contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება დრეზდენის აეროპორტში – რომ დაზოგოთ მეტი აირჩიეთ ავტო გაქირავება ნანიკოსაგან

გერმანიაში, საქსონიის ფედერალური ცენტრი ქალაქ დრეზდენი ცნობილია როგორც ჩრდილოეთის ფლორენცია და მისი მოსახლეობა ნახევარ მილიონს აღწევს. ქალაქი განლაგებულია ჩეხეთის საზღვართან, მდინარე ელბის ორივე სანაპიროზე, ბერლინიდან სამხრეთით 200 კმ-ში და ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან 150 კმ-ში. დრეზდენის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს დაახლოებით 10 კმ-ში და ითვლება არმოსავლეთ გერმანიის ერთერთ უდიდეს აეროპორტად, ყოველ წლიურად ემსახურება 1,7 მილიონ მგზავრს. ამ აეროპორტით სარგებლობენ ისეთი მსხვილი ავია კომპანიები როგორებიცაა Lufthansa, Germanwings, Swiss, Аэрофлот, Air Berlin და სხვა, რომლებიც აკავშირებენ დრეზდენს მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქებთან და გერმანიის მსხვილ ცენტრებთან. აეროპორტი შესანიშნავად არის აღჭურვილი სხვადასხვა მომსახურეობებით: ელეგანტური კონფერენც-ცენტრი, ასევე მსხვილი საერთაშორისო მანქანის გაქირავების კომპანიები დრეზდენის აეროპორტში,  როგორებიცაა  Hertz, Europcar, Sixt, Avis. მათ შორის გამორჩეულია კომპანია Naniko, რომელიც გთავაზობთ კონკურენტუნარიან ტარიფებს და მომსახურების უზარმაზარ ასორტიმენტს.

აეროპორტის ტერმინალებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი მომსახურეობებით როგორებიცაა ვალუტის გადაცვლა, უფასო Wi-Fi და ტელეფონი. მგზავრებს ემსახურება ფართო არჩევანის მქონე საზოგადოებრივი კვების პუნქტები, ასევე რეისის ლოდინის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სასურველი საყიდლების შესყიდვით.

აეროპორტში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ დაკარგული და ნაპოვნი ნივთების ბიუროს მომსახურეობით. აქვეა წარმოდგენილი საინფორმაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელია მიიღოთ ტურისტისათვის სასარგებლო ნებისმიერი ინფორმაცია.

წინასწარ, გამგზავრების წინ თქვენ გაქვთ საშუალება Naniko-ს საიტზე  შეუკვეთოთ დრეზდენის აეროპორტში ავტო  გაქირავების მომსახურეობა და ჩაფრენისთანავე მიიღოთ თქვენთვის კუთვნილი ავტომანქანა და სრული კომფორტით, ყოველგვარი ლოდინის გარეშე გაუდგეთ გზას.  აეროპორტი ასევე აღჭურვილია 4000 ადგილიანი კომფორტული ავტო სადგომით. ქალაქი, გვხიბლავს თავისი დამაინტრიგებელი სილამაზით, ძალიან მდიდარი კულტურული სანახაობებით და ფართო გამწვანებული ზონებით.

არ გაუშვათ შესაძლებლობა იმოგზაუროთ კომფორტულად მანქანების გაქირავება დრეზდენის აეროპორტში ნანიკოსაგან!

ავტო გაქირავება Naniko-ს საიტისაგან ძალზე მარტივია, შესასრულებელია მხოლოდ რამდენიმე მარტივი მოქმედება. ჩვენი მომსახურების სისტემა თქვენ მოგცემთ საშუალებას ტიპიურ გზებზეც კი დატკბეთ ნამდვილი თავისუფლების გრძნობით და გახადოთ თქვენი მოგზაურობა ყოველგვარი სატრანსპორტო პრობლემებისაგან თავისუფალი. სადაც არ უნდა მიგიყვანოთ თქვენმა მარშრუტმა, ყველგან თქვენი ერთგული თანამგზავრი იქნება ჩვენი კომპანია.

ჩვენი ყურადღებიანი თანამშრომლები, თქვენი ჩამოსვლიდან არენდის მთელ ვადაში ორიენტირებულნი არიან, რომ თქვენ სწორად მოგაწოდონ არენდის ნიუანსები და უპრობლემოდ ჩაიაროს არენდის საკითხებმა. ჩვენი კლიენტების სხვადასხვა მოთხოვნებისათვის, ჩვენ ავტო პარკში შემოთავაზებულია სატრანსპორტო საშუალებების ფართო სპექტრი: დაწყებული მცირე გაბარიტიანი და მოხერხებული ურბანული მოდელებით, რომლებით გადაადგილება კომფორტულია ნებისმიერი ქალაქის პირობებში, დამთავრებული ელეგანტური სედანებით ან  ლუქსს კლასებით, შესაბამისად  სპეციალური შემთხვევებისა და საქმიანი შეხვედრებისათვის.

თუ თქვენ მოგზაურობთ ოჯახით ან ჯგუფთან ერთად, შეუფასებელ სამსახურს გაგიწევთ ჩვენი ტევადი და მოხერხებული მინივენები. ჩვენი კერძო და მუდმივი კლიენტები შესძლებენ ისარგებლონ სისტემატური განახლებული, განსაკუთრებული პირობებით:  პერიოდული ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები გარკვეული მიმართულებებით. რაც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ შთამბეჭდავი თანხა.

მანქანების გაქირავება დრეზდენის აეროპორტიდან იდეალური პირობებით, გელოდებათ კომპანია ნანიკოსაგან,  თქვენ მოექცევით კომფორტის სამყაროში, სუპერ დაბალი ფასებით!

ჩვენთან სათანამშრომლოდ ერთერთი მოსახერხებელი პირობა  გახლავთ ის ფაქტი, რომ თქვენი გეგმების შეცვლის შემთხვევაში, თქვენ ადვილად შეცვლით ან გადადებთ თქვენს შეკვეთას ყოველგვარი დაჯარიმების გარეშე.

თქვენი შეკვეთის საფასურის გადასახდელად, თქვენ შესძლებთ ისარგებლოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი მეთოდით.