contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება სალონიკში

სალონიკი სიდიდით არის მეორე ქალაქი საბერძნეთში. ქალაქი მდიდარია ისტორიით, იგი დაარსდა ძველი წელთაღრიცხვით 316 წელს, მიუხედავათ ამისა, იგი სრულფასოვან კონკურენციას უწევს თანამედროვე ქალაქებს. 1997 წელს სალონიკი აღიარეს ევროპის დედაქალაქად. იგი ყველაზე დასახლებული ქალაქია მთელს საბერძნეთში.

Naniko Car Rental in Thessaloniki

ისტორია
სალონიკი შეიქმნა ელინიზმის ეპოქაში, ქალაქი დააარსა მეფე კასანდრმა. 300 წელს სალონიკი გახდა რომის იმპერიის დედაქალაქი. კონსტანტინოპოლთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში, სანამ არ მოხდა თურქების შემოსევა, სალონიკი ითვლებოდა ქრისტიანობის ეპიცენტრად. მაგრამ მიუხედავად ამისა ქალაქი გათავისუფლდა თურქებისგან და უფრო მეტიც, შეინარჩუნა მრავალი ეკლესია. ქალაქის სახელი უკავშირდება ალექსანდრე მაკედონელის ნახევარდის სახელს, რომელიც იყო მეფე კასანდრის მეუღლე. ამ ქალაქის ისტორიის შესახებ შეიძლება უსასრულოდ ვისაუბროთ. სალონიკი თამამად შეიძლება ჩავთვალოთ სამი ცივილიზაციის ქალაქად: ელინისტური, რომაული და ბიზანტიური. არქეოლოგიური გათხრები გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, ქალაქი სალონიკი არსებობდა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 3200 წლის წინ.
რატომ სალონიკი?
სალონიკი ცნობილია ხმაურიანი საღამოებით, აქ თავმოყრილისა ბარებისა და სასტუმროების საუკეთესო ქსელები. აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ევროპული, აზიური, მაკედონიური კერძები. ქვიშის სანაპიროები და ლაჯვარდოვანი სანაპიროები იზიდავენ ტურისტებს სულ უფრო და უფრო მეტად. აქვეა დაუვიწყარი კურორტები, კრეტა, სანტორინი. სახელმწიფო დიდ თანხებს ხარჯავს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. აქ დასვენება მიმზიდველია მთელი წლის განმავლობაში. ბევრი ასვე ჩამოდის საყიდლებზე, რადგან დიდი არჩევანი და უამრავი მაღაზიაა.
როგორ გადავაადგილდეთ მარტივად და კომფორტულად.
სალონიკში მოგზაურობა უფრო კომფორტული იქნება, თუ იქირავებთ მანქანას. ავტოგაქირავების კომპანია NANIKO სალონიკში, გთავაზობთ ავტომანქანების უდიდეს არჩევანს დაბალ ფასში.
თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ და მიიღოთ სიამოვნება ყოველი წამით. დაკავდეთ შოპინგით, დაათვალიეროთ ქალაქი და გადაადგილდეთ ნაქირავები მანქანით მშვიდად და კომფორტულად.