contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება მასაჩუსეტსში – ფასდაკლების შემოთავაზება Naniko – საგან.

მასაჩუსეტსის შტატს უკავია 21 456 კვ.კმ. შტატს კვეთს მდინარე კონეკტიკუტი. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნიუ-გემპშირი და ვერმონტი, სამხრეთით შტატები როდ-აილენდი და კონეკტიკუტი, დასავლეთით ნიუ-იორკის შტატი და აღმოსავლეთით ეშვება ატლანტიის ოკიანეში.

მათთვის ვისაც სურს კომფორტულად იმოგზაუროს მასაჩუსეტსში, სასურველია იქირაოს მანქანა Naniko – საგან ონლაინ რეჟიმში.

მცირე ინფორმაცია Naniko – საგან თუ როგორ უნდა იმოგზაუროთ აშშ-ს გზებზე:

  • მოძრაობა გზის მარჯვენა სავალ ნაწილზე.
  • შეამოწმეთ გაქვთ თუ არა თან ქვეყნის შიგნით გადადგილებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია.
  • მოკლე ვადიანი ქირაობის შემთხვევაში სტანდარტული მართვის მოწმობა საკმარისია, მაგრამ რეკომენდირებულია საერთაშორისო სტანდარტის მართვის მოწმობა, რომელიც ლათინური ანბანით იქნება შევსებული.
  • ეს მართვის მოწმობა უნდა აიღოთ თქვენს ქვეყანაში.
  • აშშ-ში მართვის მოწმობა დაშვებულია 16 წლის ასაკიდან, ხოლო მანქანის ქირაობა 25 წლის ასაკიდან.
  • თითქმის ყველა შტატში აუცილებელია უსაფრთხოების რემნები.
  • სპეციალური საბავშო კრესლოები წონისა და ასაკის მიხედვით განისაზღვრება კანონმდებლობით.
  • ტარების დროს მობილურით სარგებლობა ზოგ შტატში არ არის დასაშვები, წინასწარ გაეცანით კონკრეტული შტატის კანონმდებლობას.

 

მიიღეთ უსაფრთხო ტარების სიამოვნება მასჩუსეტსის შტატის მანქნების გაქირავება Naniko – საგან.

მასაჩუსეტსის შტატი ძირითადად გამორჩეულია სამრეწველო ეკონომიკაში, ხოლო დედაქალაქი ბოსტონი არის ატლანტიის ოკეანის სანაპიროზე უდიდესი საპორტო ქალაქი. შტატი გამოირჩევა უამრავი კოლეჯებით და უმაღლესი სასწავლებლებით. სადაც უმთავრესია ჰარვარდის უნივერსიტეტი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. გარდა ბოსტონისა აღსანიშნავია ქალაქები სპრინგფილდი და ვუსტერი.

რა თქმა უნდა, ქალაქებს შორის უმრავლესობა აირჩევს ბოსტონს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის Big Apple-ს ჩრდილშია მოქცეული გთავაზობთ ბევრი საინტერესოს: ძირითად ქუჩებზე განლაგებულ მწვანე პარკებსა და მოდურ მაღაზიებს, მუზეუმებსა და სამხატვრო გალერიებს. გარდა ამისა წითელი აგურის სახლებსა და უცნაურ შემოგარენს უნივერსიტეტში.

ვაგრძელებთ გზას მასაჩუსეტსში და ნამდვილად ღირს შევჩერდეთ ქალაქ ვუსტერში რომლის ძირითადი ღირშესანიშნაობა უდაოდ არის მთელ შტატში სიდიდით მეორე 1800 წელს გახსნილი, ხელოვნების მუზეუმი. სადაც დაცულია უდიდესი იმპრესიონისტების ვან გოგის, რენუარის, მონეს, მატისის, და თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები.

თუმცა ასევე მთელი შტატის ტერიტორიაზე განფენილია სხვა უამრავი ღირშესანიშნაობანი. როგორც მაგალითად – ედგართაუნში შესაძლებელია ძალიან რომანტიულ გარემოში მოხვედრა, ასევე პროვინცეთაუნი და გლოსტერი თქვენ შემოგთავაზებთ ქვიშიან და კლდოვან პლაჟებს.