contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


Автомобили на прокат – Аэропорт Милана Мальпенса – автопрокат от Naniko

იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად უფრო მოსახერხებელია მოგზაურობისას მანქანის დაქირავება, უამრავი არგუმენტი არსებობს. ამისათვის დამქირავებელმა აუცილებლად უნდა შეარჩიოს სანდო კომპანია. ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ მომხმარებელთა მომსახურების ხარისხია მნიშვნელოვანი, არამედ ის ფაქტიც, რომ კომპანიამ ამ ბაზარზე ხელმისაწვდომი ფასი შეინარჩუნოს. და ეს ყველაფერი ერთად, დამეთანხმებით, მარტივი შესასრულებელი არ არის. მაგრამ მას შემდეგ რაც ბაზარზე შემოვიდა კომპანია Naniko ყველა ეს სერვისი ადვილი ხელმისაწვდომი გახდა!

კომპანია Naniko გაძლევთ საშუალებას მიიღოთ მაქსიმუმი მანქანის დაქირავებისას მილანის მალპენსას აეროპორტში:

  • ავტომანქანების ფართო არჩევანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით
  • მომსახურების ყველაზე დაბალი ფასები
  • ჩვენი მომსახურება კვირაში 7 დღე

აქვე გთავაზობთ პასუხს ზოგიერთ თქვენთვის საინტერესო კითხვაზე:

  • შესაძლებელია თუ არა ახლობელმა ან მეგობარმა მართოს ნაქირავები მანქანა?

ინფორმაცია დამატებითი მძღოლების შესახებ უნდა იყოს დაფიქსირებული ხელშეკრულებაში, ასევე მანქანის გადაცემის მომენტში მათ უნდა წარმოადგინონ მოქმედი მართვის მოწმობა და პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

  • არსებობს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა მანქანის დაქირავებისას?

დიახ, მინიმალური ასაკი როგორც მთავარი, ისე დამატებითი მძღოლის – ასეთის არსებობის შემთხვევაში – განსაზღვრულია. თუმცა ეს შეზღუდვა შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული იყოს. მაგრამ ჩვენი კომპანიის ზოგადი მოთხოვნაა, რომ მძღოლი უნდა იყოს არანაკლებ 23 წლისა და უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორწლიანი მართვის გამოცდილება.

მსოფლიო მოდის ცენტრის, ქალაქი მილანის საჰაერო კარიბჭე – მალპენსას აეროპორტი ღიაა თქვენთვის და გელით მანქანების გაქირავების კომპანია Naniko-სთან ერთად!

მილანის მალპენსას საერთაშორისო აეროპორტი ასრულებს ფრენებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით და აქედან გამომდინარე ჩრდილოეთ იტალიის ცენტრალური აეროპორტია. მას აქვს ორი – 1 და 2 – სამგზავრო და ასევე სატვირთო ტერმინალი ე. წ. Malpensa Cargo.

  • როგორ მოვხვდეთ აეროპორტში

მალპენსას აეროპორტი საკმაოდ ადვილად მისადგომია მანქანით, მატარებლით ან ავტობუსით. მას შემდეგ, რაც თქვენ შეარჩევთ სატრანსპორტო საშუალებას, თქვენ ადვილად იპოვოთ ყველაზე სწრაფ  გზას აეროპორტში მოსახვედრად. იმიტომ, რომ კარგი მოგზაურობა აფრენამდე ბევრად ადრე იწყება.

კავშირი ტერმინალებს შორის ხორციელდება უფასო ტრანსფერის სერვისით, რომლიც ხორციელდება შვიდწუთიანი ინტერვალით  24 საათის განმავლობაში.

  • სასარგებლო სერვისები მალპენსაში

აეროპორტი მომსახურებათა ფართო სპექტრს გთავაზობთ. თქვენს განკარგულებაშია მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისები: ბანკები, ბარგის სერვისი, ტურისტული სააგენტოები და სხვა.