contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილების დაქირავება ნიქოზიის აეროპორტში Naniko-საგან!

თუ თქვენ აპირებთ მოგზაურობას ნიქოზიასა და ქალაქის მიმდებარე ადგილებში, ამისათვის ყველაზე მოსახერხებელი გზაა მანქანის დაქირავება ნიქოზიის ერკანის აეროპორტში.

ავტო გაქირავების კომპანია Naniko, რომელიც ყოველდღიურად ათასობით დამქირავებელს სთავაზობს თავის სერვისს ამ სფეროში და ამით ლიდერობს მანქანების დაქირავების ბაზარზე, გთავაზობთ ონლაინ დაჯავშნის ძალზე გამარტივებულ სისტემას, გარანტირებულ მომსახურებას და საუკეთესო ფასებს.

ისარგებლეთ Naniko-ს ავტო გაქირავების სერვისით ნიქოზიის ერკანის აეროპორტში თქვენი მივლინების ან შვებულების მანძილზე!

ჩვენი მიზანია მოვიპოვოთ აღიარება, როგორც ავტო გაქირავების სერვისის ხარისხის კუთხით ლიდერმა კომპანიამ, რომელიც ნებისმიერი კატეგორიის ავტომანქანის დაქირავების შემთხვევაში გთავაზობთ საუკეთესო ფასებს და მაღალი დონის მომსახურებას.

დაქირავების საფასურში შედის დაზღვევა, პასუხისმგებლობის დაზღვევა, ოცდაოთხსაათიანი ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი გზებზე საჭიროების შემთხვევაში მანქანის შეცვლის გარანტიით, დღგ და ყველა ადგილობრივი გადასახადი.

აქ სამოგზაუროდ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებაა დაიქირაოთ თქვენი სამოგზაურო მანქანა Naniko-საგან ნიქოზიის ერკანის აეროპორტში!

ნიქოზიის ერკანის საერთაშორისო აეროპორტი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის ზონაში მდებარეობს. აეროპორტი მდებარეობს ტერიტორიაზე, რომელიც დღემდე არ არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და შესაბამისად ის არ ფიგურირებს ოფიციალური სტატუსით საერთაშორისო აეროპორტთა ჩამონათვალში, ასევე მისი კოდები არ შედის ოფიციალურ რეესტრში. ერკანის აეროპორტი მდებარეობს კვიპროსის რესპუბლიკის დედაქალაქის ნიქოზიის აღმოსავლეთით, სოფელ ტიმვუს მახლობლად.

აეროპორტი ემსახურება საკმაოდ ხშირ, რეგულარულ ფრენებს დიდი ბრიტანეთიდან და ასევე ევროპის სხვა ქალაქებიდან. ზაფხულობით ნიქოზიის აეროპორტი ჩრდილოეთ კვიპროსში კვირაში 90-ზე მეტ ფრენას იღებს, ხოლო ლონდონის  – ჰითროუს, გეთვიკის და სტანსტედის აეროპორტებიდან დაახლოებით 20 ფრენას. ამ ფრენების უმრავლესობა საღამოს საათებში სრულდება.

ძირითადად ორი კომპანია ასრულებს რეგულარულ ფრენებს  ჩრდილოეთ კვიპროსისაკენ და აკავშირებს დიდ ბრიტანეთს, თურქეთსა და გერმანიას ნიქოზიასთან.

ერკანს საჰაერო კავშირი აქვს მხოლოდ თურქეთთან, საიდანაც ის იღებს ევროპული ქვეყნებიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავებს. თურქეთიდან ნიქოზიისაკენ მრავალფეროვანი ფრენების არჩევანი გაქვთ  სტამბულიდან, იზმირიდან, ანკარადან, ადანადან ან ანტალიიდან.