contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება ბერლინში

ბერლინი – გერმანიის დედაქალაქი და  ევროპის ყველაზე სიცოცხლით სავსე ქალაქია. ქალაქი მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ქალაქის სახელი მომდინარეობს გერმანული სიტყვისაგან «Bär» – დათვი. აქედან გამომდინარე, დათვი არის ქალაქის სიმბოლო.

ყოველ წელს, ბერლინში ჩამოდის დიდი რაოდენობის სტუმრები, ზოგი მათგანი ტურისტია, ზოგიც ბიზნესმენი.

კომპანია Naniko გთავაზობთ სერვისს:  მანქანების გაქირავება ბერლინში.

ბოლო წლების განმავლობაში მანქანის დაქირავება ბერლინში გახდა ძალიან პოპულარული.

ჩვენ შემოგთავაზებთ საუკეთესო მანქანის დაქირავებას ბერლინში, საუკეთეს, ბოლო წლების კომფორტულ მანქანებს.

პირველად ქალაქი მოხსენებულია მე -13 საუკუნის ისტორიულ წყაროებში. ოდესღაც ქალაქი იყო პრუსიის სამეფო ქალაქი, შემდეგ  გერმანიის იმპერიის  და ნაცისტური გერმანიის დედაქალაქი. დღეს ბერლინი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია .

ბერლინის როლი ქვეყნისათვის უდიდესია. ბერლინი არის ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სატრანსპორტო ცენტრი.

ქალაქის მთავრობა დიდ ყურადღებას და მნიშვნელობას ანიჭებს  ეკოლოგიას, აქ არის დიდი ფართობის მქონე პარკები,  ყველა ქუჩა გამწვანებულია.

ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც  განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობენ ტურისტებს შორის: ბერლინის ტაძარი, ღვთისმშობლის ეკლესია, ბრანდენბურგის კარიბჭე ,რაიხსტაგი, ბერლინის კედელი.

საინტერესო ფაქტები ბერლინის შესახებ:

ბერლინში არის იუნესკოს  სამი მემკვიდრეობის ობიექტები.

ვინ იფიქრებდა, იმას რომ  ხიდების რაოდენობის მხრივ ის წინ უსწრებს ვენეციას. აქ არსებობს დაახლოებით 1,700 ხიდი.

სატელევიზიო ანძა ყველაზე მაღალი კონსტრუქციაა არა მარტო ქვეყანაში, არამედ მთელს ევროპაში.

პირველი შუქნიშანი  ექსპლუატაციაში შევიდა ბერლინში 1924 წელს.

ბერლინის  რკინიგზის სადგური უდიდესი სადგურია ევროპაში.

ბერლინის მუზეუმების რიცხვი  გაცილებით მაღალია, ვიდრე წელიწადის წვიმიანი დღეების რიცხვი.

1881 წელს ბერლინში ექსპლუატირებულ იქნა  პირველი ელექტრო ტრამვაი.

უდიდესი ზოოპარკი მსოფლიოში, მდებარეობს ბერლინში, სადაც დაახლოებით 1900 ცხოველია.