contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება ნევადაში – ფასდაკლება Naniko – საგან.

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც შესდგება 50 შტატისაგან – თითეული შტატის ისტორია თავისთავად აღსავსეა თავისთავადი კულტურით, ტრადიციებით, სპეციფიკური სამზარეულოთი და ცივილიზაციით.

კალიფორნიასთან ახლოს, თავისებური სილამაზის ამერიკულ უდაბნოში მდებარეობს შტატი ნევადა.

მსოფლიოში ცნობილი ლას-ვეგასით, ნევადა ყოველ წლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს მსოფლიო მასშტაბით. აქ ტურისტები ჩამოდიან ნამდვილ ამერიკულ სტილში დროის გასატარებლად.

რადგან მანძილები ნევადის შტატში საკმაოდ წარმომადგენლობითია, გირჩევთ ისარგებლოდ მანქანების გაქირავების სერვისით. ამით თქვენ შეიძენთ ამერიკის შეერთებული შტატების გზებზე მართვის უნიკალურ გამოცდილებას, დატკბებით გარშემო ულამაზესი პეიზაჟებით და   შეძლებთ მარტივად და თავისუფლად გადადგილებას.

მანქანების ჯავშანი Naniko – საგან საუკეთესო შესაძლებელ ფასად და უპრობლემოდ როგორც დღესასწაული ისე გაატარეთ ყოველი დღე.

თქვენ მიიღებთ:

  • ფასდაკლებას, რაც დამოკიდებული იქნება დღეების რაოდენობაზე.
  • იჯარის დღემდე 48 სთ-ით ადრე ჯავშნის უფასო ანულირება და მოდიფიკაცია.
  • საავარიო სამსახურის დახმარება.
  • ულიმიტო კილომეტრაჟი.
  • დაზღვევის ვალდებულება მესამე პირის წინაშე, დაზღვევა ავარიის შემთხვევაში, ასევე ფასში შედის ავტომობილის მოპარვის შემთხვევა და სხვა გადასახადები.

ნევადის შტატი მდებარეობს ამერიკის დასავლე და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კლდოვან მთებში. სახელწოდება ნევადა ნიშნავს „თოვლიანს“ და წარმოდგება შტატის დასავლეთით მდებარე მთის სახელწოდებისაგან „სიერა-ნევადა“. შესდგება 16 რაიონისაგან და ერთი დამოუკიდებელი ქალქისაგან – კარსონ-სიტი. ძირითადი მიზეზები რაც ტურისტებს აქ იზიდავს არის – ქალაქი რინო, უდაბნო მოხავე და რა თქმა უნდა ქალაქი ლას-ვეგასი.

ნევადის ამაღელვებელ სამყაროში Naniko-საგან.

ლას-ვეგასი რომელიც მდებარეობს მოხავეს უდაბნოში, აღიარებულია როგორც გასართობი ცენტრების მსოფლიო დედაქალაქი. ფაქტიურად ლას-ვეგასი წარმოადგენს რამდენიმე ქალაქის ერთობლიობას: თვით ლას-ვეგასი, ჩრდილოეთ ლას-ვეგასი, ხენდერსონი და მთელი რაიონი, სადაც ერთობლიობაში თავმოყრილია ძირითადი მაღაზიები, სასტუმროები და კაზინოები. ტურიზმი აქ სრულიად განსხვავდება ტიპიური ტურიზმისაგან, მუზეუმებსა და კულტურის ცენტრებისაგან განსხვავებით აქ ძირითადად განვითარებულია სათამაშო ტურიზმი, აზარტული თამაშები. მოგზაურობა ლას-ვეგასში ნიშნავს ისარგებლოდ თემატურად გასხვავებული სასტუმროებით და უდიდესი კაზინოებით. ასევე თქვენთვის ძალიან მარტივად შესაძლებელი იქნება გადაეშვათ წუთიერი სიყვარულის მორევში.

ასევე აღსანიშნავია სხვა ტურისტული ცენტრებიც – უოშოს რაიონის დედაქალაქი რინო. სადაც ამ ქვეყნად დღის სინათლე პირველად იხილა კაზინომ. ასევე აქ აღსანიშნავია Pioneer-ცენტრი, სადაც იმართება უამრავი თეატრალური სანახაობები, Bruka-თეატრი სადაც ბავშვებისათვის იმართება შოუ-წარმოდგენები. მხარტვრული სკოლა Сьерра-Arts და რა თქმა უნდა კაზინოები. ასევე არსანიშნავია ავტომობილების ნაციონალური მუზეუმი, სადაც თქვენ ნახავთ ავტომობილებს გამოშვებულებს 19-ე საუკუნიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია ლეგენდარული ელვის პრესლის ავტომობილიც.