contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


იპოვეთ შესანიშნავი ავტო გაქირავება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ავტომანქანების გაქირავების ინფორმაცია ნანიკოსაგან

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი როგორც საყოველთაოდ   ტურისტული ქვეყანა, აქ არ არის ცნობილი კურორტები და მხოლოდ ახლა იქმნება ინფრასტრუქტურა, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს არის საკმაოდ საინტერესო ადგილი ლაშქრობა და კულტურული ვიზიტებისათვის, რათა გაეცნოთ აქაურ მკვიდრ მოსახლეობას და ცხოველთა სამყაროს.
არა მარტო ამ მიზეზის გამო და ასევე რომ იგრძნოთ სრული თავისუფლება გადაადგილებისას, რეკომენდებულია ისარგებლოთ მანქანების გაქირავების სერვისით  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. აქ გექნებათ შესაძლებლობა, დააგემოვნოთ ტიპიური ადგილობრივი სასმელები, მაგალითად, პალმის ან ბანანის ღვინო! ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრიდან თებერვლამდე საუკეთესო სამოგზაურო პერიოდია.
ისარგებლეთ კომფორტული მანქანების გაქირავების სისტემით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საიტი Naniko.com– ის მეშვეობით, სადაც ნახავთ საუკეთესო შეთავაზებებს.
აღმოსავლეთით გადაადგილებისას შეგიძლიათ  ბამბარსა და ბანგასოს, ხოლო ჩრდილოეთით კოგა-ბანდაროს პროვინციებამდე მიაღწიოთ. დედაქალაქ ბანგიდან დაახლოებით 200 კმ-ში  არის პატარა ტურისტული ცენტრი სიბუტი, რომელის ბაზრები სავსეა ტრადიციული პროდუქტებით და ნაკეთობებით.

იქირავთ ავტომანქანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ნანიკოსაგან და იმგზავრეთ სრულ სიმშვიდეში!

კომპანია ნანიკო, ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ ავტომანქანების უზარმაზარ სპექტრს, სხვადასხვა ავტო ბრენდებს და კატეგორიებს, ასევე ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.

ჩვენი გვერდი განკუთვნილია ისეთ მოგზაურთათვის, რომელთაც სურთ ნებისმიერ ქვეყანაში, იპოვონ საიმედო პარტნიორი თავიანთი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი ფართო სპექტრის დახმარებით შეგიძლიათ უბრალოდ მოარგოთ თქვენი ძებნა და შეარჩიოთ ის შეთავაზება, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.

ყველა ჩვენი გარიგება ძალიან გამჭვირვალეა და არ გელით ფარული, უსიამოვნო სიურპრიზები. ფასებში თავდაპირველადვე გათვალისწინებულია გადასახადები და ძირითადი სადაზღვევო ღირებულებები.

გადაადგილდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ნანიკოსგან ნაქირავები ავტომანქანით და ისიამოვნეთ აფრიკის  გასაოცარი ბუნებით!

თავისი მდებარეობით და გეოგრაფიული თვალსაზრისით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ძალიან მრავალფეროვანია. ჩრდილოეთი ნაწილი,  სადაც დომინირებს სავანა, ძალიან განსხვავდება სამხრეთისაგან, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ტროპიკული ტყეების სამყარო. Gounda Saint-Floris ეროვნული პარკი, რომელსაც კვეთს მდინარეები Gunda და Kumbala არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ჩამონათვალში. აქ, ბუნებრივ გარემოშია დასახლებული ბაბუინები, მაიმუნი კოლობ, გიენები,  ანტილოპები, პითონები, ლომები, სპილოები და სხვა უამრავი მრავალფეროვანი ფაუნა. მდინარეების სანაპიროებზე შეგიძლიათ ადვილად იხილოთ ნიანგები და ბეჰემოტები. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა Dzanga-Ndoki პარკი და Dzanga-Sangha  ბიანგაში, აქ მდებარე უძველესი მცენარეულობა არის  მაიმუნების, ქურციკები, ბეჰემოთების და სხვა ველურ სახეობათა ბუნებრივი ჰაბიტატი.