contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება ბერნში

შვეიცარიის დედაქალაქი ბერნი ფედერალური მნიშვნელობის ქალაქია. ამ ქალაქში მდებარეობს ქვეყნის პარლამენტი, მთავრობა და ცენტრალური ბანკი.
ქალაქის ისტორიული ნაწილი შეტანილია მსოფლიოს მემკვიდრეობათა ნუსხაში. ბერნში თავმოყრილია შვეიცარიის ღირსშესანიშნაობათა მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად საათიანი სამრეკლო, რომელიც გალამაზებულია გასაოცარი ფიგურებითა და ზოდიაქოს ნიშნებით. ქალაქის განუყოფელი ნაწილია მისი შადრევნები, რომლებიც თარიღდებიან XIV-XV საუკუნეებით.
ქალაქის სიმბოლოდ მიჩნეულია დათვები, მათი ნახვა ზოოპარკის გარდა შესაძლებელია ეგრეთ წოდებულ „დათვის ორმოში“.

მანქანის დაქირავება ბერნში

თუ თქვენ მოხვდებით ბერნში, თქვენ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ალბერტ აინშტაინის მუზეუმი, სადაც უამრავი საინტერესო ნივთი ინახება.უძველესი ქალაქი, ლამაზი, ვიწრო ქუჩები, უამრავი ულამაზესი შენობებით, ძეგლებით, სკულპტურებით და შუასაუკუნეობრივი სული ქმნის შვეიცარიის დედაქალაქს უნიკალურს.
ის რომ, შვეიცარიის ბანკი მთელს მსოფლიოში განთქმულია თავისი სტაბილურობით და საიმედოობით ცნობილია ყველასათვის, ასე რომ, ქალაქს ჰყავს არა მარტო ბევრი დამთვალიერებელი, არამედ ბევრი ისეთი სტუმარიც, როლებიც ჩამოდიან საქმიანი ვიზიტებით.
მოთხოვნა ტრანსპორტზე ყოველთვის დიდია ქალაქში. ქალაქის ბევრი სტუმარი გადაადგილდება დაქირავებული მანქანით. საერთაშორისო მანქანების გაქირავების კომპანიებთან ერთად არსებობენ ადგილობრივი კომპანიებიც. მეტი ოპერატიულობისა და მეტი მოხერხებულობისათვის, კომფორტისათვის, იმისათვის, რომ მოინახულო უფრო მეტი საინტერესო ადგილები, მანქანით გადაადგილება მომგებიანია.
ჩვენი კომპანია გეგმავს ოფისის გახსნას ქალაქ ბერნში. მანქანის დაქირავება ბერნში ჩვენი კომპანიისაგან შესაძლებელი იქნება ყველა მსურველისათვის.
ჩვენ გვექნება სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს, უსაფრთხოებას. გარდა ამისა ჩვენი კომპანიის ფასები იქნება ყველასათვის მისაღები.

ჩვენ შემოგთავაზებთ

ულიმიტო გარბენს

24 საათიან მომსახურებას

მანქანის დაქირავება დღე-ღამის ნებისმიერ დროს

დამატებითი აქსესუარები

დაიქირავეთ ავტომანქანა ჩვენი კომპანიისაგან სულ ძალიან მალე.