ტექნიკური ჯგუფის მიერ.
  • სრული ეკიპირება: ABS, უსაფრთხოების ბალიში, რადიო და სხვა.

Naniko -ში ტრანსპორტის დაქირავება არასდროს დაგტოვებთ უკმაყოფილოს და იქნება თქვენი საიმედო თანამგზავრი ნიქოზიაში.

ნიქოზია – ქალაქი კვიპროსის კუნძულზე, ერთადერთი ქალაქი ევროპაში, დღემდე გაყოფილი ორ ნაწილად. ერთი სექტორი წარმოადგენს კვიპროსის რესპუბლიკის დედაქალაქს, ხოლო მეორე, განთავსებული ჩრდილოეთ ნაწილში, – კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დედაქალაქს. ნიქოზია, ოდითგანვე წარმოადგენდა აბრეშუმის, ბამბის, ღვინის და ხილეულის უმნიშვნელოვანეს ბაზარს. აქ არის თამბაქოს ქარხნები, საპნის და აგურის წარმოებები. აგრეთვე, აქ განთავსებულია კვიპროსის ავტოკეფალიური ეკლესიის პატრიარქის სამთავრო. ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება ქალაქის ცენტრის განახლების პროექტი, ახალგაზრდობის სტიმულირების მიზნით, რომ საცხოვრებლად დაბრუნდნენ იმ მიტოვებულ ადგილებში, სადაც გადის გამყოფი ხაზი.

ისტორია, ტრადიციები, ბუნებრივი სილამაზე და განუმეორებელი ადგილები ხდის ნიქოზიას მაგნიტურად მიმზიდველს ტურისტებისთვის.

ნიქოზია, მდებარეობს კუნძულის შუაგულში და საამაყო ისტორიის მქონეა, რომელიც სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანაში.

მოგზაურები და ტურისტები ყოველთვის მოხარულნი არიან დატკბნენ გასეირნებით ქალაქის ანტიკურ ცენტრში, რომელიც გარშემორტყმულია ვენეციური კედლით. კედელი დაპროექტებულია ვენეციელი არქიტექტორ ჯულიო სავორნიანის მიერ და აშენებულია მე-16 საუკუნეში, როგორც ქალაქის გალავანი. კედლების პერიმეტრი 4,5 კმ. შეადგენს და აქვს თერთმეტი ბასტიონი და სამი კარიბჭე.

ფეხით გასეირნების შემდეგ განსაკუთრებით სასიამოვნოა დასვენება საკუთარ ავტომობილში, შესაძლებელია გამგზავრება პლიაჟზე ან კუნძულის სხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. შთამბეჭდავია კუნძულზე უდიდესი არქეოლოგიის მუზეუმი, უმნიშვნელოვანესი ევროპაში ბიზანტიური მუზეუმი, სადაც არის წარმოდგენილი ხატების უდიდესი კოლექცია, კვიპროსელების ხელოვნების ნიმუშები, და ასევე მე-17 საუკუნის წმინდა იოანეს საკათედრო ტაძარი.

ფოლკლორის მოყვარულთათვის – კვიპროსის ეთნოგრაფიული მუზეუმი და საიუველირო ნაკეთობების მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია მე-19 საუკუნის განძეულობა: ორნამენტები, რელიგიური ნივთები, ვერცხლის ინსტრუმენტები და ანტიკური კულტურის ნიმუშები.

და რაღა თქმა უნდა, საღამოს სასიამოვნო დასვენების და გართობის უამრავი ადგილი: ტავერნები, ბარები და რესტორნები, რომლებიც სასიამოვნო მუსიკის ჰანგებით იზიდავენ ნებისმიერ გამვლელს.

აღმოაჩინეთ თქვენთვის საოცარი ქალაქი და შეიგრძენით ყოველი წუთი კომფორტით, რომელსაც თქვენთვის ქმნის მანქანების გაქირავების კომპანია Naniko ნიქოზიაში!