contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


საუკეთესო ავტო გაქირავება იაუნდეს ნსიმალენის აეროპორტში – ნანიკოს ავტო გაქირავების ვარიანტებთან შედარება

კამერუნის დედაქალაქი – იაუნდე დუალას შემდეგ ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქია. მისი ადგილმდებარეობა არის ქვეყნის გეოგრაფიული ცენტრი,  ზღვის დონიდან დაახლოებით  750 მეტრი. იაუნდე იზიდავს იმ მოგზაურებს, რომელთაც სურთ გაეცნონ მეტროპოლიის  ყოველდღიური ცხოვრებას, რომელიც შედარებით ახალგაზრდა და განვითარებადი ქვეყნის გულში მდებარეობს, შეიგრძნონ მისი  ადგილობრივი გარემო და ცხოვრების  დინამიკა.
ტურისტების უმრავლესობისათვის იდეალური მეთოდი  ადგილობრივი ატმოსფეროს გასაგებად, იაუნდეს აეროპორტში მანქანების გაქირავების მომსახურებით სარგებლობაა.

იაუნდეს საერთაშორისო აეროპორტი ე.წ. ნსიმალენი არის კამერუნის დედაქალაქიდან ევროპულ აერეპორტებთან დამაკავშირებელი ხაზი, რომელთა შორისაა პარიზის და ბრიუსელის აეროპორტები, ასევე არსებობს დასავლეთ აფრიკის ადგილობრივი მიმართულებების რეისები, მაგალითად: დუალა, აბიჯანი, ბრაზავილი, მალაბო, ნაირობი და კასაბლანკა. იაუნდეს აეროპორტში ავტო არენდით თქვენს განკარგულებაშია მოგზაურობისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა და მაქსიმალური კომფორტით გადაადგილება.

იაუნდე უცხოელ სტუმრებს მონახულების მიზნით  სთავაზობს ბევრ საინტერესო ადგილს. აქ შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო ზოოპარკში მოვგ ბეტსი, მთა ფებე, ან შეიაროთ უზარმაზარ ბაზარში მოკოლო, რომელიც არის უდიდესი ბაზარი ამ ქალაქში. დიდი მხატვრულ ინტერესს იწვევს საკათედრო ტაძარი ნოტრ-დამ-დე ვიქტორი და ბაზილიკა მარი-რეინ-დე-აპორტეშ. ვიზიტის ღირსია ქალაქის მუზეუმებიც, რომლებიც ქვეყნის ისტორიისა და ხელოვნების შესახებ შესანიშნავ წარმოდგენას შეგიქმნით.

იმოგზაურეთ კომფორტულ ავტომობილით იაუნდეს აეროპორტიდან და მიიღეთ  შეღავათიანი ტარიფები ნანიკოსაგან!

ნანიკოსთან თანამშრომლობით თქვენ მიიღებთ ბევრ სარგებელს და მათ შორის:

ჩვენ გთავაზობთ ავტომანქანების ფართო სპექტრს და მრავალფეროვან მომსახურების პაკეტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, როგორც ადგილობრივ  ასევე საერთაშორისო მიმართულებით. თქვენ მიიღებთ მხოლოდ საუკეთესო შეთავაზებებსა და მანქანის გაქირავების ვარიანტების ობიექტური შეფასების შესაძლებლობას.

ჩვენი გარიგებების გამჭვირვალობა  გთავაზობთ საუკეთესო განაკვეთებს ბაზარზე და იცავს თქვენს თანხებს არასაჭირო და ფარული ხარჯებისაგან.  ჩვენი სისტემის მოქნილობა საშუალებას იძლევა, უფასოდ  შეცვალოთ  ან  გააუქმოთ  განრიგი, 48 საათით ადრე მომსახურეობის დაწყებამდე.

იაუნდეს აეროპორტში, ნანიკოს მიერ წარმოდგენილი ავტომანქანით თავისუფლად შეგიძლიათ გადაადგილდეთ როგორც ქალაქად ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში!

ყურადღება უნდა  მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ იაუნდე არის შესანიშნავი ამოსავალი წერტილი საინტერესო ექსკურსიისათვის  ეროვნული პარკში „მაან“, რომელიც განლაგებულია აყვავებული ეკვატორული ტყეების შიგნით და იქ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი  ჩანჩქერების ხედებით. მსურველებისათვის უკეთ  შეისწავლონ ჯუნგლები, იქნება შესთავაზებული ორგანიზებული ტურები, სადაც შეგეძლებათ ეწვიოთ ბანაკს „ბაკა პიგმუ“ და სოფელ „სომოლომოს“ შუაგულში ტყეში.