contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება ლუბლიანაში

ლუბლიანა, სლოვენიის დედაქალაქი, ერთ-ერთია ევროპის პატარა დედაქალაქებს შორის. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 300 000 ადამიანია.

მისი ძველი სახელწოდება გერმანულია – ლაიბახი.

დღეისათვის სლოვენიაში და რა თქმა უნდა მის დედაქალაქშიც სწრაფი ტემპით ვითარდება ტურიზმი. ქალაქში ბევრი ისეთი ადგილია, რომელიც იპყრობს დამთვალიერებლის ყურადღებას. ლუბლიანას მთავარ მოედანზე, რომელიც ფრანც პრეშერნას სახელობისაა, არის ქალაქის მაკეტი. სწორედ ამ ადგილიდან მეტად ხელსაყრელია ტურისტული მარშრუტის დაწყება.

მანქანის დაქირავება ლუბლიანაში

საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ქალაქში არ არის მეტრო. სტუმრები გადაადგილდებიან ავტობუსით ან ტაქსით, ან ქირაობენ მანქანას. მანქანის დაქირავება ლუბლიანაში გახდა მოთხოვნადი ბოლო წლების განმავლობაში.
ყველა ქალაქი ამაყობს თავისი ღირსშესანიშნავი ადგილებით, რომლებიც სამუდამოდ ილექება დამთვალიერებლის მეხსიერებაში. თუ თქვენ ჩახვალთ სლოვენიის დედაქალაქში თქვენ აუცილებლად უნდა მოინახულოთ შემდეგი ადგილები: უძველესი ციხესიმაგრე, ხიდი, რომელიც სამი მიმართულებით იშლება, სახელგანთქმული დრაკონის ხიდი; ტივოლის ციხესიმაგრე, აქ თქვენ მოგიყვებიან ბევრ საინტერესო ისტორიას და ლეგენდას; წმინდა ნიკოლოზის კათოლიკური ტაძარი, რომელიც აშენებულია იტალიელი არქიტექტორების მიერ და სხვა.

ლუბლიანა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ქალაქს უკავშირდება მნიშვნელოვანი მაგისტრალები იტალიიდან, ხორვატიიდან, ავსტრიიდან, უნგრეთიდან.

კომპანია „ნანიკო“ სთავაზობს მომხმარებელს მანქანის აყვანას ლუბლიანას საერთაშორისო აეროპორტში და მის დაბრუნებას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.

ჩვენ შემოგთავაზებთ დაბალ ფასებს და მაღალი კლასის სერვისს.

დამატებითი აქსესუარები

ულიმიტო კილომეტრაჟი

კვალიფიცირებულ მძღოლი

24 საათიან მომსახურეობა

მანქანის დაჯავშნა ინტერნეტის და ტელეფონის მეშვეობით

დაქირავების ფასში შევა დღგ და მანქანის დაზღვევა

ქალაქი ლუბლიანა მომხიბვლელი, სტუმართმოყვარე ქალაქის სახელით არის ცნობილი. გაატარეთ დაუვიწყარი დღეები ლუბლიანაში ჩვენს კომპანიასთან ერთად.