contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტო გაქირავება ლისაბონის აეროპორტში – კომპანია Naniko ყველაზე დაბალ ფასებს გთავაზობთ

ყველა ცდილობს მოგზაურობისას, რაც შეიძლება სრულყოფილი ატმოსფერო შეიქმნას. ამისათვის ცდილობენ ყველა ნიუანსი წინასწარ გაითვალისწინონ: ყიდულობენ ავიაბილეთებს სანდო კომპანიისაგან, ჯავშნიან ისეთ სასტუმროს, რომელსაც აქვს ყველა შესაბამისი აღჭურვილობა და სხვა.

ცხადია არავის სურს მოგზაურობისას სტრესი შეიქმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკზე დამოკიდებულების ან მასზე ადაპტირების გამო. ამიტომ, როცა გეგმავთ თქვენს შვებულებას, იფიქრეთ ასევე მანქანის დაქირავებაზეც, რადგან ეს თქვენი მოგზაურობის კომფორტის მნიშვნელოვანი განმაპირობებელია.

მანქანის დაქირავების უზრუნველყოფა შეგიძლიათ ლისაბონის აეროპორტშივე გააკეთოთ, მარტივად და საიმედოდ, Naniko.com-ზე მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით!

  • ხელმისაწვდომი ფასები
  • მანქანების უზარმაზარი არჩევანი
  • ავტომობილის მიწოდება პირდაპირ ლისაბონის აეროპორტში, რკინიგზის სადგურში, ან ქალაქის ნებისმიერ ადგილას.
  • ჯავშნის შეცვლის ან გაუქმების შესაძლებლობა ჯარიმის გარეშე, დაქირავებამდე 48 საათით ადრე.
  • გარანტირებული ფასი, რომლებიც მოიცავს ყველა გადასახადს
  • კასკოს ავტო დაზღვევა, რომელიც გიცავთ მანქანის დაზიანების ან მოპარვისაგან

დამქირავებლის საყურადღებოდ! ქირა არ მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორებიცაა: სატელიტური სანავიგაციო სისტემის ღირებულება, გასაღების დაკარგვის ან დაზიანების ხარჯი, მძღოლის დაუდევრობით ან საგზაო წესების დარღვევით მიყენებული ზარალის ღირებულება, დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული რაიმე დაზიანება ან დანაკარგი.

ლისაბონის მონახულების საუკეთესო საშუალებაა მანქანის დაქირავება ლისაბონის აეროპორტშივე.

 

ლისაბონის პორტელას აეროპორტი მდებარეობს დედაქალაქის მისადგომთან, ქალაქის ცენტრიდან 7 კმ-ის მოშორებით. ის პორტუგალიის ყველაზე დიდი აეროპორტია, რომლის გავლითაც ყოველწლიურად 14,8 მილიონი სატრანზიტო მგზავრი გადაადგილდება. მას აქვს სამოქალაქო ფრენების ორი (T1 და T2) და სამხედრო ფრენების ერთი ტერმინალი, რომელიც ფიგუ მადუროს სახელობისაა. ბოლო წლებში აეროპორტის სტრუქტურის გაფართოვებამ და მოდერნიზაციამ ხელი შეუწყო მგზავრთა ნაკადის სტაბილურ ზრდას. ფაქტობრივად ის გამოიყენება სატრანზიტო აეროპორტად  წამყვანი ავიაკომპანიების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ძირითადი მიმართულებებით.

ხელსაყრელი მდებარეობის გამო, პორტელას აეროპორტი კარგად არის დაკავშირებული ქალაქის ცენტრთან. ლისაბონის აეროპორტში მოსახვედრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე წრიული გზა, ან შემოვლითი გზები, მაგრამ ისინი თითქმის ყოველთვის დატვირთულია, განსაკუთრებით პიკის საათებში.