contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება მადრიდის ბარახასში – დაიქირავეთ მანქანა კომპანია Naniko-სგან დაბალ ფასად

მოსახლეობის სიმჭიდროვის მონაცემებით მადრიდი მე-3 ადგილს იკავებს ევროკავშირის ქვეყნების ქალაქებს შორის. ამ გამორჩეული და ფართომასშტაბიანი ქალაქის ფარგლებში მრავალი მოდის სახლი, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი და თავშესაქცევი ადგილია, რაც სასიცოცხლო ენერგიით სავსე გარემოს ქმნის.
მადრიდი განთავსებულია მდინარე მანზანარესის სანაპიროზე. განვითარების თანამედროვე ტენდენციების მიუხედავად, მრავალ უბანს უნარჩუნდება ისტორიული იერსახე. ქალაქის სტუმრობისას გარდაუვალია ღირსშესანიშნაობებს შორის პრადოს მუზეუმის, ტისენა ბორნემისის მუზუმის, დედოფალ სოფიასა ხელოვნების ცენტრისა და სხვა მრავლის მონახულება.

მადრიდიდან თქვენ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ახლომდებარე ქალაქების მიმართულებით – სეგოვია, ტოლედო, არანხუესი და ავილა. მით უფრო, თუ ისარგებლებთ მადრიდის აეროპორტში მანქანის დაქირავების მომსახურეობით, თქვენი მოძრაობის არეალი შეუზღუდავი იქნება. ამით გეძლევათ საშუალება მოინახულოთ ყველა ტურისტულად მიმზიდველი ადგილი და დაზოგოთ მგზავრობის თანხები.

შეიგრძენით ქალაქის სამეფო დიდებულება და ყველა ღირსშესანიშნაობა თქვენთვის მოსახერხებელი პირობებით კომპანია Naniko-ს მანქანის დაქირავების მომსახურეობით მადრიდის აეროპორტში

იმისათვის, რომ შეძლოთ მანქანის დაქირავება, საჭიროა წარმოადგინოთ პასპორტი და სტანდარტული მართვის მოწმობა, ხოლო თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, საერთაშორისო დონის.

დაქირავებული მანქანის აყვანა ხდება ჩვენი კომპანიის ოფისში, ხოლო თუ თქვენ დაჯავშნისას მიუთითებთ სასურველ მიმართულებას, ჩვენი თანამშრომელი ავტომობილს მოგვიყვანთ – იქნება ეს თქვენი ჩამოსვლისა თუ განთავსების ადგილი. თუ გსურთ ავტომობილის აეროპორტში აყვანა, საჭიროა გვაცნობოთ თქვენი ფრენსი რეისის დეტალები, რათა ზუსტ დროს ჩაიბაროთ დაჯავშნილი მანქანა.

ჩვენი კომპანია აუცილებლად ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც მანქანის დამქირავებელი პირის ასაკი უნდა აღემატებოდეს 21 წელს, ხოლო მისი მართვის გამოცდილება ორ წელიწადს.
თუ გსურთ მანქანის დაქირავების პერიოდის გაზრდა, საჭიროა ჯავშანში მითითებული ჩაბარების დღემდე ორი დღით ადრე გვაცნობოთ ცვლილებების შესახებ, რათა შევამოწმოთ, შეგვიძლია თუ არა დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა. კომპანია ყოველთვის მზადაა მოქნილი და კომფორტული მომსახურეობის გასაწვევად.

დაჯავშნილი მანქანის მომსახურეობის საფასური ითვალისწინებს დაზღვევისა და გადასახადების ხარჯების დაფარვას.

თქვენ ისარგებლებთ უამრავი უპირატესობითა და შეუზღუდავი გარბენით კომპანია Naniko-ს მადრიდის აეროპორტში მანქანის დაქირავების მომსახურეობით სარგებლობისას

მადრიდის ბარახასის საერთაშორისო აეროპორტი უდიდესია და ყველაზე მნიშვნელოვანია ქალაქის სამ აეროპორტს შორის. გასული წლის მონაცემებით, აეროპორტი 40 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ბოლო დროს, ტერმინალებისა და გამშვები პუნქტების განახლებისა და მოდერნიზაციისთვის დიდი ძალისხმევა და სახსრები დაიხარჯა. აღნიშნულმა გარდაქმნებმა მადრიდის საერთაშორისო აეროპორტის მასშტაბები გაზარდა – ახლა უკვე 70 მილიონი მგზავრის მომსახურეობის შესაძლებლობით.
მადრიდის ცენტრიდან 13 კმ-ის დაშორებით მდებარე აეროპორტი საშუალებას გაძლევთ გადაადგილდეთ როგორც მეტროთი, ასევე ისარგებლოთ ავტობუსების ხაზებით, თუმცა ყველაზე მოსახერხებელი გზა მანქანის დაქირავებაა.
ყველა ტერმინალში განთავსებულია მრავალი საჭირო მომსახურეობის ობიექტი – მაღაზიები, ბარები, კაფეები, ბიზნეს ცენტრები, ბანკომატები, ვალუტის გადაცვლის პუნქტები და სხვა მრავალი.