contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ დუნკანში Naniko-საგან.

დღევანდელი მდგომარეობით არ არის აუცილებლობა დავხარჯოთ დრო და ენერგია ავტო გაქირავების საუკეთესო ვარიანტების შესარჩევად. ჩვენ თვალის დახამხამებაში შევასრულებთ თქვენთვის ამ საქმეს.

დაზოგეთ თქვენი დრო და ფული ავტო გაქირავებისთვის, Naniko-ს დახმარებით და იმოგზაურეთ დუნკანში!

Naniko.com საიტზე დააჭირეთ ონლაინ-ჯავშანს და თქვენ მიიღებთ ძალიან დაბალ ფასს და მომსახურეობას. ჯავშანი Naniko.com -ზე მიიღება სწრაფად და მარტივად სამყაროს რომელ წერტილშიც არ უნდა იმყოფებოდეთ.

  • ჩვენგან თქვენ მიიღებთ დაბალ ფასებს, ავტომანქანების გაქირავებაში სასიამოვნო გამოცდილების მქონე მომსახურეობას, საწვავის შევსების მოსახერხებელ პოლიტიკას,   გრძელვადიანი იჯარის შესაძლებლობას, სეზონურ ფასდაკლებებს.
  • აირჩიეთ თქვენთვის საჭირო ავტომობილი, ეკონომიური ჰეჩბეკიდან ძვირად ღირებულ მოდელებამდე, ამასთან შესაძლებელია სპორტული კაბრიოლეტებიც.
  • ჩვენი მანქანების საიმედოობა გარანტიას გაძლევთ უპრობლემოთ იმგზავროთ. ჩვენი მანქანები ყველა გაქირავების შემდგომ გადიან აუცილებელ ტექნიკურ დათვალიერებას.

გაუმართავი ავტომობილი ჩვენთან პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ თუ კი ასეთი რამ მოხდა თქვენ მაინც არავითარი სანერვიულო არ გექნებათ. ჩვენ ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე მომენტალურად აღმოვფხრით ამ პრობლემას და შეიძლება ავტომანქანაც კი შეგიცვალოთ ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე.

ბევრ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ავტომანქანა ერთ ადგილას და დააბრუნოთ სულ სხვა ადგილას. ეს მართლაც აფართოებს თქვენს შესაძლებლობებს და თქვენი მარშრუტის მოქნილობას.

შეიგრძენით ამერიკული ცხოვრების სტილის სილაღე Naniko-საგან მანქანების ქირაობით.

არც თუ ისე დიდი მაგრამ ლამაზი ქალაქი დუნკანი არის სამხრეთ კაროლინის შტატის საგრაფო სპარტანბურგში, 2010 წლის აღწერით 3 181 მცხოვრებია, რაც თავისთავად 1125 ოჯახს წარმოადგენს. რასობრივი შეფარდება: 65,68% თეთრკანიანები და 30,84% აფრო-ამერიკელებია.

ქალაქის ისტორია 1811 წლიდან იწყება, როცა შეიქმნა საფოსტო განყოფილება და მის ირგვლივ დაიწყო წრიული დასახლება, რომელსაც თავიდან ეწოდა New Hope, რაც ახალ იმედს ნიშნავს.

1850-იანი წლების შუაში არსებობდა გეგმა ქალაქ დუნკანის გავლით რკინიგზის გაყვანაზე, მაგრამ სამოქალაქო ომმა ეს საქმე 1873 წლამდე გადასდო, როცა ატლანტა – რიჩმონდის რკინიგზამ გაიარა ამ ქალაქზე.

სამოქალაქო ომის შემდგომ ქალაქში ჩამოვიდა ამბიციური და აღიარების მძებნელი ლერი დუნკანი, რომელმაც დაიწყო მიწების შესყიდვა. ახალი რკინიგზის გახსნის ცერემონიალზე ის შეპირდა ქალაქის მაცხოვრებლებს რომ მიწებს გადასცემდა თუ ქალაქს მის სახელს – დუნკანს უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე 1881 წელს მიიღო ქალაქმა ოფიციალური სახელწოდება – დუნკანი.

ამავე წელს დუნკანი გახდა დიდი გამოხმაურების მიზეზი, მისი წყალობით გაიხსნა სკოლა აფრო-ამერიკელებისათვია – Rock Hill Negro School

მომდევნო ორ წელიწადში ქალაქის მოსახლეობა ძალიან გაიზარდა, გაიხსნა რამდენიმე მაღაზია, ხე-ტყის გადამამუშავებელი, ფქვილისა და ბამბის გადამამუშავებელი საწარმოები. ქალაქმა თავისი წესდება 1889 წელს მიიღო.

ხოლო 1892 წელს გაიხსნა პირველი სასტუმრო ჰიუზი, რომელიც იქცა კიდეც ქალაქის ცენტრად. რომელიც იზიდავდა ტურისტებს Greenville-Spartanburg გზიდან.